ვიპპერი - წამალი სარეველა ბალახის გასანადგურებლად
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ვიპპერი

პროდუქტის კოდი: 00-00019405
278.43
აირჩიეთ:
20 ლ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 18.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
გლიფოსატი იზოპროპილამინის მარილი 480 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
წყალხსნარი
მწარმოებელი
DEVA
ქვეყანა
თურქეთი

პროდუქტის აღწერა

ვიპპერი - გლიფოსატი იზოპროპილამინის მარილი 480 გ/ლ

 

მცენარეთა დაცვის საშუალების გამოყენება:

საუკეთესო შედეგი მიიღწევა სარეველების აქტიური ზრდის პერიოდში. გასათვალისწინებელია, რომ ჰერბიციდის ნაზავი არ უნდა მოხვდეს კულტურული მცენარის მწვანე მასაზე და ახალგაზრდა ნერგებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ვიპპერი 48 წხ არის სიტემურად მოქმედი პრეპარატი, ნიადაგის კულტივაცია, რომელიც აზიანებს სარეველებს არ უნდა განხორციელდეს შესხურებიდან სულ მცირე 4-5 დღით ადრე, რათა პრეპარატმა შეაღწიოს სარეველებში.


წყლის ხარჯვის იდეალური რაოდენობა ერთ ჰექტარზე 200-400 ლიტრია. შესხურებისას ეს მიზანი მიიღწევა ბრტყელჭავლოვანი ბუნიკების გამოყენებით და შემასხურებლის დაბალი წნევით მუშაობისას. არ მოახდინოთ შესხურება ქარიან ამინდში, მაღალი წნევის აგრეგატებით.

 

ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ:

 

მცენარეთა დაცვის საშუალება ვიპპერი 48 წხ არის ჰერბიციდი, რომელიც მისი მოქმედების მექანიზმით კლასიფიცირდება როგორც G ჯგუფის ჰერბიციდი. იგივე მოქმედების მექანიზმის მქონე პესტიციდების განმეორებით გამოყენება ხელს უწყობს რეზისტენტობის განვითარებას. ამ მიზნით, არ გადაამეტოთ ვიპპერი 48 წხ -ს გამოყენება რეკომენდებულ რაოდენობას ერთ სეზონზე, რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით. იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა შესხურების გამეორება, ყურადღება მიაქციეთ იმ მცენარეთა დაცვის საშუალების გამოყენებას, რომელთაც გააჩნიათ განსხვავებული მოქმედების მექანიზმი (G ჯგუფის გარდა).

 

თავსებადობა:

არშეიძლება სხვა პესტიციდებთან შერევა.

 

გამოყენების რეგლამენტი

 

კულტურა მავნე ობიექტი გამოყენების
პერიოდი და მეთოდი
ხარჯვის
ნორმა (ლ/ჰა)
ვაზი,
ხეხილი
ერთწლიანი, მარცვლოვანი და
ორლებნიანი სარეველები
მიმართული შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე
გაზაფხულზე ან ზაფხულში (კულტურის დაცვით)
3
ვაზი,
ხეხილი
მრავალწლიანი მარცვლოვანი და
ორლებნიანი სარეველები
მიმართული შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე
გაზაფხულზე ან ზაფხულში (კულტურის დაცვით
4
მინდვრები
განკუთვნილი
საგაზაფხულო
ნათესებისთვის
მრავალწლიანი მარცვლოვანი და
ორლებნიანი სარეველები
ნათესების შესხურება შემოდგომით, მოსავლის
აღების შემდეგ
4
სარკინიგზო
მაგისტრალები,
სამრეწველო
ობიექტები
არასასურველი ბალახოვანი და
ბუჩქოვანი მცენარეულობა
მიმართული შესხურება ვეგეტირებულ არასასურველ
მცენარეებზე
4-6

 

სამუშაო ნაზავის მომზადება შესხურებისთვის:


მცენარეთა დაცვის საშუალების, გამოთვლილი, რეკომენდებული რაოდენობა ჯერ შეურიეთ წყალს
ცალკე ჭურჭელში. შემასხურებლის ავზი შეავსეთ წყლით ნახევრად. დაამატეთ ნაზავი ავზში
ჩართული შემრევით. შემასხურებლის შემრევი უნდა იყოს ჩართული შესხურების დასრულებამდე.
მომზადებული მცენარეთა დაცვის საშუალების ნაზავი გამოიყენეთ იმავე დღეს. წყლის ხარჯვის
ნორმა 200-400 ლ/ჰა

შემატყობინე როდის იქნება

ვიპპერი