გროდილ მაქსი - Agrosphere
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

გროდილ მაქსი

პროდუქტის კოდი: CT000000080
276.17
აირჩიეთ:
1 ლ.
100 მლ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
იოდოსულფურონი 25 გ/ლ, ამიდოსულფურონი 100 გ/ლ, მეფენპირ-დიეთილი (ანტიდოტი) 250 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
ზეთოვანი დისპერსია
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

მაღალეფექტური, ზეთოვან-დისპერსიული ფორმულაციის ჰერბიციდი, ანტიდოტის შემცველობით, თავთავიანი მარცვლეული კულტურების და სიმინდის ერწლიანი და მრავალწლიანი, ბრტყელფოთლიანი სარეველებისაგან დასაცავად

გროდილ® მაქსი ინოვაციური, ზეთოვან-დისპერსიული ფორმულაციის ჰერბიციდია. შემუშავებული და დაპატენტებული კომპანია „ბაიერ აგ“-ს მეცნიერების მიერ „ოდეიზი“ ტექნოლოგიით

ეს ფორმულაცია შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს, რომლებიც დისპერგირებულია სპეციალურ კომპლექსში ზეთსა და მიმწებებლებთან.

წყალში გახსნისას, მოქმედი ნივთიერების მიკროსკოპიული კომპლექსები, ზეთთან და მიმწებებელთან ერთად ქმნის წმინდა დისპერსას.

ამის გამო, ზეთოვან- დისპერსიულ ფორმულაციას გააჩნია უნიკალური თვისებები, რომლებიც უზრუნველყოფენ:

  • სამუშაო ხსნარის უკეთეს მიწებებას სარეველების ფოთლების ზედაპირზე
  • ფოთლის ზედაპირის კარგ დატენიანებასა და სამუშაო ხსნარის თანაბარ გადანაწილებას
  • ხანგრძლივი დროის მანძილზე ზეთისა და მიმწებებლის თხევადი ფენის არსებობას, რაც უზრუნველყოფს მოქმედი ნივთიერების ფოთლებში სრულ შეღწევას მათი კრისტალიზაციის გარეშე.

ეს ხელს უწყობს გროდილ® მაქსი-ს მაღალ და სტაბილურ ეფექტურობას ექსტრემალურ მეტეო პირობებში და ჰერბიციდის მოქმედების დაჩქარებას.

მოქმედების სპექტრი

ხარჯვის ნორმა: 0.09 - 0.11 ლ/ჰა

ეფექტურობა ნორმით 0.1 - ლ/ჰა

გროდილ მაქსი

ზოგჯერ, განსაკუთრებით დაგვიანებული შესხურებისას (გადაზრდილი სარეველები), ან ექსტრემალური მეტეო პირობების დროს, სარეველები არ იღუპებიან, მაგრამ ძალიან სუსტდებიან, აღარ ვითარდებიან და არ უქმნიან კონკურენციას კულტურულ მცენარეებს.

მოქმედების მექანიზმი

გროდილ® მაქსი სწრაფად შთაინთქმება სარეველების ფოთლებისა და ნაწილობრივ ფესვების მიერ. მისი მკვებავი ნივთიერებების მეშვეობით მას შეუძლია მცენარეში თავისუფლად გადაადგილდეს აღმავალი და დაღმავალი გზებით.

ფლოემურ-ქსილემური ქმედების ხარჯზე, პრეპარატი აღწევს სარეველების ყველა ნაწილში და გროვდება ზრდის წერტილებში, მათ შორის „მძინარე“ ყლორტებში. სარეველების ზრდა და მათი კონკურენცია კულტურულ მცენარეებთან წყდება გროდილ® მაქსი-ს გამოყენებიდან რამდენიმე საათში. პირველი 5-7 დღის განმავლობაში, შესხურებულ სარეველაზე ჩნდება ქლოროზული ლაქები, ხოლო სარეველა კვდება შესხურებიდან 3-4 კვირის განმავლობაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით.

გამოყენების ტექნიკა

შესაწამლი აპარატით დამუშავებისას რეკომენდებულია სამუშაო ნაზავის ულტრამცირემოცულობიანი შესხურება ნორმით 150-300 ლ/ჰა და დამოკიდებულია შესაწამლი აგრეგატის ტიპზე: მაგალითად: ბრტყელნაკადიანი ბუნიკის გამოყენებისას - სითხის წნევა 2,5-3 კგ/ სმ2, აგრეგატის მოძრაობის სიჩქარე 6-7 კმ/სთ. ულტრამცირემოცულობიანი და ავიაშესხრურებისას გამოყენების ნორმა _ 50 ლ/ჰა სამუშაო ნაზავი.

საშემოდგომო გამოყენება

გროდილ® მაქსი-ს აქვს სარეველებზე მოქმედების ორმაგი ეფექტი: ფოთლებისა და გრუნტის მეშვეობით. შემოდგომაზე გროდილ® მაქსი მოქმედებს ვეგეტატიური სარეველების წინააღმდეგ, ასევე იგი ხვდება ნიადგის ზედაპირზე. იგი იშლება მიკრობიოლოგიური გზით ანუ მიკროორგანიზმების სახით. დაბალი ტემპერატურის პირობებში, რომელიც იწყება ამ პერიოდში, მიკროორგანიზმების აქტიურობა მკვეთრად კლებულობს, გროდილ® მაქსი გადადის ეგრეთწოდებულ „მიძინების ფაზაში“ და მთელი ზამთრის განმავლობაში ინახება ნიადაგის ზედა ფენებში. გაზაფხულზე, როცა ჰაერის ტემპერატურა მატულობს, იგი ავლენს თავის თვისებებს სარეველებზე; ამგვარად, იგი მოქმედებს სარეველებზე საზაფხულო ზრდის დაწყებისთანავე და ანადგურებს მათ საწყის სტადიაში. სარეველები აღარ უწევენ კონკურენციას კულტურულ მცენარეებს.

