დამცავი ბადე ვაზის კულტურისთვის - Agrosphere
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900

დამცავი ბადე ვაზის კულტურისთვის

40000.00 - 50000.00

გააზიარე პროდუქტი

მომხმარებლის ინფორმაცია

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
WHAILEX
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

ვაზის ახვევის სამუშაოების თავიდან აცილება

 

თუ ვენახში დამცავი ბადე გახსნილ პოზიციაში იქნება ადრეული სტადიებიდან, ყლორტები თავად აეხვევიან მავთულებს. ერთერთი ყველაზე შრომატევადი სამუშაო, რაც ვაზის ახვევაა, შეგიძლიათ თითქმის სრულად აიცილოთ თავიდან.

შედეგები შესანიშნავია. სამუშაო რესურსები რაც ვაზის ასახვევად გახლდათ საჭირო მინიმუმამდე დადის, რაც დიდი უპირატესობაა.

 

 

სეტყვისგან დაცვა

PRO INNO II პროგრამის ფარგლებში, ფრაიბურგის სახელმწიფო მევენახეობის ინსტიტუტმა(WBI), გერმანიის ფედერალური ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სამინისტროს და ვაზისა და ტექნოლოგიების კომიტეტის (ATW) თადანაფინანსებით, ჩაატარა კვლევა Whailex-ის დამცავი ბადეების სეტყვისგან დაცვის ეფექტურობაზე, სხვადასხვა ყურძნის ჯიშებზე და ბევრ განსხვავებულ ლოკაციაზე.

როგორც შედეგებმა აჩვენა, Whailex-ის დამცავ ბადეებს ჰქონდათ შესანიშნავი შედეგები სეტყვის წინააღმდეგ.ქვემოთ, ფოტოზე ხედავთ სეტყვის მიერ განადგურებულ ვაზის რიგს და Whailex-ის დამცავის ბადის მიერ გადარჩენილ ვაზს. (ფოტოს გადაღების თარიღი: 26 მაისი, 2009 წ.)

როგორც ხედავთ, Whailex-ის დამცავი ბადეები შესანიშნავად უმკლავდება ძლიერ სეტყვას და აჩვენებს სანდო შედეგებს, თქვენი ძვირფასი ვენახის დასაცავად.

 

 

ფრინველებისგან დაცვა

Whailex-ის დამცავი ბადეები ძალინ ეფექტურია ყურძნის ფრინველებისგან დასაცავად. კვლევები აჩვენებს, რომ Whailex-ის ბადეები გაცილებით უკეთეს შედეგებს აჩვენებს, ხმოვან დამაფრთხობლებთან შედარებით.

 

 

კრაზანებისგან დაცვა

Whailex-ის ბადეების, ისევე შესანიშნავად იცავს ვაზს კრაზანებისგან, როგორც ფრინველებისგან. რაც საშუალებას გაძლევთ რთველი ჩაატაროთ ვაზის სიმწიფის ოპტიმალურ პირობებში, რაც თავისთავად საბოლოოდ ღვინის ხარისხში აისახება.

 

 

დამცავი პოზიცია

ბადის დამცავ პოზიციაში მოყვანა ძალიან მარტივია, სპეციალური ექვსკუთხა მილის საშუალებით, რომელიც 100 მეტრამდე სიგრძისაა, სულ რამდენიმე წამში შეგიძლიათ გაშალოთ ბადე მთელი რიგის გასწვრივ.

 

 

ვიზუალი

სხვა დამცავ ბადეებთან შედარებით, Whailex-ის დამცავი ბადე ვიზუალურად ნაკლებად შესამჩევია, ამიტომ კარგად ინტეგრირდება ლანდშაფტში.

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

დამცავი ბადე ვაზის კულტურისთვის