ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში! დახმარებისთვის გთხოვთ მოგვწეროთ support@agrosphere.ge-ზე ან დაგვირეკოთ ნომერზე 0322 500 900
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900

სერენადე ასო

373.89

პირადი ინფორმაცია

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ბაცილუს სუბტილის, შტამი QST 713
პრეპარატული ფორმა
სუსპენზიის კონცენტრატი
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

ფუნგიციდი სერენადე® ასო არის ნიადაგიდან და ფოთლიდან მოქმედი მძლავრი ხელსაწყო ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ. გამოყენებულ უნდა იქნას თესვისას ან წამლობის დროს. სერენადე® ასო მყისიერად ქმნის დაავადების მიმართ დამცავ შრეს, სათესლე მასალისა და ნარგავის ირგვლივ.

მოქმედების მექანიზმი

ფუნგიციდ სერენადე® ასო-ს აქტიური ნივთიერება Bacillus subtilis შტამი QST 713, არის ნიადაგის სასარგებლო ბაქტერია.

ფესვების კოლონიზაციის ოსტატს - Bacillus subtilis შტამი QST 713, როგორც ეს არის ფორმულირებული ფუნგიციდ სერენადე® ასო-ში შეუძლია სწრაფად წარმოქმნას მჭიდრო ბიოლენტა მცენარეთა ფესვთა სისტემაზე. ბიოლენტა მოქმედებს, როგორც დამცავი ბარიერი ფესვსა და ნიადაგში არსებული დაავადებებს შორის.

ფუნგიციდ სერენადე® ასო-ში არსებული სასარგებლო ბაქტერია გამოიმუშავებს სოკოვან და ანტიბაქტერიულ მეტაბოლიტებს, რომლებიც წამოდგენილია პროდუქტში გამოყენებისას და შესაძლებელია გამომუშავდნენ ნიადაგში, ფესვთა კოლონიზაციისას.

აღნიშნული ქიმიური ნივთიერებები:

  • ანადგურებენ დაავადებებს
  • ააქტიურებენ მცენარის ბუნებრივ დაცვით მექანიზმს
  • ხელს უწყობენ მცენარის ზრდას
  • ზრდიან ფოტოსინთეზის ეფექტურობას
  • აუმჯობესებენ საკვები ნივთიერებების შეთვისების უნარს

გამოყენება

  • სამუშაო ნაზავის რეკომენდებული ხარჯი ლ/ჰა: ხეხილი და მარწყვი _ 800; პომიდორი (ღია გრუნტი) _ 500-1000; კიტრი (ღია გრუნტი) _ 300-1000; პომიდორი და კიტრი (დახურული გრუნტი) _ 300.

უპირატესობები

  • ეფექტური კონტროლი _ პირდაპირ მოქმედებს დაავადებებზე ნიადაგში (Pythium, Rhizoctonia, Fusarium-ის ჩათვლით), ასევე ზოგიერთ Phytophthora-ს შტამზე.
  • აქტიური დაცვა _ ააქტივებს მცენარის ბუნებრივ დაცვით მექანიზმს, სისტემური რეაქციების გრუნტირების მეშვეობით, ზრდის სტიმულირებით და სტრესისადმი მდგრადობით.
  • მოქნილობა გამოყენებისას _ სამუშაო ხსნარის ავზში შესალებელია პრეპარატის სხვა პროდუქტებთან შერევა როგორიცაა, ფუნგიციდები ან აგროქიმიკატები, გამოყენება შესაძლებელია არსებული გამაფრქვევლის ან საწამლი დანადგარის მეშვეობით.
  • უნიკალური მოქმედების მექანიზმი _ სერენადე® ასო შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვა ფუნგიციდებთან ერთად, ფუნგიციდის მიმართ რეზისტენტობის განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

კომპლექსური მოქმედება

სერენადე® ასო არის, ბაქტერიციდი და ფუნგიციდიც. სერენადე® ასო-ს არ გააჩნია ლოდინის პერიოდი. საუკეთესოა ინტეგრირებულ დაცვის სქემაში (IPM). შესაძლებელია ბიომეურნეობაში გამოყენება.

