ტელდორი
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ტელდორი

პროდუქტის კოდი: 00000001069
1789.68
აირჩიეთ:
5 კგ.
1 კგ.
50 გ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 10.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ფენჰექსამიდი 500 გ/კგ
პრეპარატული ფორმა
წყალში ხსნადი გრანულები
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

ახალი დაბალტოქსიკური ფუნგიციდი ვაზის, ხეხილისა და ბოსტნეული კულტურების სიდამპლეებისა და შენახვის დაავადებების წინააღმდეგ

ტელდორი® ახალი ფუნგიციდური კლასის პირველი წარმომადგენელია მოქმედების აბსოლუტურად ახალი მეთოდით. ის ზემოქმედებს სტიროლის ბიოსინთეზზე. აქედან გამომდინარე ტელდორი®-ს ხმარება უმჯობესია იმ შემთხვევებში, როდესაც სტანდარტულ პრეპარატებს რეზისტენტობა აღენიშნება. კარგი ტოქსიკოლოგიური და ეკოლოგიური ნიშან- თვისებების წყალობით. ტელდორ®-მა, მკაცრი სარეგისტრაციო მოთხოვნების მქონე ბევრ ქვეყანაში, სწრაფად გაიარა რეგისტრაცია, მათ შორის აშშ-ში.

ტელდორი® საუკეთესოდ მოქმედებს ყურძნის ნაცრისფერ სიდამპლეზე. მისი გამოყენება შეიძლება ყველაზე ადრეულ სტადიიდან თითქმის მოსავლის აღებამდე.

 

მოქმედების სპექტრი

ტელდორი® ასევე უზრუნველყოფს ნაყოფის დაცვას შენახვის დროს და უნარჩუნებს მას ხარისხს ტრანსპორტირებისას.

ტელდორი®-ს გააჩნია ლოდინის ყველაზე მოკლე პერიოდი: მაგალითად 7 დღე მარწყვისათვის, 10 დღე ბალისა და ალუბლისათვის და მხოლოდ 15 დღე ვაზისათვის.

 

მოქმედების მექანიზმი

მას შემდეგ, რაც ტელდორი® მცენარის ზედაპირზე ხვდება, მისი მოქმედი ნივთიერება (ფენჰექსამიდი) წარმოქმნის აპკს, რომელიც აღკვეთს პათოგენის მცენარის ქსოვილში შეჭრას. აპკი მცენარის ზედაპირიდან არ ქრება, რაც ახანგრძლივებს ფუნგიციდის მოქმედების პერიოდს, ფენჰექსამიდის მცენარეში ლოკალიზებული, სისტემური განაწილება განასხვავებს მას, როგორც კონტაქტური ისე ტიპიური სისტემური ფუნგიციდებისაგან.

 

უპირატესობები

  • მოქმედების ახალი მექანიზმი
  • ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან გადამკვეთი რეზისტენტობის არარსებობა
  • ნაცრისფერ სიდამპლეზე და თანამგზავრ პათოგენებზე საუკეთესო მოქმედება
  • მომხმარებელზე, ოპერატორებზე და გარემოზე უსაფრთხოება

გამოყენება

კულტურა

მავნე ობიექტი

ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა ან კონცენტრაცია)

ლოდინის პერიოდი (დღე)

დამუშავების პერიოდი

ვაზი

ნაცრისფერი სიდამპლე

1.0

15

ვეგეტაციის პერიოდი

ატამი, ალუბალი

მონილიოზი, ნაყოფის სიდამპლე

1.0

10

ვეგეტაციის პერიოდი

ხენდრო (მარწყვი)

ნაცრისფერი სიდამპლე

0,1%-იანი ნაზავი

7

ბუტონიზაციის ფაზა

ყვავილობის პერიოდი

ყვავილობის დამთავრებისას

პომიდორი, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა

ნაყოფის სიდამპლე

1.0

 10

მცენარის სიმაღლე 50 სმ-მდე

1.5

მცენარის სიმაღლე 50-125 სმ-მდე

2.0

მცენარის სიმაღლე 125 სმ-ზე მეტი

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

ტელდორი