აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

პროტეუსი

პროდუქტის კოდი: 00000001051
115.50
აირჩიეთ:
1 ლ.
100 მლ.
500 მლ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
თიაკლოპრიდი 100 გ/ლ, დელტამეტრინი 10 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
ზეთოვანი დისპერსია
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

სისტემურ - კონტაქტური მოქმედების კომბინირებული ინსექტიციდი, რომელიც შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას, მოქმედების განსხვავებული მექანიზმებით

პრეპარატს გააჩნია უახლესი და უნიკალური ფორმა _ ზეთოვანი დისპერსია, რომელიც ხასიათდება იდეალური გადანაწილების უნარით ფოთლების ზედაპირზე, ახასიათებს მდგრადობა წვიმით ჩამორეცხვისადმი და ძლიერი შეღწევადობის უნარი მცენარეში. ორი განსხვავებული მოქმედების მექანიზმის მქონე მოქმედი ნივთიერება და პრეპარატული ფორმა (ზეთოვანი დისპერსია) პრეპარატს საშუალებას აძლევს გააკონტროლოს მავნებელი მწერების ფართო სპექტრი, უზრუნველყოფს `ნოკდაუნეფექტს~, ხანგრძლივად მოქმედებს და გამორიცხავს რეზისტენტობას.

 

ფორმულაციის თავისებურებები

უახლესი სიტყვა პრეპარატის ტექნოლოგიური ფორმების განვითარებაში _ O-TEQ-ის ტიპის ზეთოვანი დისპერსია. მოქმედი ნივთიერება თანაბარზომიერად გადანაწილებულია მცენარეულ ზეთში და ქმნის მასში განსაზღვრულ სივრცულ სტრუქტურას. ხანგრძლივად შენახვის პირობებში შეინიშნება ე.წ. სინერეზისის მოვლენა. პრეპარატი ვიზუალურად განშრევებულია, რაც გამოწვეულია ზემოთ აღნიშნული სტრუქტურით და მიზიდულობის ძალების ზემოქმედებით. პრეპარატის კვლავ ერთგვაროვანი ვიზუალური ფორმის მიღების მიზნით საკმარისია მისი მცირედი შენჯღრევა სამუშაო ხსნარის დამზადების წინ. შესხურების დროს ზეთის წვეთები რომლებიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, თანაბრად იხსნებიან წყალში, ფოთოლზე მოხვედრის შემდეგ კი წყალი ორთქლდება და მცენარეზე რჩება მოქმედი ნივთიერების შემცველი ზეთოვანი საფარი. სწორედ ეს უზრუნველყოფს პრეპარატის ძლიერი გადანაწილების უნარს მცენარის ფოთლის ზედაპირზე, მდგრადობას წვიმით ჩამორეცხვისადმი და პრეპარატის მცენარის ქსოვილში შეღწევას.

 

უპირატესობები

  • ახალი ნაბიჯი ქლორნიკოტინილებში, მათი სხვა ნივთიერებებთან კომბინაციაში გამოყენების მიმართულებით
  • ჭარხლის დაცვის საუკეთესო ეფექტი ფოთლის მღრღნელი მავნებლების და რწყილების წინააღმდეგ გრძელვადიან ეფექტთან ერთად
  • მაღალი ეფექტი პომიდვრის ხვატარის წინააღმდეგ
  • პურის ბზუალას პრობლემის გადაჭრის უნარი, მისი საშემოდგომო პერიოდში გამოყენებისას
  • კომბინირებული ინტექტიციდი ახალი ფორმულაციით (ზეთოვანი დისპრესია) O-TEQ ტექნოლოგით, მოქმედი ნივთიერებების გაზრდილი შეღწევადობა
  • მავნებლების კონტროლის ხანგრძლივი ეფექტი, განვითარების ყველა სტადიაზე, მათ შორის ფარულად მცხოვრები მავნებლებიც
  • მაღალი ეფექტურობა, ტემპერატურის ფართო დიაპაზონზე +8°C- დან 30°C-მდე.
  • თავსებადია მავნებლების ანტირეზისტენტული სტრატეგიისთვის
  • მკვეთრად გამოხატული „ნოკ-დაუნ“ ეფექტი და რეფელენტური მოქმედება

 

გამოყენება

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) გამოყენების მაქსიმალური ჯერადობა ლოდინი პერიოდი (დღე)
ჭარხალი, შაქრის ჭარხალი ჭარხლის ცხვირგრძელა, ჭარხლის რწყილი, ბუგრები 0.75 2 30
პომიდორი ხვატრები, მწუწნი მავნებლების კომპლექსი 0.75 2 20
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო, ფოთლის მღრღნელი ხვატრები, ბუგრები 0.75 1 20
საშემოდგომო და საგაზაფხულო ხორბალი თრიფსები, ბუგრები, მავნე კუსებურა, პურის ბზუალა (შემოდგომის პერიოდში) 0.5-0.75 2 20
სიმინდი ღეროსა და მდელოს ფარვანა, ბამბის ხვატარი 0.75 2 20
კურკოვანი და თესლოვანი ხეხილი ნაყოფჭამია, ვაშლის კოკრიჭამია, ცხვირგრძელა, ნამდვილი ხერხიები, ბუგრები, ჭიჭინობლები, მსხლის ფსილა, ატმის მწვანე ბუგრი, ალუბლის ბუზი 0.8-1.0 2 20
ბარდა ბარდას მემარცვლია, ბუგრები, ბარდას ნაყოფჭამია 0.5-0.75 1 20
ხახვი თრიფსი 0.5 2 20
სტაფილო რწყილები / ფოთლის რწყილები, სტაფილოს ბუზი, ბუგრები 0.5-0.75 1 30

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

პროტეუსი