ლუნა სენსეიშენი
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ლუნა სენსეიშენი

პროდუქტის კოდი: CT000001966
435.27
აირჩიეთ:
1 ლ.
500 მლ.
50 მლ.
100 მლ.
250 მლ.
20 მლ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ფლუოპირამი 250 გ/ლ, ტრიფლოქსისტრობინი 250 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
სუსპენზიის კონცენტრატი
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

ხეხილის დაავადებების საწინააღმდეგო ახალი სისტემურ-ტრანსლამინარული მოქმედების ფუნგიციდი

ფლუოპირამი _ მიტოქონდრიალური სუნთქვის ბლოკირება პათოგენის უჯრედში (კომპლექსი II), ტრიფლოქსისტრობინი _ მიტოქონდრიალური სუნთქვის ბლოკირება პათოგენის უჯრედში (კომპლექსი III).

ლუნა® სენსეიშენი _ ხეხილის დაცვისათვის შექმნილი კიდევ ერთი პრეპარატია ლუნას ინოვაციური ოჯახიდან. გამოირჩევა თესლოვან და კურკოვან ხეხილში პათოგენზე მოქმედების ფართო სპექტრით. ბაიერ აგ-ს სხვა პრეპარატებთან ერთად _ ზატო® სტარი და სკალა® ქმნის ხეხილის დაცვის ერთიან სისტემას.

ფიტოტოქსიკურობა

არ აღინიშნება ინსტრუქციის და ტარის ეტიკეტის მიხედვით გამოყენებისას.

თავსებადობა

სხვა პრეპარატებთან შერევამდე აუცილებელია შემოწმდეს ფიზიკო-ქიმიური თავსებადობა და ფიტოტოქსიკურობა.

რეზისტენტობა

არ აღინიშნება რეზისტენტობა სეზონის განმავლობაში პრეპარატის შესხურების რეკომენდებული ჯერადობის დაცვის პირობებში. პრეპარატი უსაფრთხოა გარემოსათვის და აგროცენოზში მონაწილე სასარგებლო ორგანიზმებისათვის.

უპირატესობები

  • მოქმედების ახალი მექანიზმი
  • პათოგენების ფართო სპექტრი
  • ძირითადი ელემენტია ხეხილის ინტეგრირებული დაცვის სისტემაში
  • მოსავლიანობის და ნაყოფების სასაქონლო თვისებების მატება
  • ჯვარედინი რეზისტენტობის არარსებობა

ყურადღება!

შენახვის დაავადებების წინააღმდეგ, რეკომენდებულია ლუნა ® სენსეიშენი -ს შესხურება კულტურაზე, მოსავლის აღებამდე 2-3 კვირით ადრე 0,6-0,8 ლ/ჰა ნორმით!

გამოყენება

 

