აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ფალკონი

პროდუქტის კოდი: 00000001065
142.89
აირჩიეთ:
1 ლ.
500 მლ.
10 მლ.
5 ლ.
50 მლ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ტებუკონაზოლი 167 გ/ლ, სპიროქსამინი 250 გ/ლ, ტრიადიმენოლი 43 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
ემულსიის კონცენტრატი
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

მაღალეფექტური ფუნგიციდი ვაზისა და მარცვლეული კულტურების უმთავრესი დაავადებების წინააღმდეგ

ფალკონი® წარმოადგენს ახალი თაობის ფუნგიციდს 3 მოქმედი ნივთიერებით, რაც გამორიცხავს დაავადების გამომწვევი სოკოს გამძლეობას (რეზისტენტობას).

ფალკონი® ეს ახალი სუპერფუნგიციდია, რომლის გამოყენება შეიძლება როგორც პროფილაქტიკური, ასევე კურაციული (სამკურნალო) წამლობებისას.

ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში წამლობებს შორის ინტერვალი შეადგენს 10-15 დღეს. არახელსაყრელი კლიმატური პირობების (მაღალი ტენიანობა, ძლიერი ნალექი და ა.შ.) შემთხვევაში აუცილებელია წამლობებს შორის ინტერვალის შემცირება.

თავსებადობა

ფალკონი®-ს შერევა შეიძლება ზრდის მრავალ რეგულატორთან, თხევად სასუქებთან, ინსექტიციდებთან, სხვა კონტაქტურ და სისტემურ ფუნგიციდებთან.

უპირატესობები

  • თავთავის ფუზარიოზის საწინააღმდეგო ერთადერთი ეფექტური ფუნგიციდი საქართველოში
  • შეიცავს სამ მოქმედ ნივთიერებას
  • გამოყენების ფართო დიაპაზონი
  • ერთსა და იმავე თესლბრუნვაში ყოველწლიური გამოყენების შესაძლებლობა
  • გააჩნია პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედება და კარგად გამოხატული "სტოპ-ეფექტი"
  • გამოყენების დაბალი ნორმა

დაცვის ხანგრძლივობა და მოქმედების სისწრაფე

ბიოლოგიური ეფექტი, როგორც წესი გრძელდება 2-4 კვირის განმავლობაში, დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე და დაინფიცირების სიძლიერეზე. პრეპარატი აღწევს მცენარეში დამუშავებიდან 2-4 საათში

გამოყენება

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) გამოყენების დრო, მეთოდი ლოდინის პერიოდი, დღე (დამუშავების ჯერადობა)
ხორბალი საშემოდგომო, საგაზაფხულო მურა ჟანგა, ღეროს ჟანგა, ყვითელი ჟანგა, სეპტორიოზი, ჰელმინთოსპორიოზი, ნაცარი, თავთავის ფუზარიოზი, მსხვრევადი (მყიფე) ღეროები 0.6

შესხირება ვეგეტაციის პერიოდში, თავთავის ფუზარიოზის წინააღმდეგ, დათავთავების დასასრული ყვავილობის დასაწყისი.

სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა 200-300 ლ/ჰა

40 (1-2)
ქერი საშემოდგომო, საგაზაფხულო მურა ჟანგა, ღეროს ჟანგა, ყვითელი ჟანგა, სეპტორიოზი, ჰელმინთოსპორიოზი, ნაცარი, თავთავის ფუზარიოზი, მსხვრევადი (მყიფე) ღეროები, ფოთლების მუქი-მურა ლაქიანობა, რინქოსპორიოზი
ჭვავი საშემოდგომო მურა ჟანგა, ღეროს ჟანგა, ყვითელი ჟანგა, სეპტორიოზი, ჰელმინთოსპორიოზი, ნაცარი, თავთავის ფუზარიოზი, მსხვრევადი (მყიფე) ღეროები 
ვაზი ნაცარი 0.4

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. ყვავილობამდე, მარცვლის ზომის ნაყოფი, ნაყოფები ბარდის (მწვანე) ზომის.

სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა 800-1000 ლ/ჰა

40 (4)
შაქრის ჭარხალი ცერკოსპოროზი, ნაცარი, ფომოზი 0.5-0.6

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, რიგების შეკვრის ფაზაში, შემდგომი დამუშავებები 14-16 დღის ინტერვალით.

სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა - 300 ლ/ჰა

21 (2)

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

ფალკონი