იარამილა NPK 7-20-28
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

იარამილა NPK 7-20-28

პროდუქტის კოდი: AD000000182
აირჩიეთ:
600 კგ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 0 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

პროდუქტის შესაძენად გთხოვთ ეწვიოთ ფილიალს

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
Yara
ქვეყანა
ფინეთი

პროდუქტის აღწერა

სასუქი იარამილა NPK 7-20-28

 

YaraMila NPK 7-20-28 კომპ­ლე­ქ­­სური გრანულირებული NPK სასუქია, რომე­ლიც გამოიყენება ნიადაგში საბაზისო, ძირითად სასუქად შესატანად და სხვა­დასხვა კულ­ტურების გამოსაკვებისთვის.

სა­სუ­ქის თითოეუ­ლი გრანუ­ლა შეი­ცავს მცენარისთვის აუცი­ლე­ბელ მაკრო და მიკ­როე­ლემე­ნტებს სწო­რი თანა­ფა­რ­დობით და მცენა­­რე­თა­თვის მისაღები ფორ­მით. ფოსფორი, რო­მელსაც შეი­ცავს Yara Mila™ NPK 7-20-28, წყალში სრუ­ლად ხსნადია. სასუქი დაბალანსებულად შეიცავს აზოტს ნიტრატული და ამონიუმის ფორმით.

YaraMila™ NPK 7-20-28 -ის გრანულე­ბი გან­­სა­­კუ­თ­რე­ბით მდგრადია და სხვა სასუქებ­თან შედა­რე­­ბით შენახვის ან ნიადაგში შეტა­ნის დროს,  ნა­კ­ლებად ექვემდება­რე­ბა დეგრა­და­ციას და მტვერის წარმოქმნას. გარდა მდგრადობისა, ყველა გრანულა თანაბარი ზომისაა, რაც ხელს უწყობს ნიადაგში მათ ზუსტ და მოწესრიგებულ შეტანას. ეს ამცირებს სასუქის დანაკარგებს და ზრდის მოსავლიანობას.

YaraMila™ NPK 7-20-28 ძირითადი (საბაზისო) სასუქის სახით გამოიყენება შემოდგომაზე და გაზა­ფ­ხუ­ლზე ნიადაგის ხვნის პერიოდში. შესაძლებელია სასუქის გამოყენება დამატებით საკვებად რიგთაშორისი კულტივირების დროს. სასუქი განკუთვნილია მარცვლოვანი და ტექ­ნი­კუ­რი კულტუ­რე­ბისთვის, ასევე მრავალწლიანი მცენარეებისთვის.

 

პროდუქტის უპირატესობები და თვისებები

  • შეი­ცავს აზოტს, როგორც მყისიერად ხელ­მი­საწვდომი ნიტრატული, ასევე ნელა ათვისებადი ამონიუმის ფორმით. სასუქი სრულად კვებავს კულტურას მისი განვითარების ადრეულ და შუა სტა­დიებზე.
  • შეიცავს ფოსფორს ხელმისაწვდომი ფორმით, რაც ხელს უწყობს ფესვების აქტიურ ზრდას და უზრუნველყოფს ახალგაზრდა მცენარეების კარგ საწყის ზრდას.
  • ნიადაგში შეტანისას უზრუნველყოფს მაგნიუმის სტაბილურ ათვისებას მცენარის მოთხო­ვ­ნი­­ლებების დასაკმაყოფილებლად.
  • გოგირდი ერთ – ერთი მთავარი ელემენტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მცე­ნარეში ყველა პროცესის ოპტიმალურად უზრუნველყოფისთვის. გოგირდის დეფიციტი იწვევს აზოტის არაეფექტურ გამოყენებას.
  • ხასიათდება საკვები ნივთიერებების სწრაფი გამოთავისუფლებით და ათვისებით.
  • მარტივად გამოსაყენებელი.
  • არ წარმოქმნის მტვერს

ელემენტების შემადგენლობა

საერთო აზოტი

(N)

7%

ნიტრატული ფორმით

(N-NO3)

0.9%

ამონიუმის ფორმით

(N-NH4)

6.1%

ფოსფორი

(P2O5)

20%

კალიუმი

(K2O)

28%

მაგნიუმი

 

(MgO)

2%

(Mg)

1.2%

გოგირდი

 

(SO3)

7.5%

(S)

3%

ბორი

(B)

0.02%

რკინა

(Fe)

0.1%

მანგანუმი

(Mn)

0.03%

თუთია

(Zn)

0,02%

 

გამოყენების რეგლამენტი

კულტურა

ხარჯვის ნო­რმა კგ/ჰა

გამოყენების პერიოდი

სხვა ინფორმაცია

საშემოდგომო

მარცვლოვნები

200 – 400

თესვის დროს ან თესვის წინ შე­მო­დგომაზე

აზოტის დამატება გაზაფხულზე

საშემოდგომო რაფსი

250 -  500

თესვის დროს ან თესვის წინ შე­მო­დგომაზე

აზოტის დამატება გაზაფხულზე

საგაზაფხულო

მა­რ­­­ცვ­ლოვნები და

სა­­გაზაფ­ხუ­­ლო რაფ­სი

200 – 450

თესვის დროს ან თესვის წინ გაზაფხულზე

აზოტის დამატება მოგვიანებით სე­ზო­­ნის განმავლობაში

მზისუმზირა

200 – 450

თესვის დროს ან თესვის წინ გაზაფხულზე

აზოტის დამატება მოგვიანებით სე­ზო­­ნის განმავლობაში

სიმინდი

200 – 500

თესვის დროს ან თესვის წინ გაზაფხულზე

აზოტის დამატება მოგვიანებით სე­ზო­­ნის განმავლობაში

ვაზი

200 – 500

შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე ინტერვალში

აზოტით გამოკვება გაზაფხულზე, საჭიროების მიხედვით

ხეხილი

300 - 600

შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე ინტერვალში

აზოტით გამოკვება გაზაფხულზე, საჭიროების მიხედვით

ბოსტნეული

300 - 600

შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე ინტერვალში, ან თესვის წინ

აზოტით გამოკვება გაზაფხულზე, საჭიროების მიხედვით

 

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

იარამილა NPK 7-20-28