ვუქსალ ამინო - Agrosphere
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ვუქსალ ამინო

პროდუქტის კოდი: 00000000155
42.21
აირჩიეთ:
1 ლ.
500 მლ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
Aglukon
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

თხევადი ორგანული ბიოსტიმულატორი, პეპტიდებით და ამინომჟავებით - ვუქსალ ამინო

 

თხევადი ორგანული ბიოსტიმულატორი, ხელს უწყობს მცენარის სტრესული სიტუაციიდან გამოსვლას და პესტიციდების ეფექტურობის განმტკიცებას

 

შემცველობა

პროცენტული შემცველობა (%) ნივთიერება გ/ლ
9.0 აზოტი (N) 113
60.8 ამინომჟავები 766

ყველა ნივთიერება წყალში ხსნადია.

ორგანული აზოტი მიღებულია ნატურალური პეპტიდებისაგან და თავისუფალი ამინომჟავებისაგან

 

ვუქსალ ამინოს ძირითადი უპირატესობები

  • ეფექტურია მცენარეთა გასაძლიერებლად
  • ძირეულად ორგანული თხევადი ფორმულაცია
  • 100%-ით ნატურალური პროდუქტი
  • წარმოებულია რეგენერაციული ნედლი მასალებისაგან
  • ამინომჟავებისა და პოლიპეპტიდების განსაკუთრებით მაღალი პროცენტულობა
  • სრულიად უსაფრთხო ტოქსიკოლოგიური თვალსაზრისით
  • მოსახერხებელია შესანახად
  • ააქტიურებს ფერმენტთა  მეტაბოლიზმს
  • ზრდის მცენარეთა მოსავლიანობას და ხარისხს  განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციებში
  • აუმჯობესებს ნაყოფების  განლაგებას,ზომების გადანაწილებას და ფერს ძირითად კულტურებში
  • მიკროელემენტების კომპლექსური შემცველობა
  • ძლიერი მიმწებებლობის უნარი
  • ააქტიურებს პესტიციდების მოქმედებას  და მცენარის ზრდის რეგულატორებს

განმარტებები

ვუქსალ ამინო არის თხევადი ორგანული ბიოსტიმულატორი,რომელიც ხელს უწყობს მცენარის გამოსვლას სტრესიდან. ვუქსალ ამინო არის ორგანული ბიოსტიმულატორი და შეიცავს 9,2% ორგანულად შექმნილ აზოტს,რომელიც სრულად მისაწვდომია მცენარეებისათვის.ვუქსალ ამინო შეიცავს ამინომჟავებს(648გრ/ლ) და პოლიპეპტიდებს.

განსაკუთრებით მაღალი მიმწებებლობის და ზედაპირზე აქტივობის უნარის წყალობით ვუქსალ ამინოს შეუძლია გაზარდოს და გახადოს უფრო სტაბილური პესტიციდების ეფექტურობა

ვუქსალ ამინო ძირითადად შეიცავს ფროლინს,ალანინს,გლიცინს და ტრეონინს.დამატებით ვუქსალ ამინო შეიცავს სხვადასხვა ამინომჟავებს.ვუქსალ ამინოს გამოყენება უნდა ხდებოდეს უპირატესად ფოთლოვანი გამოკვებისათვის,მაგრამ მისი მოხმარება შესაძლებელია  ჩვეულებრივი განოყიერების მიზნითაც

 

თავსებადობა, სამუშაო ხსნარის მომზადება

მიუხედავად იმისა,რომ ვუქსალ ამინო არის თავსებადი ხშირად გამოყენებადი პესტიციდების უმრავლესობასთან,მაინც რეკომენდებულია ტესტი თავსებადობაზე მაშინ,როდესაც პირველად ხდება შერევა.არ შეიძლება მისი შერევა სპილენძის პროდუქტებთან.შესაწამლი ავზის გავსებამდე საჭიროა გათვალისწინებულ იქნას შემდეგი საკითხები

 

გამოყენების რეგლამენტი და დოზირება

კულტურა გამოყენების ვადები ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა ან კონცენტრაცია) გამოყენების მაქსიმალური ჯერადობა
თესლოვანი ხეხილი მწვანე კონუსის ფაზა 2 3
კოკრების გამოჩენის ფაზა 3
ყვავილობის დასაწყისი 3
მოსავლის აღების შემდეგ 5
კურკოვანი ხეხილი კოკრების გავარდისფერებისას

3-5

3
გვირგვინის ფურცლების დაცვენისას 5
ალუბალი ნაყოფების შეყვითლებისას 3 4
ნაყოფების წითლად შეფერვისას 3
მარწყვი

ყვავილობამდე გვირგვინის ფოთლების ცვენიდან 30დღიანი ინტერვალებით

5-10

1%

4
კივი

1. კვირტების დაბერვისას

2. ყვავილობის დროს

3. ყვავილობის შემდეგ

4. ნაყოფების გამონასკვის სტადია

(შესხურები უნდა განმეორდეს გამონასკვიდან 14დღიანი ინტერვალით)

3-5 4
ბოსტნეული გადარგვიდან 2-3 კვირის შემდეგ განმეორება 2-3კვირის ინტერვალით 3-5 4
ვენახი ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ 3-5 4
სანერგეები ნამყენის გადაჭრის შემდეგ 250-300 მლ. 1000 ლ წყალზე  
ჭარხალი აღმოცენების შემდეგ ჰერბიციდებთან ერთად 2-3 3
კარტოფილი აღმოცენების შემდეგ ჰერბიციდებთან ერთად 2-3 3
მარცვლეული შესხურება ფუნგიციდებთან ერთად 2-3 3

 

გამოყენების ინსტრუქცია

  1. ნაწილობრივ შეივსოს შემასხურებელის ავზი წყლით
  2. ჩაირთოს ამრევი
  3. დაემატოს ვუქსალ ამინო
  4. საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ვუქსალის სხვა პროდუქტის დამატება
  5. აუცილებლობის შემთხვევაში დაემატოს პესტიციდი
  6. შეივსოს ბაკი სრულად წყლით
  7. ხსნარის მომზადებისთანავე უნდა მოხდეს მისი გამოყენება

 

შესხურების ეფექტური პერიოდი

ფოთლოვანი შესხურების ეფექტურობის გაზრდისათვის შესხურება უნდა ჩატარდეს დილის საათებში,საღამოს ან ღრუბლიან ამინდში

 

ბიო სერტიფიცირებულია

 

სერტიფიცირებულია ორგანულ მეურნეობებში გამოსაყენებლად - იხ. ბიო-სერტიფიკატი

შემატყობინე როდის იქნება

ვუქსალ ამინო