აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

DJI Mavic 3M მულტისპექტრული დრონი

პროდუქტის კოდი: 00-00018400
14799.00
აირჩიეთ:
DJI Mavic 3M
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
DJI
ქვეყანა
ჩინეთი

პროდუქტის აღწერა

მულტისპექტრული დრონი DJI Mavic 3M

დაინახე მეტი, იმუშავე ჭკვიანურად

 

ეფექტიანი სედეგებისთვის უნდა დაინახოთ ის, რისი დანახვაც რთულია. ამიტომ MAVIC 3M აღჭურვილია 2 განსხვავებული კამერით, RGB და მულტისპექტრული კამრების საშუალებით შეგიძლიათ დაასკანეროთ და მაქსიმალური სიზუსტით გაანალიზოთ მცენარეთა ზრდა. აგრო-წარმოების მართვისას საჭიროა სიზუსტე და მონაცემები, MAVIC 3M ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებს.

 

Mavic 3M მულტისპექტრული დრონი

 

  • კომპაქტური და პორტატული - იკეცება მარტივად შენახვისთვის
  • მულტისპექტრული კამერა - 4 × 5MP G/R/RE/NIR
  • RGB კამერა - 20 MP 4/3 CMOS, მექანიკური ჩამკეტით
  • უსაფრთხო და სტაბილური - მრავალმიმართულებიანი წინააღმდეგობებისგან თავდაცვა, 15 კმ მანძილზე მართვა
  • ზუსტი პოზიციონირება - სანტიმეტრის სიზუსტით პოზიციონირება RTK მოდულის მეშვეობით, ინფორმაციის გაცვლა მიკროწამების სიჩქარით
  • ეფექტური ავია სკანირება - ერთ აფრენაზე 200 ჰექტრამდე

 

მულტისპექტრული + RGB დასურათების სისტემა

განახლებული დასურათების სისტემა, ერთი 20MP RGB კამერითა და ოთხი 5MP მულტისპექტრული კამერებით (მწვანე, წითელი, ზღვრული წითელი, და ახლო ინფრაწითელი), შესაძლებელს ხდის მაღალი სიზუსტის მონაცემედების შეგროვებას, მცენარეთა ზრდის დაკვირვებას და ბუნებრივი რესურსების კვლევას.

 

5 MP მულტისპექტრული კამერები

  • ახლო ინფრაწითელი (NIR) - 860 nm ± 26 nm
  • წითელი (R) - 650 nm ± 26 nm
  • ზღვრული წითელი (RE) - 730 nm ± 16 nm
  • მწვანე (G) - 860 nm ± 26 nm

 

RGB კამერის მონაცემები

  • 4/3 CMOS - 20 მეგაპიქსელიანი სენსორი
  • 1/2000 წმ - უსწრაფესი მექანიკური ჩამკეტის სიჩქარე
  • 0.7 წმ - მაღალი სიჩქარით გადაღება RGB კამერის გამოყენებისას

 

მზის სინათლის სენსორი

ჩაშენებული მზის სინათლის სენსორი აფიქსირებს მზის ირადიაციას და იწერს სურათის მონაცემებთან ერთად, რის საშუალებითაც სურათის 2D რეკონსტურქციისას ხდება სინათლის კომპენსირება. შედეგად ვიღებთ უფრო ზუსტ NDVI შედეგებს, გაუმჯობესებულ სიზუსტეს და დროთა განმავლობაში მონაცემების მუდმივობას. (NDVI - მცენარეთა ვეგეტაციის ნორმალიზებული ფარდობითი ინდექსი)

 

Mavic 3M კამერები

 

RTK მოდული - სიზუსტე რომელიც დაფიქსირებულია თითოეულ პიქსელში

MAVIC 3M აღჭურვულია RTK მოდულით, რაც სანტიმეტრის დონეზე სიზუსტის საშუალებას იძლევა. ფრენის კონტროლი, კამერები და RTK მოდული სინქრონულად იზრუნვეყოფენ ლოკაცისა და მოძრაობის სიზუსტეს მიკროწამების დონეზე, რათა მიიღოთ სრულყოფილი სურათი. ეს ხდის MAVIC 3M საუკეთესო სკანერ დრონად, რომელსაც შეუძლია ნიადაგზე განთავსებული საკონტროლო წერტილების გარეშე იმუშაოს.

