აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

კალიფსო

პროდუქტის კოდი: 00000000097
391.12
აირჩიეთ:
1 ლ.
100 მლ.
50 მლ.
250 მლ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
თიაკლოპრიდი 480 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
სუსპენზიის კონცენტრატი
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

კონტაქტური და ნაწლავური მოქმედების სისტემური ინსექტიციდი

კალიფსო® _ პრეპარატული ფორმის უნიკალური თვისებების წყალობით გამოირჩევა მაღალი მედეგობით წვიმით ჩამორეცხვისა და მზის რადიაციისადმი, ხანგრძლივი დროის მანძილზე რჩება ფოთლის ზედაპირზე და მცენარეში განუწყვეტლივი შეღწევადობით აკონტროლებს მავნებლების რაოდენობას.

სისტემური თვისებების გარდა, კალიფსო გამოირჩევა კონტაქტური მოქმედებით, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო ბიოლოგიურ ეფექტურობას ფართო სპექტრის მავნებლების წინააღმდეგ. შედარებით დაბალი ხარჯვის ნორმებით გამოყენებისას, საუკეთესო თავსებადობით მცენარესთან და ხელსაყრელი ეკოტოქსიკოლოგიური თვისებებით.

კალიფსო®-ს მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ნერვული სისტემის ფუნქციონირების რღვევაში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ "ნოკდაუნ ეფექტს" და მავნე ობიექტების სიკვდილს. ამასთან არ არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა, რადგან, თიაკლოპრიდი გამოირჩევა მოქმედების განსხვავებული მექანიზმით, სხვა ქიმიური ჯგუფის პრეპარატებისაგან, კერძოდ, პირეტროიდების, კარბამატების და ფოსფორ ორგანული ნაერთების პრეპარატებისაგან. პრეპარატი, სწორი დოზირებით გამოყენებისას უსაფრთხოა ფუტკრებისთვის, რაც გვაძლევს საშუალებას შესხურება ჩატარდეს ყვავილობის პერიოდში.

თავსებადობა

კალიფსო®-ს შერევა შეიძლება სხვადასხვა ფუნგიციდებთან და ინსექტიციდებთან.

პრეპარატი კალიფსო® გამოირჩევა კარგი თავსებადობით შემდეგ პრეპარატებთან:

  • დეცისი®, მელოდი® დუო, ანტრაკოლი®, ალიეტი®, პასადობლი®, ენვიდორი®, ბელტი®და ბევრ სხვა ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან.
  • სამუშაო ნაზავის მომზადებამდე რეკომენდებულია დამატებით ჩატარდეს ცდა თავსებადობაზე.

ფუტკრებზე ტოქსიკურობა, წყალსატევების დაცვა

კალიფსო® სწორი დოზირებით გამოყენებისას უვნებელია ფუტკრებისათვის.

აკრძალულია პრეპარატის გამოყენება თევზსამეურნეო წყალსატევების სანიტარულ ზონაში 500 მ. მანძილზე.

უპირატესობები

  • ახალი ნაბიჯი ქლორნიკოტინილური ჯგუფის ინსექტიციდების განვითარებაში
  • შეუდარებელი პრეპარატი კოლორადოს ხოჭოსაგან კოკრიჭამიას, ნაყოფიჭამიას და სხვა ძალიან საშიში მავნებლებისაგან დაცვისათვის
  • ვაშლის ნაყოფჭამიების წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობა
  • რეზისტენტობის არარსებობა
  • გამოყენების დაბალი ნორმა
  • გამოყენების ფართო დიაპაზონი
  • რეკომენდირებული დოზებით გამოყენებისას უსაფრთხოა ფუტკრებისთვის
  • დაცვის ხანგრძლივი და გარანტირებული პერიოდი 15-30 დღის განმავლობაში
  • არ სტრესავს დამუშავებულ და დასამუშავებელ კულტურებს
  • პრაქტიკულად უვნებელია სასარგებლო ენტომოფაუნისათვის, მათ შორის დამამტვერიანებლებისათვის
  • შესამჩნევად ამცირებს ნაყოფების ჩამოცვენას, იზრდება ხარისხიანი ნაყოფების რაოდენობა მცენარეზე

გამოყენება

კულტურა

მავნე ობიექტი

ხარჯვის ნორმა ლ/ჰა (სამუშაო ნაზავის ნორმა ლ/ჰა)

ლოდინის პერიოდი (დღე)

დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა

ვაშლი, მსხალი

ნაყოფჭამია, კოკრიჭამია, ხერხიები, ბუგრები

0.2-0.3

30

2

კარტოფილი

კოლორადოს ხოჭო, ბუგრები, თრიფსები

0.1

20

1

კომბოსტო

ბუგრები, ფრთათეთრა

0.06

20

2

კიტრი

ბუგრები, ფრთათეთრა

0.06

30

4

ვაზი

ყურძნის ჭია

0.2-0.3

40

2

ციტრუსი

ნაყოფჭამია, კოკრიჭამია, ხერხიები, ბუგრები

0.4-0.5

30

4

ალუბალი, ბალი

ალუბლის ბუზი, ბუგრები

0.2-0.3

30

2

ჭარხალი

ბუგრები

0.2-0.25

35

2

ბოლოკი (ღია გრუნტი)

ბუგრები

0.2

7

2

რაფსი

რაფსის ყვავილჭამია, თრიფსები

0.1-0.15

36

2

სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა:

რაფსი 200-400 ლ/ჰა; ვაზი (ფოთლიხვევისას შემთხვევაში) - 800-1200 ლ/ჰა; ვაშლი, მსხალი (კოკრიჭამია) 600-1000 ლ/ჰა; დანარჩენი მავნებლები 1000-1500 ლ/ჰა)

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

კალიფსო