მაისტერ პაუერი
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

მაისტერ პაუერი

პროდუქტის კოდი: AD000003383
557.18
აირჩიეთ:
5 ლ.
0.5 ლ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 10.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ფორამსულფურონი 31,5 გ/ლ, იოდოსულფურონი 1,0 გ/ლ, თიენკარბაზონ-მეთილი 10 გ/ლ, ციპროსულფამიდი (ანტიდოტი) 15 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
ზეთოვანი დისპერსია
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

ახალი ხედვა, სარეველებისგან სიმინდის გრძელვადიანი დაცვისთვის

მაისტერ® პაუერი ახალი, აღმოცენების შემდგომი ფართო სპექტრის მოქმედების ჰერბიციდია, რომელიც ეფექტურია ერთწლიანი და მრავალწლიანი ფართოფოთლოვანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ, მათ შორის ისეთი სარეველების, როგორიცაა მინდვრის ხვართქლა და ჭანგა (სახეობები).

მაისტერ® პაუერი _ უნიკალური ჰერბიციდია, რომელშიც მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით ერთ ინოვაციურ ფორმულაციაში მოხდა, სამი, მაღალეფექტური მოქმედი ნივთიერების და ანტიდოტის გაერთიანება.

სარეველების ვეგეტაციურ მასაზე შესანიშნავი "წვის ეფექტის" უნარის გარდა, პრეპარატს გააჩნია ნიადაგიდან მოქმედების უნარიც (თიენკარბაზონ- მეთილი), რაც თავიდან გვაცილებს სარეველების აღმოცენებას კულტურის ვეგეტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.

მოქმედების სპექტრი

პროდუქტის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს აცეტოლაქტატსინთეტაზას ფერმენტის ბლოკირებაში, რაც აჩერებს ამინომჟავების წარმოქმნას და სარეველების ზრდის წერტილებში უჯრედების დაყოფას, რის წყალობითაც სარეველები მომენტალურად წყვეტენ ზრდას და კონკურენციას კულტურულ მცენარესთან.

გამოყენება

ჰერბიციდის გამოყენება რეკომენდებულია ახალგაზრდა, აქტიურად ვეგეტირებადი სარეველების წინააღმდეგ: ერთწლიანი, ფართოფოთლოვანი (2-6 ფოთოლი) სარეველები, მათ შორის თეთრი ნაცარქათამა _ არა უგვიანეს 8 ფოთლისა; ერთწლიანი, მარცვლოვანი სარეველები (1 ფოთლიდან ამონაყარის გაკეთების შუა ფაზამდე), მრავალწლოვანი, მარცვლოვანი სარეველები _ სიმაღლე 10-15 სმ, მათ შორის ღიჭას სახეობები ღეროს გაკეთების ფაზამდე; ხვართქლა (ყლორტების სიგრძე 15 სმ-მდე).

ოპტიმალური ჰერბიციდული ეფექტი მიიღწევა მაისტერ® პაუერი-ს გამოყენებისას სიმინდის 2-5 ფოთლის ფაზაში.

პრეპარატის გამოყენების დროის შერჩევის ძირითადი ფაქტორია სარეველების განვითრების ფაზა და სტრესული პირობების არ არსებობა. არსებობს მაისტერ® პაუერი-ს უსაფრთხო გამოყენების გამოცდილება სიმინდის 10 ფოთლის ფაზამდე, რომელიც შესაძლებელია პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ანტიდოტის _ იზოქსადიფენ-ეთილის არსებობით იყოს გამოწვეული, მაგრამ მაისტერ® პაუერი-ს სიმინდის 8 ფოთლის ფაზაში და უგვიანეს, სტრესული ან არახელსაყრელი ამინდის და კლიმატის პირობებში გამოყენებისას, შესაძლებელია ფიტოტოქსიკურობის განვითარება, ჰერბიციდის მოქმედი ნივთიერებისადმი კულტურის მეტაბოლიზმის უნარის შემცირების გამო. მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას, თუ მცენარეებზე არის ცვარი, ნისლის დროს, ან როცა სარეველები იმყოფებიან სტრესულ მდგომარეობაში გვალვის შედეგად, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ჰერბიციდის ეფექტურობის დაქვეითებამდე (განსაკუთრებით ისეთი სარეველების წინააღმდეგ, როგორიცაა, თეთრი ნაცარქათამა და ძურწას სახეობები).

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება +25°C-ზე მაღალი ჰაერის ტემპერატურის პირობებში.

არ დაუშვათ სარეველების ზედმეტად გადაზრდა, რომლებსაც გააჩნიათ დაბეწვიანების მაღალი ხარისხი და მძლავრი ცვილისებრი საფარი.

მაისტერ® პაუერი-ს გამოყენების წელიწადში დაშვებულია მხოლოდ სიმინდის ხელახალი დათესვა. მაისტერ® პაუერი-ს გამოყენების წელიწადს-შემოდგომას, შეიძლება დათესოთ მარტო საშემოდგომო მარცვლეული.

სხვადასხვა კლასის ჰერბიციდების თანმიმდევრული მრავალჯერადი გამოყენებისას, მაისტერ® პაუერი გამოყენებული უნდა იქნას, არაუგვიანეს რიგით მეორე.

კულტურა ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) გამოყენების ჯერადობა მავნე ობიექტი დამუშავების მეთოდი (დრო)
სიმინდი 1.25-1.5 1 ერთწლიანი და მრავალწლიანი ფართოფოთლოვანი და მარცვლოვანი სარეველები დამუშავება სიმინდის 3-7 ფოთლის ფაზაში

მაისტერ პაუერი არ საჭიროებს ზედაპირულად აქტიური ნივთიერების დამატებას!

სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა _ 200-300 ლ/ჰა

მაისტერ პაუერი

სელექციურობა

მაისტერ®პაუერი თავსებადია სიმინდის ყველა გავრცელებულ ჰიბრიდთან, პრეპარატის შემადგენლობაში ანტიდოტის არსებობის წყალობით. მაისტერ®პაუერი-თ დამუშავების შემდეგ ზოგიერთ ჰიბრიდზე შესაძლებელია შეინიშნოს ანტიციანური შეფერილობა, რომელიც თანდათან გაივლის და არ მოქმედებს მოსავლიანობაზე.

უპირატესობები

  • ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი სარეველების ფართო სპექტრის კონტროლი
  • ფართოფოთლოვანი სარეველების ძალიან ეფექტური კონტროლი (მწარა, ხვართქლა)
  • კულტურაზე შესანიშნავი სელექციურობა
  • სარეველებზე სწრაფი მოქმედების უნარი სხვა ამავე ჯგუფის ჰერბიციდებთან შედარებით, პრეპარატის ფორმულაციის თვისებების წყალობით
  • უსაფრთხოა სიმინდის ყველა გავრცელებული ჰიბრიდისთვის

შემატყობინე როდის იქნება

მაისტერ პაუერი