რეკომენდაციები საშემოდგომო გამოყენებისათვის

გროდილ® მაქსი-ს საშემოდგომოდ გამოიყენება კულტურული მცენარის ვეგეტაციის შეჩერებამდე 1-2 კვირით ადრე. მინდვრებზე, სადაც ჭარდბად იზრდება მრავალწლიანი სარეველები, საჭიროების შემთხვევაში, გაზაფხულზე შესაძლებელია გროდილ® მაქსი-ს ან 2,4 დ ჯგუფის პრეპარატების ხელმეორედ გამოყენება.

სელექცურობა

გროდილ® მაქსი გამოიყენება მარცვლოვან კულტურებზე: ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი. მის შემადგენლობაში ანტიდოტის არსებობის წყალობით, პრეპარატი უზრუნველყოფს სწრაფ, ეფექტურ და საიმედო ჰერბიციდულ მოქმედებას კულტრულ მცენარეებში, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დროსაც.

რეკომენდაციები თესლბრუნვისთვის

ნორმალური თესლბრუნვისას და საკმარისი ნალექისას, წინამორბედი კულტურის (რომელიც მუშავდებოდა გროდილ® მაქსი-თ) შემდგომ, შესაძლებელია დაითესოს ნებისმიერი საზაფხულო და საშემოდგომო კულტურა.

შესაძლოზემოქმედებაშემდგომითესლბრუნვისას:ბარდა,რაფსი,წიწიბურა.

მომდევნო კულტურად მზესუმზირის დათესვა ნებადართულია, მაგრამ მხოლოდ იმ ჯიშების, რომლებიც რეზისტენტულია იმიდაზოლინების (მაგალითად ჰიბრიდები: მელდიმი, სანაი, ნეომა, ალეგა და სხვა) და ტრიბენურონმეთილის ჯგუფის (მაგალითად ჰიბრიდები:pr 64Е83, pr63Е71, pr63Е90) ჰერბიციდების მიმართ.

უპირატესობები

  • მაღალი და სტაბილური ეფეტურობა ნებისმიერი მეტეო პირობების შემთხვევაში, ინოვაციური ზეთოვან-დისპერსიული ფორმულაციის წყალობით
  • ყველაზე ფართო ჰერბიციდული მოქმედების სპექტრი ფართოფოთლოვანი სარეველების წინააღმდეგ
  • დაბალ ტემპერატურაზე გამოყენების შესაძებლობა (+5°C)
  • სარეველებზე სწრაფი მოქმედება
  • უაღრესად სელექციური და უსაფრთხო მოქმედება კულტურებისათვის, ანტიდოტის არსებობის ხარჯზე
  • მიმწებებლის არსებობა პრეპარატში
  • ორმაგი ეფექტი სარეველებზე: ფოთლებიდან და ნიადაგიდან
  • რეგისტრირებულია საავიაციო გამოყენებისათვის
  • გამოიყენება შემოდგომითაც
  • უსაფრთხოა მომხმარებელსა და გარემოსათვის

გამოყენება

კულტურა

ხარჯვის  ნორმა (ლ/ჰა)

გამოყენების დრო და მეთოდი

ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)

 

ხორბალი, ქერი(საგაზაფხულო)

 

0,05 - 0,075

ნათესებზე შესხურება კულტურის 2-3 ფოთლის ფაზაში, ბარტყობის დასაწყისას, სარეველების ვეგეტაციის ადრეულ პერიოდში (2-4 ფოთოლი)

60 (1)

 

 

 

0,05 - 0,1

ნათესებზე შესხურება კულტურის ბარტყობის პერიოდში და სარეველების აქტიური ზრდის პერიოდში (2-­4 ფოთოლი)

0,075 - 0,1

ნათესებზე შესხურება კულტურის აღერების დასაწყისში (1­-2 მუხლთაშორისი) და სარეველების განვითარების ადრეულ პერიოდში

ხორბალი, ქერი(საშემოდგომო)

0,05 - 0,1

ნათესებზე შესხურება გაზაფხულზე, კულტურის ბარტყობის ­ აღერების დასაწყისში (1­-2 მუხლთაშორისი) ან შემოდგომით, კულტურის ბარტყობის პერიოდში, სარეველების განვითარების ადრეულ სტადიაში

სელი

0,05 ­- 0,1

შესხურება ნათესებზე კულტურის 7­-15 სმ სიმაღლისას (ე.წ „ნაძვის ხის“ ფაზაში) და სარეველების განვთარების ადრეულ პერიოდში          

-(1)

სიმინდი

0,05­ - 0,1

ნათესებზე შესხურება კულტურის 3­-5 ფოთლის ფაზაში და სარეველების განვითარების ადრეულ პერიოდში

60 (1)

 

შემატყობინე როდის იქნება

გროდილ მაქსი