კულტურა დაავადება ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) ლოდინის პერიოდი, დღე (დამუშავების მაქს. ჯერადობა)
ნუში მონილიოზი (Monilinia laxa) (Monilinia fructicola); კურკოვნების ფოთლების (ყლორტების, ნაყოფების) ლაქიანობა (Wilsonomyces carpophilus); ანთრაქნოზი (Colletotrichum acutatum); ალტერნარიოზი (Alternaria alternata); ქეცი (Cladosporium carpophilum); ჟანგა (Tranzschelia discolor); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); ნაცარი (Sphaeotheca pannosa), (Podosphaera tridactyla). 0.3-0.55 14 (4)
პომიდორი ნაცარი (Oidiopsis taurica/Leveillula taurica); ალტერნარიოზი (Alternaria solani); სეპტორიოზი, ფოთლების ლაქიანობა (Septoria lycopersici); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); ფოთლების ნაცრისფერი ლაქიანობა (Stemphyllium spp.); შავი სიდამპლე (Alternaria alternata); ხაზურა სილაქავე (Corynespora cassiicola); ანთრაქნოზი (Colletotrichum spp.); თეთრი სიდამპლე (Sclerotinia spp.); სამხრეთული სიდამპლე (Sclerotium rolfsii). 0.3-0.55 3 (5)
წიწაკა (ტკბილი, ცხარე), ბადრიჯანი ნაცარი (Oidiopsis taurica / Leveillula taurica); ალტერნარიოზი (Alternaria solani); სეპტორიოზი, ფოთლების ლაქიანობა (Septoria lycopersici); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); ფოთლების ნაცრისფერი ლაქიანობა (Stemphyllium spp.); შავი ობი (Alternaria alternata); ხაზურა სილაქავე (Corynespora cassiicola); ანთრაქნოზი (Colletotrichum spp.); თეთრი ობი (Sclerotinia spp.); სამხრეთული სიდამპლე (Sclerotium rolfsii). 0.3-0.55 3 (5)
სტაფილო ალტერნარიოზი (Alternaria dauci); ფოთლების ლაქიანობა (Cercospora carotae); ნაცარი (Erysiphe spp.) (Leveillula taurica); ჟანგა (Puccinia spp.) (Uromyces spp.); სკლეროტინიოზი (Sclerotinia sclerotiorum). 0.25-0.55 7 (3)
კენკროვნები ნაცარი (Sphaerotheca macularis); ანთრაქნოზი (Colletotrichum spp.); ფომოფსისი/ნაყოფის სიდამპლე (Phomopsis obscurans); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); ნაყოფის სიდამპლე (Rhizopus spp.); ფოთლების ლაქიანობა (Mycosphaerella fragariae). 0.25-0.55 - (4)
კივი ნაცარი (Uncinula necator); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე
(Botrytis cinerea); ფომოფსისი და ფოთლების ლაქიანობა (Phomopsis
viticola); შავი სიდამპლე (Guignardia bidwellii); ჭრაქი (Plasmopara
viticola); ასპერგილოზი (Aspergillus spp.)
0.25-0.55 14 (6)
ციტრუსი (გრეიპფრუტი, ლაიმი, ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი) ლაქიანობები (Guignardia citricarpa), (Mycosphaerella citri); მელანოზი (Diaporthe citri); ალტერნარიოზი (Alternaria alternata); სეფტორიოზი (Septoria citri); ნაყოფების ცვენა ყვავილობის შემდეგ (PFD) - ანთრაქნოზი (Colletotrichum acutatum); ქეცი (Elsinoe fawcettii). 0.25-0.55 7 (4)
გოგრა, კიტრი ნაცარი (Sphaerotheca fuliginea / Podosphaera xanthii) (Erysiphe cichoracearum); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); ალტერნარიოზი (Alternaria cucumerina); ანთრაქნოზი (Colletotrichum spp.); ღეროს სიდამპლე (Didymella bryonae); რიზოქტონიოზი (Rhizoctonia solani). 0.25-0.55 - (4)
თესლოვანი ხეხილი (ვაშლი, მსხალი, კომში) ნაცარი (Podosphaera leucotricha); ქეცი (Venturia spp.); ვაშლის ჟანგა (Gymnosporangium juniperi-virginianae); ვაშლის მურა სოკო (Gloeodes pomigena); თესლოვანი კულტურების მურა სოკო (Schizothyrium pomi); მწარე სიდამპლე (Glomerella cingulata); თეთრი სიდამპლე (Botryosphaeria dothidea); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); შავი სიდამპლე (Botryosphaeria obtusa); მონილიოზი (Monilinia spp.); ალტერნარიოზი (Alternaria spp.); კომშის ჟანგა (Gymnosporangium clavipes); ფოთლების ლაქიანობა (Mycosphaerella pomi). 0.25-0.4 14 (4)
კურკოვანი ხეხილი (ალუბალი, ატამი, ვაშლატამა, გარგარი, ქლიავი) მონილიოზი (Monilinia spp.), ნაცარი (Podosphaera spp.); ატმის ნაცარი (Sphaerotheca pannosa); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); ნაყოფის მონილიოზური სიდამპლე (Monilinia spp.), (Botrytis cinerea), (Rhizopus spp.); ფოთლების მეწამული სილაქავე, კოკომიკოზი (Blumeriella jaapii); ქეცი (Cladosporium carpophilum); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); კურკოვნების ფოთლების (ყლორტების, ნაყოფების) ლაქიანობა (Wilsonomyces carpophilus); ანთრაქნოზი (Colletotrichum spp.); ატმის ფოთლის სიხუჭუჭე (Taphrina spp.); ჟანგა (Tranzschelia discolor). 0.3-0.55 1 (4)
ნესვი (ყველა სახეობა), საზამთრო ნაცარი (Sphaerotheca fuliginea/Podosphaera xanthii) (Erysiphe cichoracearum); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); ალტერნარიოზი (Alternaria cucumerina); ანთრაქნოზი (Colletotrichum spp.); ღეროს სიდამპლე (Didymella bryonae); რიზოქტონიოზი (Rhizoctonia solani) 0.25-0.55 - (4)
კაკლოვნები (წაბლი, თხილი, კაკალი) თეთრი სიდამპლე (Botryosphaeria dothidea); ალტერნარიოზი (Alternaria alternata); ანთრაქნოზი (Colletotrichum acutatum) (Glomerella cingulata); ქეცი (Cladosporium carpophilum) (Cladosporium caryigenum); კურკოვნების ფოთლების (ყლორტების, ნაყოფების) ლაქიანობა (Wilsonomyces carpophilus); კაკლოვანი კულტურების აღმოსავლური დამწვრობა (Anisogramma anomala). 0.3-0.55 14 (3)
ფისტა თეთრი სიდამპლე (Botryosphaeria dothidea); ალტერნარიოზი (Alternaria alternata); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); სეპტორიოზი, ფოთლების ლაქიანობა (Septoria pistaciarum). 0.3-0.55 14 (4)
ვაზი ნაცარი (Uncinula necator); ჭრაქი (Plasmopara viticola); ნაცრისფერი ობი/ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea); ფომოფსისი (Phomopsis obscurans). 0.2-0.55 20 (4)

 

 

 

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

ლუნა სენსეიშენი