აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ნატივო

პროდუქტის კოდი: CT000000085
902.18
აირჩიეთ:
2 კგ.
20 გ.
100 გ.
200 გ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ტრიფლოქსისტრობინი 250 გ/კგ, ტებუკონაზოლი 500 გ/კგ
პრეპარატული ფორმა
წყალში ხსნადი გრანულები
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

მეზოსტემურ-სისტემური მოქმედების ფართო სპექტრის კომბინირებული ფუნგიციდიi

ნატივო®-ს გამოყენება უზრუნველყოფს ვაზის ხანგრძლივ დაცვას ნაცრისა და სიდამპლეებისგან, ვაშლის დაცვას ქეცისა და ნაცრისაგან. ასევე იცავს კარტოფილისა და პომიდვრის კულტურას ალტერნარიოზისგან.

ნატივო® წარმოადგენს ნაცართან ბრძოლის ახალ განზომილებას, უზრუნველყოფს მტევნებისა და ფოთლების შესანიშნავ დაცვას; მაღალი პერსისტენტობა და სამკურნალო ეფექტი საშუალებას იძლევა შეაჩეროს ნაცარი ყველაზე რთულ სიტუაციებში - ყვავილობის ფაზაში, ინფექციის მაღალი ფონის პირობებში.

ნატივო® თრგუნავს დაავადებას მისი გამომწვევის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ფაზებში.

ნატივო® უფრო მეტია ვიდრე ნაცრის საწინააღმდეგო პრეპარატი. მისი მოქმედების სპექტრი ფართოა და მოიცავს ასევე შავ და ნაცრისფერ სიდამპლეებს, წითურას. 0.18კგ/ჰა-ზე ნორმით შესხურება იცავს მცენარეს ორივე დაავადებისაგან მაღალ დონეზე.

რეზისტენტობა

პრეპარატი შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას, მოქმედების სხვადასხვა მექანიზმით, რაც გამორიცხავს რეზისტენტობას პათოგენების მიმართ, პრეპარატის ნორმების დაცვის შემთხვევაში.

თავსებადობა

არ არის რეკომენდებული პრეპარატის შერევა სპილენძისა და გოგირდის შემცველ პრეპარატებთან. სხვა შემთხვევებში აუცილებელია შემოწმება ფიზიკო-ქიმიურ თავსებადობაზე და ტემპერატურული პირობების გათვალისწინება.

უპირატესობები

  • პათოგენების შესანიშნავი და საიმედო კონტროლის მექანიზმი მათი განვითარების სხვადასხვა სტადიაზე
  • პრეპარატს გააჩნია პროფილაქტიკური და სამკურნალო ეფექტი
  • აქტივობის ფართო სპექტრი პათოგენების წინააღმდეგ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე
  • ანტირეზისტენტობის უნარი
კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) ლოდინის პერიოდი (დღე) დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა
ვაშლი ქეცი, ნაცარი 0.3-0.35 20 2
ვაზი ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე 0.16-0.18 20 2
პომიდორი ალტერნარიოზი 0.25-0.35 20 2
სტაფილო ალტერნარიოზი, ნაცარი, თეთრი სიდამპლე 0.3-0.4 20 2
თხილი ნაცარი, ქეცი 0.3-0.35 20 2
ატამი ნაცარი 0.16-0.18 20 2
კარტოფილი ალტერნარიოზი 0.25-0.35 20 2
კომბოსტო (ყველა სახეობა) ნაცარი, ფოთლების ლაქიანობა, თეთრი ჟანგა 0.3-0.35 20 2

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

ნატივო