იარამილა NPK 9-12-25 - Agrosphere
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900

იარამილა NPK 9-12-25

პროდუქტის კოდი: 00-00013152
2727.65 3209.00 -15%
აირჩიეთ:
600 კგ.
40 კგ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️

ადგილზე მიტანის მომსახურება:

0 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

პროდუქტის შესაძენად გთხოვთ ეწვიოთ ფილიალს

გააზიარე პროდუქტი

მომხმარებლის ინფორმაცია

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის აღწერა

გრანულირებული მინერალური სასუქი - YaraMila NPK 9-12-25

 

YaraMila™ NPK 9-12-25 კომპ­ლე­ქ­­სური გრანულირებული NPK სასუქია, რომე­ლიც ძირითადად  გამოიყენება ნიადაგში შესატა­ნად და სხვა­დასხვა კულ­ტურების გამოკვებისთვის. სასუქის თითოეუ­ლი გრანულა შეი­ცავს მცენარისთვის აუცილებელ მაკრო და მიკროე­ლემე­ნტებს სწო­რი თანაფარდობით და მცენა­რე­თათვის მისაღები ფორ­მით. ფოსფორი, რო­მელსაც შეი­ცავს YaraMila™ 9-12-25 წყალში სრუ­ლად ხსნა­დია. სასუქი შეიცავს აზოტს ნიტრატული და ამონიუმის ფორმით.

 

YaraMila™  9-12-25 -ის გრანულე­ბი გან­­სა­­კუ­თ­რე­ბით მდგრადია და სხვა სასუქებ­თან შედა­რე­­ბით შენახვის ან ნიადაგში შეტა­ნის დროს,  ნა­კ­ლებად ექვემდება­რე­ბა დეგრა­და­ციას და მტვერის წარმოქმნას. გარდა მდგრადობისა, ყველა გრანულა თანაბარი ზომისაა, რაც ხელს უწყობს ნიადაგში მათ ზუსტ და აკურატულ შეტანას. ეს ამცირებს სასუქის დანაკარგებს და ზრდის მოსავლიანობას. სასუქი განკუთვნილია მარ­ცვლოვანი და ტექნიკური კულტურებისთვის.

 

პროდუქტის უპირატესობები და თვისებები

  • შეი­ცავს აზოტს, როგორც მყისიერად ხელ­მი­საწვდომი ნიტრატული, ასევე ნელა ათვისებადი ამონიუმის ფორმით. სასუქი კვებავს კულტურას მისი განვითარების ადრეულ და შუა სტა­დიებზე.
  • შეიცავს ფოსფორს ხელმისაწვდომი ფორმით, რაც ხელს უწყობს ფესვების აქტიურ ზრდას და უზრუნველყოფს ახალგაზრდა მცენარეების კარგ საწყის ზრდას.
  • ნიადაგში შეტანისას უზრუნველყოფს მაგნიუმის სტაბილურ ათვისებას მცენარის მოთ­ხოვ­ნი­ლებების დასაკმაყოფილებლად.
  • გოგირდი ერთ – ერთი მთავარი ელემენტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მცე­ნარეში ყველა პროცესის ოპტიმალურად უზრუნველყოფისთვის. გოგირდის დეფიციტი იწვევს აზოტის არაეფექტურ გამოყენებას.
  • ხასიათდება საკვები ნივთიერებების სწრაფი გამოთავისუფლებით და ათვისებით.
  • მარტივად გამოსაყენებელი.
  • არ წარმოქმნის მტვერს.

 

ნივთიერება პროცენტული შემადგენლობა (%)
N (აზოტი) N (აზოტი სულ) 9
NH4 - ამონიაკური ფორმა 2.6
NO3 - ნიტრატული ფორმა 6.4
P2O5 - ფოსფორის პენტოქსიდი 12
K2O - კალიუმის ოქსიდი 25
MgO - მაგნიუმის ოქსიდი 2
S - გოგირდი 2.6
SO3 - გოგირდის ტრიოქსიდი 6.5
B - ბორი 0.02

 

შემატყობინე როდის იქნება

იარამილა NPK 9-12-25