ინფინიტო
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ინფინიტო

პროდუქტის კოდი: 00000000095
505.98
აირჩიეთ:
5 ლ
1 ლ
0.5 ლ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 10.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ფლუოპიკოლიდი 62,5 გ/ლ, პროპამოკარბჰიდროქლორიდი 625გ/ლ
პრეპარატული ფორმა
სუსპენზიის კონცენტრატი
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

ინოვაციური ფუნგიციდი, სრული სისტემური მოქმედება კარტოფილისა და ბოსტნეული კულტურების დასაცავად

ინფინიტო® სისტემური მოქმედების ფუნგიციდია, მისი მოქმედი ნივთიერება მიეკუთვნება ახალ ქიმიურ კლასს და გამოირჩევა მოქმედების უნიკალური მექანიზმით ოომიცეტების კლასის სოკოების წინააღმდეგ. იგი ანადგურებს უჯრედის ქიტინოვან გარსს და კედელს. ასეთი თვისება ინფინიტო®-ს გარდა არ ახასიათებს არც ერთ ფუნგიციდს. ფლუოპიკოლიდის მოქმედება ვრცელდება პათოგენური ორგანიზმის განვითარების ყველა სტადიაზე, მათ შორის მოძრავ ზოოსპორებსა და დაინფიცირების ორივე _ პირდაპირ (სპორანგიუმებით) და არაპიდაპირ (ზოოსპორებით) შემთხვევაზე.

მას გააჩნია ტრანსლამინარული მოქმედების უნარი, რაც აძლევს საშუალებას შეაღწიოს ქსოვილში და გადაადგილდეს უჯრედშორისებში.მეორე მოქმედი ნივთიერება _ პროპამოკარბჰიდროქლორიდი ცნობილია, როგორც არა მხოლოდ სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც გადაადგილდება მცენარეში ყველა მიმართულებებით, არამედ ასევე როგორც ძლიერი ზრდის სტიმულატორი. ამ ორი მოქმედი ნივთიერების ერთ პრეპარატში ახალი მოქმედების მექანიზმთან ერთად არსებობა გამორიცხავს დაავადებების გამომწვევების მიერ რეზისტენტობის გამომუშავებას პრეპარატის მიმართ.

 

 

უპირატესობები

  • მოქმედების ახალი მექანიზმი უნიკალური ფუნგიციდური თვისებებით
  • ძლიერი სისტემური, ტრანსლამინარული და ანტისპორულანტური ეფექტი
  • ხანგრძლივი მოქმედების ეფექტი
  • მოსავლის ხარისხის ამაღლება
  • შესანიშნავი სელექციურობა

გამოყენება

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა ლოდინის პერიოდი (დღე)
კარტოფილი ფიტოფტორა 1.2-1.6 2 14
პომიდორი ალტერნარიოზი 1.2-1.6 4 14
კიტრი ჭრაქი 1.2-1.6 2 10
ხახვი პერონოსპოროზი 1.2-1.6 3 14
კომბოსტო ჭრაქი 1.2-1.6 2 14

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

ინფინიტო