ვუქსალ მაკრომიქსი - Agrosphere
ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში! დახმარებისთვის გთხოვთ მოგვწეროთ support@agrosphere.ge-ზე ან დაგვირეკოთ ნომერზე 0322 500 900
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900

ვუქსალ მაკრომიქსი

პროდუქტის კოდი: 00000000158
30.59 32.20 -5%

გააზიარე პროდუქტი

მომხმარებლის ინფორმაცია

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
Aglukon
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

ვუქსალ მაკრომიქსი-მაღალკონცენტრირებული სასუქი სუსპენზიის ფორმით განკუთვნილია ფოთლოვანი კვებისათვის, შეიცავს აზოტს, ფოსფორს, კალიუმს და სხვა ელემენტებს, მცენარისათვის ადვილად ათვისებადი ფორმით.

შემადგენლობა

ნივთიერება შემცველობა (%)
N (აზოტი) 16
P2O5 (ფოსფორი) 16
K2O (კალიუმი) 12
B (ბორი) 0.02
Cu (სპილენძი)* 0.05
Fe (რკინა)* 0.1
Mn (მანგანუმი)* 0.05
Mo (მოლიბდენი) 0.001
Zn (თუთია)* 0.01

*Cu,Fe,Mn,Zn ხელატური ფორმთ EDTA

ვუქსალ მაკრომიქსი - კარგად ბალანსირებული კონცენტრირებული სუსპენზია, განკუთვნილი ფესვგარეშე გამოკვებისათვის. ვუქსალ მაკრომიქსი გამოიყენება მცენარისათვის სტრესულ სიტუაციაში. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა სიმინდისათვის მისი ვეგეტაციის ადრეულ სტადიებზე.

სამუშაო ხსნარის მომზადება

სამუშაო ხსნარის დამზადებისას, საჭიროა დაცულ იქნას შემდეგი წესები:

  1. რეზერვუარი ნაწილობრივ შეივსოს წყლით
  2. ჩაირთოს ამრევი
  3. დაემატოს ვუქსალ მაკრომიქსი
  4. საჭიროების შემთხვევაში დაემატოს მცენარეთა დაცვის საშუალებაც, გამოყენების ინსტრუქციის წესების დაცვით
  5. შეივსოს რეზერვუარი წყლით ბოლომდე
  6. საჭიროა სამუშაო ხსნარის დამზადებისთანავე მოხდეს მისი გამოყენება

ვუქსალ მაკრომიქსის შეტანა ხდება შესხურებით.პრეპარატის ეფექტურობის ამაღლების მიზნით,საჭიროა შესხურება ჩატარდეს დილით ან საღამოს საათებში.

თავსებადობა

ვუქსალ მაკრომიქსის შერევა შესაძლებელია მცენარეთა დაცვის საშუალებებთან. თავდაპირველად სასურველია მცირე რაოდენობების შერევის გზით ტესტის ჩაბარება თავსებადობაზე. ვუქსალ მაკრომიქსის შერევა არ შეიძლება შემდეგ პრეპარატებთან: მინერალებთან, თუთიის სულფატთან, მანგანუმის სულფატთან და სხვა პრეპარატებთან, რომლებიც რეაგირებენ ტუტეზე.

გამოყენება

კულტურა ხარჯვის ნორმა შესხურების პერიოდი გამოყენების მაქსიმალური ჯერადობა
სიმინდი 2-5 შესხურება 4-11ფოთლის სტადიაზე 4
კარტოფილი 3-5 შესხურება ტუბერების ფორმირების პერიოდში 3
შაქრის ჭარხალი 3-5 შესხურება რიგების გადაფარვისას 2
ბოსტნეული 4-5 შესხურება ორი კვირის შემდეგ ჩითილების გადარგვიდან 2

 

შემატყობინე როდის იქნება

ვუქსალ მაკრომიქსი