ვუქსალ ამინო - Agrosphere
ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში! დახმარებისთვის გთხოვთ მოგვწეროთ support@agrosphere.ge-ზე ან დაგვირეკოთ ნომერზე 0322 500 900
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900

ვუქსალ ამინო

პროდუქტის კოდი: 00000000155
50.83

გააზიარე პროდუქტი

პირადი ინფორმაცია

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
Aglukon
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

თხევადი ბიოსტიმულატორი,ხელს უწყობს მცენარის სტრესული სიტუაციიდან გამოსვლას და პესტიციდების ეფექტურობის განმტკიცებას

 

შემცველობა

  • თავისუფალი ამინომჟავების შემცველი ორგანული აზოტის ხსნარი.
  • 9,2% N  აზოტი ტოტალური
  • 0,2% N ამიაკური აზოტი
  • 9,0% N ორგანული აზოტი
  • 24,2% C  ორგანული ნახშირბადი
  • 54,0%  ტოტალური ამინომჟავები
  • 13,0%  თავისუფალი ამინომჟავები

 

ორგანული აზოტი მიღებულია ნატურალური პეპტიდებისაგან და თავისუფალი ამინომჟავებისაგან

 

ვუქსალ ამინოს ძირითადი უპირატესობები

  • ეფექტურია მცენარეთა გასაძლიერებლად
  • ძირეულად ორგანული თხევადი ფორმულაცია
  • 100%-ით ნატურალური პროდუქტი
  • წარმოებულია რეგენერაციული ნედლი მასალებისაგან
  • ამინომჟავებისა და პოლიპეპტიდების განსაკუთრებით მაღალი პროცენტულობა
  • სრულიად უსაფრთხო ტოქსიკოლოგიური თვალსაზრისით
  • მოსახერხებელია შესანახად
  • ააქტიურებს ფერმენტთა  მეტაბოლიზმს
  • ზრდის მცენარეთა მოსავლიანობას და ხარისხს  განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციებში
  • აუმჯობესებს ნაყოფების  განლაგებას,ზომების გადანაწილებას და ფერს ძირითად კულტურებში
  • მიკროელემენტების კომპლექსური შემცველობა
  • ძლიერი მიმწებებლობის უნარი
  • ააქტიურებს პესტიციდების მოქმედებას  და მცენარის ზრდის რეგულატორებს

განმარტებები

ვუქსალ ამინო  არის ახლად შექმნილი თხევადი ორგანული ბიოსტიმულატორი,რომელიც ხელს უწყობს მცენარის გამოსვლას სტრესიდან.ვუქსალ ამინო არის ორგანული ბიოსტიმულატორი და შეიცავს 9,2% ორგანულად შექმნილ აზოტს,რომელიც სრულად მისაწვდომია მცენარეებისათვის.ვუქსალ ამინო შეიცავს ამინომჟავებს(648გრ/ლ) და პოლიპეპტიდებს.

განსაკუთრებით მაღალი მიმწებებლობის და ზედაპირზე აქტივობის უნარის წყალობით ვუქსალ ამინოს შეუძლია გაზარდოს და გახადოს უფრო სტაბილური პესტიციდების ეფექტურობა

ვუქსალ ამინო ძირითადად შეიცავს ფროლინს,ალანინს,გლიცინს და ტრეონინს.დამატებით ვუქსალ ამინო შეიცავს სხვადასხვა ამინომჟავებს.ვუქსალ ამინოს გამოყენება უნდა ხდებოდეს უპირატესად ფოთლოვანი გამოკვებისათვის,მაგრამ მისი მოხმარება შესაძლებელია  ჩვეულებრივი განოყიერების მიზნითაც

 

თავსებადობა, სამუშაო ხსნარის მომზადება

მიუხედავად იმისა,რომ ვუქსალ ამინო არის თავსებადი ხშირად გამოყენებადი პესტიციდების უმრავლესობასთან,მაინც რეკომენდებულია ტესტი თავსებადობაზე მაშინ,როდესაც პირველად ხდება შერევა.არ შეიძლება მისი შერევა სპილენძის პროდუქტებთან.შესაწამლი ავზის გავსებამდე საჭიროა გათვალისწინებულ იქნას შემდეგი საკითხები

 

გამოყენების რეგლამენტი და დოზირება

კულტურა გამოყენების ვადები ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა ან კონცენტრაცია) გამოყენების მაქსიმალური ჯერადობა
თესლოვანი ხეხილი მწვანე კონუსის ფაზა 2 3
კოკრების გამოჩენის ფაზა 3
ყვავილობის დასაწყისი 3
მოსავლის აღების შემდეგ 5
კურკოვანი ხეხილი კოკრების გავარდისფერებისას

3-5

3
გვირგვინის ფურცლების დაცვენისას 5
ალუბალი ნაყოფების შეყვითლებისას 3 4
ნაყოფების წითლად შეფერვისას 3
მარწყვი

ყვავილობამდე გვირგვინის ფოთლების ცვენიდან 30დღიანი ინტერვალებით

5-10

1%

4
კივი

1. კვირტების დაბერვისას

2. ყვავილობის დროს

3. ყვავილობის შემდეგ

4. ნაყოფების გამონასკვის სტადია

(შესხურები უნდა განმეორდეს გამონასკვიდან 14დღიანი ინტერვალით)

3-5 4
ბოსტნეული გადარგვიდან 2-3 კვირის შემდეგ განმეორება 2-3კვირის ინტერვალით 3-5 4
ვენახი ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ 3-5 4
სანერგეები ნამყენის გადაჭრის შემდეგ 250-300 მლ. 1000 ლ წყალზე  
ჭარხალი აღმოცენების შემდეგ ჰერბიციდებთან ერთად 2-3 3
კარტოფილი აღმოცენების შემდეგ ჰერბიციდებთან ერთად 2-3 3
მარცვლეული შესხურება ფუნგიციდებთან ერთად 2-3 3

 

გამოყენების ინსტრუქცია

  1. შეივსოს ცისტერნა  ნაწილობრივ წყლით
  2. ჩაირთოს ამრევი
  3. დაემატოს ვუქსალ ამინო
  4. საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ვუქსალის სხვა პროდუქტის დამატება
  5. აუცილებლობის შემთხვევაში დაემატოს პესტიციდი
  6. შეივსოს ბაკი სრულად წყლით
  7. ხსნარის მომზადებისთანავე უნდა მოხდეს მისი გამოყენება

 

შესხურების ეფექტური პერიოდი

ფოთლოვანი შესხურების ეფექტურობის გაზრდისათვის შესხურება უნდა ჩატარდეს დილის საათებში,საღამოს ან ღრუბლიან ამინდში

 

შემატყობინე როდის იქნება

ვუქსალ ამინო