 

DJI Mavic 3 M მულტსპექტრული

 

ეფექტური და სანდო ენერგიის მოხმარება

ელემენტები ულტრახანგრძლივი მუშაობა, სწრაფი დატენვა

  • ფრენის დრო: 43 წუთი
  • ერთი აფრენისას სკანირების ფართობი: 200 ჰა

 

Mavic 3M წარმადობა

 

სტაბილური კავშირი და გამოსახულების გადაცემა

O3 გადაცემა აერთიანებს 2 გადამცემ და 4 მიმღებს სიგნალს, რომელიც მუშაობს 15 კმ-მდე მანძილზე მუშაობს.

 

Mavic 3M გადაცემის მანძილი

 

მრავალმიმართულებიანი წინააღდეგობების თავდან არიდების და რელიეფის მიმდევარი სისტემა

დრონი აღჭურვილია რამდენიმე ფართოკუთხოვანი ხედვის კამერით, რომლებიც მაღალი სიზუსტით აფიქსირებენ წინააღდეგობებს ყველა მიმართულებით. რელიეფის მიმდევარი სისტემა საქმეს ამარტივებს, როცა დრონის გამოყენება ქანობიან ზედაპირზე გვიწევს.

 

Mavic 3M რელიეფის მიმდევრობა

 

ბაღის რუკის შედგენა

MAVIC 3M საშუალება გვაძლევს შევადგინოთ ჩვენი ხეხილის ბაღის რუკა, ქანობიან ზედაპირზეც კი. DJI Terra ან DJI SmartFarm პლატფორმის გამოყენებით რეკონსტრურირდება ბაღის მაღალი გარჩევადობის რუკა, ავტომატურად იდენტიფიციდება ხეების რაოდენობა, მარტივად გაიმიჯნება ერთმანეთისგან ხეები და სხვა ობიექტები და შეიქმნება სამ განზომილებიანი რუკა, იმისთვის, რომ აგრო-დრონმა გაცილებით მარგივად და ეფექტურად შეასრულოს ოპერაცია.

 

Mavic 3M orchard Mapping

 

ზუსტი მონაცემები ცვლადი შეტანის დოზებისთვის

 

MAVIC 3M-ის საშუალებით მიიღებთ მულტისპექტრულ სურათებს, რომელიც DJI SmartFarm პლატფორმის საშუალებით გარდაიქმნება NDVI, ანუ მცენარეთა ვეგეტაციის ნორმალიზებული ფარდობითი ინდექსის და სხვა მცენარეთა მაჩვენებლების რუკად, რის გამოყენებითაც ისეთი დრონებით როგორებიცაა DJI Agras სერიის აგრო-დრონები, T10 და T30 შესაძლებელი იქნება ცვლადი შეტანის დოზებით შეიტანოთ ფოთლოვანი სასუქები ან ჩაატაროთ საჭირო სხვა ოპერაცია. რაც ავტომატურად ამცირებს თქვენს დანახარჯებს, ზრდის მოსავლიანობას და იცავს გარემოს.

 

Mavic 3M სკანირება

 

ჭკვიანი ნაკვეთის მონიტორინგი

MAVIC 3M-ს შეუძლია გააკეთოს თქვენი ნაკვეთის ავტომატური მონიტორინგი. სურათები რეალურ დროში იტვირთება DJI SmartFarm პლატფორმაზე 4G ინტერნეტის გამოყენებით. მონიტორიგნისას ფიქსირდება ნაკვეთში აღმოჩენილი პრობლემები, როგორებიცაა დეფიციტები, სარეველების სიმრავლე, მცენარეთა ჩაწოლა და ა.შ. პლატფორმა ასევე გვთავაზობს ანალიზს, აკონტროლებს მცენარეთა ზრდის სტადიებს და გვთავაზობს ჩასატარეელ აგრო-ტექნიკურ ღონისძიებებს. 

 

Mavic 3M Scouting