აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

კრისტა მკპ - მონოკალიუმის ფოსფატი

პროდუქტის კოდი: AD000001307
242.30
აირჩიეთ:
25 კგ
1 კგ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 25.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
Yara
ქვეყანა
ისრაელი

პროდუქტის აღწერა

მარტივი წყალში ხსნადი სასუქი - კრისტა მკპ - მონოკალიუმის ფოსფატი

 

YaraTera KRISTA МКР არის წყალში სრულად ხსნადი მონოკალიუმის ფოსფატი. წყალში იხსნება სწრაფად, ყოველგვარი ლექის წარმოქმნის გარეშე. განკუთვნილია ყველა სახის  სარწყავი სისტემით გამოყენებისთვის.

 

პროდუქტის უპირატესობები და თვისებები

  • არ შეიცავს აზოტს, რაც იდეალურია გვიანი გამოყენებისათვის, როდესაც საჭიროა აზოტის დონის კონტროლი.
  • იდეალურია აზოტის სასუქებთან შერევისთვის, როგორიცაა კალციუმის ნიტრატი (ცალკე ჭურჭელში), კალიუმის ნიტრატი, ამონიუმის ნიტრატი და შარდოვანა.
  • არ შეიცავს აზოტს ამონიუმის ფორმით, ამიტომ იდეალურია ჰიდროპონიკისთვის.
  • შერევა შესაძლებელია ყველა წყალში ხსნად სასუქთან, გარდა კალციუმის ნიტრა­ტი­სა და მაგნიუმის კონცენტრირებული ხსნარებისა.
  • YaraTeraTM KRISTATM MKP-ს ფესვგარეშე გამოყენება იძლევა ნაცრის თავიდან აცილების საშუალებას, როდესაც ინფექციის ზემოქმედება ჯერ კიდევ დაბალია (სუსტია).
  • გარეგნული იერსახე - წვრილი კრისტალური ფხვნილი.

 

აზოტის გარეშე

YaraTeraTM KRISTATM MKP არ შეიცავს აზოტს, რაც მას ხდის ფოსფორისა და კალიუმის იდეალურ წყა­როდ მსხმოიარე მცენარეებისთვის გვიანი გამოყენებისთვის, როდე­საც საჭიროა აზოტის გამოყენების კონტროლი.

YaraTeraTM KRISTATM MKP ასევე იდეალურია აზო­ტის შემცველ სასუქებთან ერთად გამოყენებისთვის, როგორიცაა კალციუმის ნიტრატი,  ან კალიუმის ნიტრატი, ამონიუმის ნიტრატი ან შარდოვანა.

 

ამონიუმის გარეშე

YaraTeraTM KRISTATM MKP იდეალურია ჰიდროპონიკით გამოყენებისთვის, რადგან იგი არ შეიცავს აზოტს ამო­ნიუმის ფორმით.

 

თავსებადობა

YaraTeraTM KRISTATM MKP -ს შერევა შესაძლებელია ყველა წყალში ხსნად სასუქთან, გარდა  კალციუმის  ხსნადი და მაგნიუმის კონცენტრირებული სასუქებისა.


აავადება

YaraTeraTM KRISTATM MKP -ს ფოთლოვანმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ფოთლის დაავადებების ჩახშობას, როგორიცაა ნაცარი, როდესაც მცენარეებზე ინფექციის ზემოქმედება ჯერ კიდევ და­ბა­ლია (სუსტია).

 

მაღალი სიწმინდე

არ შეიცავს ქლორს, ნატრიუმს და მძიმე მეტალებს.


დაბალი EC (exasiemens-ექსასიმენსი)

ხსნარში YaraTeraTM KRISTATM MKP-ს აქვს დაბალი EC - 0.7 მ/წმ. ეს ნიშნავს, რომ ის შედარებით უსაფრ­თხო სასუქია, მისი გამოყენება შესაძლებელია ფოთლოვანი გამოკვებით, რადგან ფოთლების დამწვრობის რისკი მინიმალურია.

 

pH-ის ბუფერი

YaraTeraTM KRISTATM MAP-ის ფოსფორის კომპონენტი ახდენს ფერტიგა­ციისთვის ხსანრების ბუფერირებას, რითაც ინა­ჩუნებს pH-ის სტაბილურობას დაახლოებით 4,5-ის დო­ნეზე.

YaraTeraTM KRISTATM MKP ასევე ახდენს ქიმიურ ხსნარების ბუფერირებას, ზრდის პესტიციდებით შეს­ხურების ეფექტურობას

 

ნივთიერება პროცენტული შემადგენლობა (%)
P2O5 - ფოსფორის პენტოქსიდი 52
K2O - კალიუმის ოქსიდი 34

 

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

კრისტა მკპ - მონოკალიუმის ფოსფატი