ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში! დახმარებისთვის გთხოვთ მოგვწეროთ support@agrosphere.ge-ზე ან დაგვირეკოთ ნომერზე 0322 500 900
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900

მიკალ ფლეში წხგ75 1 კგ

53.72

გააზიარე პროდუქტი

პირადი ინფორმაცია

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ალუმინის ფოსეთილი 500 გ/კგ, ფოლპეტი 250 გ/კგ
პრეპარატული ფორმა
წყალში ხსნადი გრანულები
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

მიკალ® ფლეში მაღალეფექტურია ვაზის ჭრაქის წინააღმდეგ, წამლობის ჩატარებიდან 30 წუთის განმავლობაში იგი აღწევს მცენარეში და გადაადგილდება წვენთან ერთად.

მიკალ® ფლეში სხვა სისტემური პრეპარატებისაგან გამოირჩევა მცენარეში "ზევიდან ქვევით" და "ქვევიდან ზევით" გადაადგილების უნარით, იგი წამლობებს შორის პერიოდში განვითარებულ ახალ წანაზარდებშიც გადაადგილდება და უზრუნველყოფს ჭრაქისაგან ვაზის საიმედო დაცვას.

მიკალ® ფლეში მაღალეფექტურია, როგორც პროფილაქტიკური, ისე კურაციული (სამკურნალო) შესხურებისათვის. საუკეთესო შედეგის მისაღწევად მისი გამოყენება რეკომენდებულია პროფილაქტიკურ წამლობებში.

ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში წამლობებს შორის ინტერვალი შეადგენს 10-14 დღეს. არახელსაყრელი კლიმატური პირობების (მაღალი ტენიანობა, ძლიერი ნალექი და ა.შ.) შემთხვევაში აუცილებელია წამლობებს შორის ინტერვალის შემცირება.

მიკალ® ფლეში-ს შერევა დიკოფოლისა და სპილენძის შემცველ პრეპარატებთან აკრძალულია, ისევე როგორც აზოტის შემცველ სასუქებთან.

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) ლოდინის პერიოდი (დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა)
ვაზი ჭრაქი, ნაცრისფერი სიდამპლე 3.0-4.0 30 (2)
მსგავსი პროდუქცია