ენვიდორი - Agrosphere
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900

ენვიდორი

პროდუქტის კოდი: 00000000087
340.14 358.04 -5%

გააზიარე პროდუქტი

მომხმარებლის ინფორმაცია

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
სპიროდიკლოფენი 240 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
სუსპენზიის კონცენტრატი
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

არასისტემური მოქმედების აკარიციდი

ენვიდორი® მიეკუთვნება კეტოენოლების ახალ ქიმიურ კლასს. მოქმედების ახალი მექანიზმით, კერძოდ ლიპიდების სინთეზის ბლოკირების დახმარებით, ენვიდორი® არ იწვევს მავნებლებში ჯვარედინ რეზისტენტობას. ენვიდორი® ეფექტურია ტკიპების განვითარების ყველა სტადიაზე (კვერცხები, მატლები, პროტონიმფები, დეიტონიმფები და აგრეთვე ზრდასრული მდედრი ტკიპები) კონტაქტური მოქმედების დახმარებით. ტკიპების წინააღმდეგ დამუშავების ყველაზე მიზანშეწონილ ვადად შეიძლება ჩაითვალოს ადრეული გამოყენება, როდესაც პოპულაციის დონე არის დაბალი, რაც იძლევა შემდგომი დამუშავების ეკონომიის შესაძლებლობას. თუმცა ენვიდორი ® აჩვენებს მაღალ ეფექტურობას ვეგეტაციის სეზონის დაწყებიდან მის დასრულებამდე.

ეფექტურობა

ტკიპები

აბლაბუდიანი (Tetranychidae)

  • ვაშლის ყვითელი აბლაბუდიანი ტკიპა (Eotetranychus pomi)
  • ბაღის აბლაბუდიანი ტკიპა (Schizotetranychus pruni)
  • ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა (Tetranychus urticae)
  • ხეხილის წითელი ტკიპა (Panonychus ulmi)
  • კუნელის ტკიპა (Tetranychus viennensis)
  • ხეხილის ყავისფერი ტკიპა (Bryobia redicorzevi)

ქეჩისებრი ტკიპა

  • შლეხტენდალის ტკიპა (Aculus schlechtendali)
  • ყურძნის ტკიპა (Eriophyes vitis)
  • მსხლის ქეჩისებრი ტკიპა (Eriophyes pyri)
  • მოცვის ტკიპა (Eriophyes ribis)

სხვადასხვა კოგნიტური ტკიპები (Tarsonomidae)

  • ტყის მარწყვის ტკიპა (Tarsonemus pallidus)

გვერდითი ეფექტები მწერებზე

მსხლის ფსილა (Psylla piri) _ ყვითელი კვერცხის ფაზა. ბელტისებრი ჩადუნა (Lepidosaphes ulmi) _ ზოოსპორების სტადია.

უსაფრთხოება გარემოსათვის

სწორი დოზირების პირობებში ენვიდორი® უსაფრთხოა ფუტკრებისათვის, მტაცებელი მწერებისა და ტკიპებისთვის, და აგრეთვე ნიადაგის ფაუნისათვის. დამუშავების დროს აუცილებელია კანონმდებლობით განსაზღვრული სივრცითი შეზღუდვების დაცვა.

თავსებადობა

ენვიდორი® თავსებადია მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან. ამის მიუხედავად რეკომენდებულია შერევის წინა ცდის ჩატარება. არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე მისი ფუნგიციდ მიკალ®-თან შერევა არ არის რეკომენდებული.

უპირატესობები

  • ფოთლებზე მიწებება (ლიპოფილური თვისებები), მაღალი მდგრადობა ნალექების მიმართ
  • გამოყენების ფართო სპექტრი, არ არის დამოკიდებული ამინდის პირობებზე (ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა)
  • გამოყენების მოქნილობა, განსაკუთრებული კონტროლი ყველა მნიშვნელოვანი სახეობისთვის
  • ძლიერი ოვიციდური მოქმედება კარგი ეფექტურობით მამრი ტკიპის და მდედრი ტკიპების განვითარების ყველა სტადიაზე

გამოყენება

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა ლ/ჰა (სამუშაო ნაზავის ნორმა ლ/ჰა) ლოდინის პერიოდი (დღე) დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა
თესლოვანი ხეხილი მსხლის ჟანგა ტკიპა, ხეხილის წითელი ტკიპა, ვაშლის მძიმისებრი ფარიანა და სხვა 0.4-0.6 (1000) 30 2
კურკოვანი ხეხილი ატმის ვერცხლისფერი ტკიპა, ქლიავის ვერცხლისფერი ტკიპა, ხეხილის მურა ტკიპა, ხეხილის წითელი ტკიპა, ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა და სხვა 0.4-0.6 (1000) 30 2
ვაზი ხეხილის წითელი ტკიპა, აბლაბუდიანი ტკიპა, ყურძნის ტკიპა 0.4 30 2
სოია აბლაბუდიანი ტკიპა 0.4-0.5 30 2
ტყის მარწყვი აბლაბუდიანი ტკიპა, ტყის მარწყვის ტკიპა 0.4-0.8 30 2
გარგარი, ქლიავი ტკიპები 0.6 30 2
კომში ნაყოფჭამია 0.6 30 2
ალუბალი, ბალი ტკიპა, ნაირსახეობები 0.6  30 2
მოცხარი, ხურტკმელი, მაყვალი ტკიპა, ნაირსახეობები 0.4 30 2
ნუში, თხილი ტკიპა, ნაირსახეობები 0.4-0.6 30 2
ციტრუსები ციტრუსების კვირტის ტკიპა, ნარინჯისფერი ბრტყელტანა ტკიპა, ხეხილის მურა ტკიპა, ექვსწერტილიანი აბლაბუდიანი ტკიპა, ციტრუსოვანთა ბეწვიანი წითელი ტკიპა, ვერცხლისფერი ტკიპა, ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა და სხვა 0.2-0.4 (1000) 30 2
დეკორატიული მცენარეები ტკიპა, ნაირსახეობები 0.4 30 2
მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

ენვიდორი