აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ზენკორ ლიქვიდი

პროდუქტის კოდი: CT000001972
169.30
აირჩიეთ:
1 ლ.
500 მლ.
100 მლ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
მეტრიბუზინი 600 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
სუსპენზიის კონცენტრატი
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

სელექციური სისტემური ჰერბიციდი, ერთწლიანი ფართოფოთლოვანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ, კარტოფილის, პომიდვრის და სტაფილოს ნათესებში

ზენკორ® ლიქვიდი გამოყენება უზრუნველყოფს ზენკორ® წხგრ-ს მსგავს და ზოგჯერ უკეთეს ეფექტს, გამოყენების ნორმების გაზრდის გარეშე. თხევადი ფორმულაცია ზრდის მოქმედი ნივთიერების აქტივობას, აუმჯობესებს სამუშაო ნაზავის ხარისხს და სტაბილურობას, ასევე ამცირებს ნალექის წარმოქმნის რისკს კომბინირებული გამოყენების დროს.

უპირატესობები

  • გამოყენების ფართო ფანჯარა: კულტურების აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდგომ
  • ეფექტურია სარეველების აღმოცენებამდე გამოყენებისას და აღმოცენების შემდგომ
  • ჰერბიციდული დაცვის ხანგრძლივი პერიოდი
  • ავზის ნაზავში საუკეთესო პარტნიორი
  • ახალი პრეპარატული ფორმა, რომელსაც: არ აქვს მტვერი, არ ბიდნავს ფილტრს, უფრო სწრაფად იხსნება წყალში, არ ქაფთება,სამუშაო ნაზავი არის მეტად სტაბილური

მოქმედების მექანიზმი

მეტრიბუზინი კარგად შეითვისება მცენარის ფესვების და წანაზარდების საშუალებით, ასევე, შესაძლებელია მისი შეთვისება ფოთლების საშუალებითაც. გადაადგილდება აკროპეტალურად (მცენარის ძირიდან წვეროსაკენ).  მოქმედების მექანიზმის პრინციპი არის, ელექტრონების გადაადგილების ინჰიბირებაში, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ფოტოსინთეზის პროცესში (ფოტოსისტემაIII).

გამოყენების სპექტრი

   ორლებნიანი სარეველების სახეობები: ჯიჯილაყასებრთა (განვითარების ადრეულლ ფაზებში ),  ღიღილოს თათაბოსებრთა, სამკურნალო შავთარას, ჩვეულებრივი თავცეცხლას, გვირილების, მწარას, დანდურის, მინდვრის ნარის, მინდვრის მდოგვის, ერწლიანი ღიჭას, ჟუნჟრუკის სახეობები და სხვ.

    ერთლებნიანი სარეველების სახეობები: მინდვრის მელაკუდას, შვრიუკას, თავნასკვას სახეობები, ბურჩხას, ულუმბოს, ძურწას, სახეობები და სხვ.

დამუშავების ჩატარების დრო, გამოყენების ჯერადობა, შესხურებების შორის ინტერვალი

    პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია აღმოცენებამდე (ჩითილების გადარგვამდე) ან შეთავსება გადარგვამდე და შემდგომ ვეგეტაციის დროს შესხურება (ორჯერადი გამოყენება), ასევე ერთჯერადი შესხურება უკვე ვეგტაციის დროს.

მიქმედების სისწრაფე

    ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ჰერბიციდული ეფექტი შესამჩნევია გამოყენებიდან 7-14 დღის შემდეგ.

დაცვის ეფექტის ხანგძლივობა

   ტემპერეტურის, ნიადაგის ტიპის და მისი ტენიანობის გათვალისწინებით, პრეპარატის ეფექტურობა მერყეობს 6-8 კვირის განმავლობაში.

 

გამოყენების თავისებურება

   ნიადაგის ზედაპირზე ან აღმოცენებული, ვეგეტაციაში მყოფ მცენარეებზე პირდაპირი შესხურება. (იხ. გამოყენების ცხრილი)

სელექციურობა (ფოტოტოქსიკურობა)

   პრეპარატი კარგად გადაიტანება კარტოფილის უმეტესი ჯიშების მიერ, თუმცა, შესაძლებელია მცირე ტოქსიკურობა ზოგიერთ ჯიშზე. ამ ცალკეული ჯიშების მეტრიბუზინის მიმართ გამძლეობის შესახებ ინფორმაციის გაცემა შეუძლიათ თესლის მწარმოებლებს.

 გავლენა მომდევნო კულტურებზე (თესლბრუნვის რეკომენდაციები)

  • ზენკორ® ლიქვიდი-ს გამოყენების შემდეგ გადათესვის შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ხახვის, ნიახურის, წიწაკის, კომბოსტოს, სალათის, ისპანახის, ჭარხლის, გოგრის, კიტრის, ნესვის, თამბაქოს და რაფსის დათესვა
  • მომდევნო წელს არ არის რეკომენდირებული ხახვის და ჭარხლის დათესვა, ამ კულტურებისათვის საფრთხე იზრდება თუ ნიადაგის რეაქცია ტუტეა (pH>7.5) და ჰუმუსი 2%-ზე ნაკლებია.

გამოყენება

კულტურა

ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)

გამოყენების დროს და მეთოდი

ლოდინის პერიოდი (დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა)

კარტოფილი

0.8-1.6

ნიადაგის ზედაპირზე შესხურება კულტურის აღმოცენებამდე

სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა - 200-300 ლ/ჰა

60 (1)

0.6-1.2

ნიადაგზე შესხურება კულტურის აღმოცენებამდე და შემდგომ ვეგეტაციისას, მწვანე მასის სიმაღლე 5-10 სმ

სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა 200-300 ლ/ჰა

60 (2)

0.8-0.9

შესხურება კულტურის მწვანე მასის 5-10 სმ სიმაღლისას

სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა 200-300 ლ/ჰა

60 (1)

პომიდორი (დათესილი)

0.8

ნათესებზე შესხურება, კულტურის 2-4 ფოთლის ფაზაში

სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა - 200-300 ლ/ჰა

0.3-0.5

ნათესებზე შესხურება თანდმიმდევრულად კულტურის 1-2 და განმეორებით 3-5 ფოთლის ფაზაში

სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა 200-300 ლ/ჰა

პომიდორი (ჩითილებით)

0.8-1.4

ჩითილების გადარგვამდე ან გადაგვიდან 15-20 დღის შემდგომ

სოიო

0.6-1.0

ნიადაგზე შესხურება კულტურის აღმოცენებამდე

სამუშაო ნაზავსი ხარჯვის ნორმა - 200-300 ლ/ჰა

პომიდორი ჩითილებით და კარტოფილი

10-12 მლ. 3ლ წყალში (საკარმიდამო ნაკვეთებში)

სარეველებზე შესხურება გადარგვიდან 15-20 დღის განმავლობაში. ნიადაგზე შესხურება კულტურის აღმოცენებამდე.

სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა 3ლ/100მ2

 

პრეპარატის სათბურში გამოყენება დაუშვებელია!

არ გამოიყენოთ მსუბუქ ნიადაგებზე (2%-ზე ნაკლები ჰუმუსის შემცველობით)! რეკომენდებულია გამოიყენოთ რომელიმე სხვა რეგისტრირებული ნიადაგიდან მოქმედი პრეპარატი.

 

შემატყობინე როდის იქნება

ზენკორ ლიქვიდი