გამოყენება
მაღალი ხარისხის სპეციალური ტორფის სუბსტრატი სასუქის ოპტიმალური შემცველობით, ბოსტნეული და დეკორატიული კულტურების ჩითილის გამოსაყვანად კასეტებში, ღია და დახურულ გრუნტში.
შემადგენლობა
- ორგანული მასა 85-95%, დოლომიტიზებული კირქვა;
- სასუქის შემცველობა 0,6 კგ/მ3 N-15%, P2O5-12%, K2O-29%
- მიკროელემენტები MgO-1,0%, В-0,03%, SO3-18,7, Fe (EDTA)-0,09, Mn (EDTA)-0,16, Zn (EDTA)-0,04, Cu (EDTA)-0,15, Mo-0,05
- მჟავიანობა - рН 5,9
- ელექტრო გამტარობა - ЕС 24
გამოყენების ინსტრუქცია
განფუთვის შემდეგ უნდა დაემატოს წყალი შემდეგი გაანგარიშებით: 15-20 ლიტრი აღნიშნულ, 300ლ მოცულობის, შეფუთვაზე
ყურადღება
გადაჭარბებულმა შერევის ხანგრძლივობამ შეიძლება გამოიწვიოს სტრუქტურის დაკარგვა (შერევის ხანგრძლივობა მაქს. 5 წთ). წყლის დამატება აუცილებელია გრანულების წარმოსაქმნელად და ტორფის საჭირო მოცულობის მისაღებად.
უპირატესობები
- იწარმოება მაღალი ხარისხის ტორფის ხავსებისგან (სფაგნუმი)
- აქვს ფოროვანი სტრუქტურა და ინარჩუნებს დიდი რაოდენობით ჰაერს
- წარმოების პროცესში ტორფის გამოშრობა ბუნებრივი მეთოდით ჰაერზე ხელს უწყობს მაში შენარჩუნებულ იქნას ცოცხალი სასარგებლო მიკრობები, და შემდგომში ეხმარება ახალგაზრდა მცენარის გამძლეობის უნარს ისეთი დაავადებების წინააღმდეგ როგორიცაა Pythium, Fusarium,Rhizoctonia.
- გააჩნია დარეგულირებული ტუტოვანი ბალანსი pH-ისმიხედვით
- არსაჭიროებს კირქვის დამატებას
- შეიცავს ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს და დამატენიანებელ აგენტს
- შეიცავს წყალში ხსნადი კომპლექსური სასუქების საჭირო რაოდენობას
- შეიცავს მიკროლელემენტების საჭირო რაოდენობას
- არ შეიცავს სარეველების თესლებს, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, დაავადების გამომწვევ ფიტოპათოგენებს, მძიმე მეტალების იონებს
- კომპანია Kekkila-ს მიერ წარმოებული ტორფი შეესაბამება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს. პროდუქციის ხარისხი მოწმდება რეგულარულად დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ, რამოდენიმე ნიმუშის შერჩევით