გამოყენება

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) გამოყენების მეთოდი, დამუშავების პერიოდი
ვაშლი ნაყოფის (მონილიოზური სიდამპლე), ნაცრისფერი სიდამპლე, ბაქტერიული დამწვრობა, ქერქის ბაქტერიული კიბო 4.0-8.0 შესხურება ყვავილობისას, მოსავლის აღებამდე
გარგარი მონილიოზი (მონილიოზური დამწვრობა), კლასტეროსპორიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე 6.0-8.0 შესხურება ვეგეტაციის დროს ყვავილობისას, მოსავლის აღებამდე
ალუბალი მონილიოზური დამწვრობა და ნაყოფის სიდამპლე 6.0-8.0 შესხურება ვეგეტაციის დროს ყვავილობისას, მოსავლის აღებამდე
ვაზი ნაცრისფერი სიდამპლე 8.0 შესხურება ვეგეტაციის დროს ყვავილობისას, მოსავლის აღებამდე
ატამი მონილიოზური დამწვრობა, ატმის ფოთლების სიხუჭუჭე, კლასტეროსპორიოზი, კურკოვანთა ბაქტერიული ლაქიანობა, ნაცრისფერი სიდამპლე 4.0-8.0 შესხურება ვეგეტაციის დროს ყვავილობისას, მოსავლის აღებამდე
მარწყვი ნაცრისფერი სიდამპლე 4.0-8.0 1-2 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში ყვავილობისას 7-10 დღის ინტერვალით, 3-4 - მოსავლის აღებამდე 7-10 დღის ინტერვალით
პომიდორი ბაქტერიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე 4.0-6.0 1 დამუშავება- ყვავილობის შემდეგ, შემდგომი დამუშავება - 6-8 დღის შემდეგ
კიტრი ბაქტერიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე 4.0-6.0 1 დამუშავება-გაღვივებიდან 2-3 კვირის შემდეგ, შემდგომი დამუშავება - 6-8
პომიდორი (დახურული გრუნტი) ბაქტერიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე 4.0-6.0 1 დამუშავება- ყვავილობის შემდეგ, შემდგომი დამუ- შავება - 6-8 დღის შემდეგ
კიტრი (დახურული გრუნტი) ბაქტერიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე 4.0-6.0 1 დამუშავება- ნიადაგში გადატანიდან 2-3 კვირის შემდეგ, შემდგომი დამუ-შავება - 6-8 დღის შემდეგ
წიწაკა ბაქტერიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე, ალტერნარიოზი 4.0-6.0 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. 1 დამუშავება ყვავილობისას, შემდგომი დამუშავება 6-8 დღის შემდეგ
კაკლოვნები (ნუში, კაკალი, პეკანი, თხილი, ფისტა) ბაქტერიული შავი ლაქიანობა, ანთრაქნოზი, ფოთლების დაფაცხავება, მონილიოზური სიდამპლე, ბაქტერიული კიბო 4.0-8.0 ბაქტერიული შავი ლაქიანობა - შესხურება არაუგვიანეს ყვავილობის დაწყებამდე, შემდგომი დამუშავება 7-10 დღის ინტერვალით ან საჭიროებიდან გამომდინარე. მაქსიმალური ეფექტურობისთვის გამოიყენეთ ნალექის მოსვლამდე. დაავადების რთული ფორმების შემთხვევაში ეფექტურობის ამაღლების მიზნით გამოიყენეთ სხვა რეგისტრირებულ სპილენძის ფუძეზე დამზადებულ ბაქტერიციდებთან კომბინაციაში. ანთრაქნოზი, ფოთლების დაფაცხავება მონილიოზური სიდამპლე - შესხურება დაავადების განვითარებამდე, შემდგომი დამუშავება 7-10 დღის ინტერვალით ან საჭიროებიდან გამომდინარე. ბაქტერიული კიბო - შესხურება დაავადების განვითარებამდე, შემდგომი დამუშავება 7-10 დღის ინტერვალით ან საჭიროებიდან გამომდინარე. დაავადების რთული ფორმების შემთხვევაში ეფექტურობის ამაღლების მიზნით გამოიყენეთ სხვა რეგისტრირებულ ფუნგიციდებთან კომბინაციაში
მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

სერენადე ასო