ჩვენს შესახებ

შპს „ნობლექსი“ 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და დღესდღეობით წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას ამ მიმართულებით, თბილისსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით „აგროსფერო“.

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ქართველ ფერმერებს თავიანთ საქმიანობაში, გავუჩინოთ მოტივაცია, რათა სოფლის მეურნეობას მეტი ხალისით და ენთუზიაზმით ემსახურონ, საკუთარ მიწაზე მოიყვანონ ქართული მოსავალი, რომელიც მათი კეთილდღეობის საფუძველი და ფინანსური გარანტი გახდება.

ჩვენი წარმატების საიდუმლო პროდუქციის ხარისხი, მომსახურების მაღალი სტანდარტი და ხელმისაწვდომობაა:

 

პროდუქციის ხარისხი

მომხმარებელთა კომფორტისთვის „აგროსფერო“-ში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სრული გვაქვს სპექტრი წარმოდგენილი, რაც მათ საშუალებას აძლევს ყველაფერი ერთიან სივრცეში შეიძინონ, დაზოგონ დრო, ენერგია და მიიღონ მაღალკვალიფიციური კონსულტაცია, რაც საბოლოო ჯამში საუკეთესო შედეგს განაპირობებს. ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს: მცენარეთა დაცვის საშუალებებს, მინერალურ სასუქებს, აგროტექნიკას, სათესლე მასალას, წვეთოვანი მორწყვის სისტემებს, სამუშაო იარაღებსა და ფერმერისთვის საჭირო სხვა პროდუქციას, ასევე დანადგარებისა და დამხმარე მასალების ფართო სპექტრს ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოებისთვის.

საქართველოში წარმოვადგენთ მსოფლიოს ლიდერ 20-ზე მეტ კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით: მცენარეთა დაცვის საშუალებები - Bayer AG, მინერალური სასუქები - Yara, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა - Claas, სათესლე მასალა - Rijk Zwaan, Nunhems, ფილტრაციის სისტემები Pall, მუხის კასრები და დამხმარე მასალები - Seguin Moreau და სხვა.

 

მომსახურების მაღალი სტანდარტი

„აგროსფერო“-ს მაღაზიათა ქსელში შეძენილ პროდუქციას, თან ერთვის მაღალკვალიფიციური კონსულტაცია, რომელიც მიმართულია საუკეთესო შედეგისკენ.

ჩვენი მიზანი მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურებით მიღებული შედეგია, რადგან მნიშვნელოვანია, ურთიერთობა მომხმარებელთან ერთჯერადი მომსახურებით არ შემოიფარგლოს, არამედ გრძელვადიანი, საერთო შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის სახე მიეცეს.

იმისათვის რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ, მხარში ვუდგავართ ფერმერებს, ვახორციელებთ მათი მეურნეობების მონიტორინგს, ყოველთვის ადგილზე ვეცნობით არსებულ მდგომარეობას, ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და ვეხმარებით მოსავლის დაგეგმვაში.

ფერმერის უხვი მოსავალი „აგროსფერო“-ს წარმატებაა!

 

ხელმისაწვდომობა

კომპანიის ცენტრალური ოფისი და საწყობი მდებარეობს თბილისში. პროდუქცია წარმოდგენილია „აგროსფერო“-ს სერვისცენტრებში და ოფიციალურ პარტნიორებთან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ონლაინ მაღაზია agrosphere.ge-ს საშუალებით ჩვენი პროდუქცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა ფერმერებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით.

„აგროსფერო“ დაარსების დღიდან მუდმივად ვითარდება და განაგრძობს წინსვლას, დღეს შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ „აგროსფერო“ მომხმარებლებისთვის ასოცირდება პროფესიონალიზმთან და მაღალი ხარისხის პროდუქციასთან.

ჩვენი პარტნიორები

Arysta Lifescience Step Systems Freund Vicotria Mantis ULV Grifo Seguin Moreau Pall Pessl Instruments Irritec Pellenc Felco Rijk Zwaan Nunhems Aglukon Agrostulln Lemken IQV KWS Saatbau Claas Yara Bayer AG

მისამართი

ცენტრალური ოფისი

კახეთის გზატკეცილი 155, 0190 თბილისი, საქართველო

ელ. ფოსტა:

ტელეფონი: