იარატერა კალცინიტი - კალციუმის ნიტრატი
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

იარატერა კალცინიტი - კალციუმის ნიტრატი

პროდუქტის კოდი: 00000000146
97.43
აირჩიეთ:
25 კგ.
1 კგ.
4 კგ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 25.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
Yara
ქვეყანა
ნორვეგია

პროდუქტის აღწერა

წყალში ხსნადი სასუქი - იარატერა    კალცინიტი - კალციუმის გვარჯილა

 

YaraTera™ CALCINIT™ წყალში სრულად ხსნადი, აზოტის და კალციუმის შემცველი სასუქია, რომელიც განკუ­თ­ვ­ნილია მო­რ­წ­ყ­ვის სხვადასხვა სისტემებისთვის, აგრეთვე ფესვგარეშე (ფოთლოვანი) გამოკვებისთვის. იგი გამოი­ყენება ფერ­ტი­გა­­ციაში და ჰიდროპო­ნიკის საშუალებით, წვეთოვანი სარწყავი სის­ტემე­ბის გაჭედვის რისკის გარეშე.

 

YaraTera™ CALCINIT™ უზრუნველყოფს აზოტისა და კალ­ციუმის მყისიერ და გრძელვადიან ურთიერთქმე­დებას მცე­ნარე­სთან, განსა­კუ­თ­რებით არახელსაყრელი ნიადაგის სახეობის პირო­ბებში. აუმჯობესებს სა­რეა­ლიზაციო პრო­დუქციის ხარისხის შენარჩუნებას. ზრდის დაავადებების მიმართ მედეგობას ისეთ მცენარეებში, როგო­რიცაა კარტოფილი, ხეხილი და ბოსტნეული კულტურები. კალციუმი, რომელსაც შეიცავს YaraTera™ CALCINIT™, უზრუ­ნ­ველყოფს მცენარეთა კარგ დაფესვიანებას, ამცირებს სტრესულ გავლენას, ამყარებს მცენარის უჯრედის კედლებს და ქსოვილებს. აუმ­ჯო­ბესებს ნა­ყოფის ხარისხს.

 

პროდუქტის უპირატესობები და თვისებები

  • ნიტრატული ფორმის აზოტის ათვისება ხდება უშუალოდ მცენარეების მიერ, რაც იწვევს მათ სწრაფ და პრო­­გ­ნ­ო­­ზირებად ზრდას.
  • აუმჯობესებს კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის კათიონების ათვისებას მცენარეების მიერ.
  • არ არის აქროლადი და არ აბსორბირდება ნიადაგის ნაწილაკების მიერ, რაც სასუქს ხდის მცენარეთათვის მარტივად ხელმისაწვდომს.
  • წარმოადგენს აზოტის წყაროს მებაღეობის და მაღალი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო კულ­ტურების უმეტესობისთვის.
  • კალციუმი აუმჯობესებს მცენარის უჯრედის კედლების სიმყარეს, რაც იწვევს ხარის­ხის გაუმჯობესებას და შენარჩუნებას, ზრდის სასოფლო-სამეურნეო კულტურების სარეალიზაციო იერსახეს.
  • კალციუმი აუმჯობესებს მცენარის უჯრედის კედლის სიმყარეს, ეხმარება მცენარეებს გაუ­მ­კ­ლავდნენ დაავადებებს და მწერების მიერ გამოწვეულ ინფექციებს.
  • კალციუმი აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ხელს უწყობს მაღალმოსავლიანი კულ­ტუ­რების ფესვებისთვის ოპტი­მა­ლური გარემოს შენარჩუნებას.
  • შესაძლებელია შერევა წყალში ხსნად სხვა სასუქებთან, გარდა ისეთებისა, რომ­ლე­ბიც შეიცავენ ფოსფატს ან სულფატს.
  • არ არის აქროლადი.
  • არ აბსორბირდება ნიადაგის ნაწილაკების მიერ და ხელმისაწვდომია მცენარეებისთვის.
  • გარეგნული იერსახე - მცირე ზომის გრანულები.

 

ნივთიერება პროცენტული შემადგენლობა (%)
N (აზოტი) N (აზოტი სულ) 15.5
NH4 - ამონიაკური ფორმა 1.1
NO3 - ნიტრატული ფორმა 14.4
Ca - კალციუმი 19
CaO - კალციუმის ოქსიდი 26.5

 

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

იარატერა კალცინიტი - კალციუმის ნიტრატი