კონფიდენციალურობის პოლიტიკა
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მონაცემების შეგროვების მიზანია მომსახურებისა და პროდუქციის გაუმჯობესება, მოგაწოდოთ შეტყობინებები, შეთავაზებები და ინფორმაცია აქციების შესახებ, დავიცვათ როგორც ჩვენი ასევე მომხმარებლის უფლებები და ინტერესები, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

მონაცემების შეგროვების გზები:

ინფორმაცია თქვენგან მოგვეწოდება სხვადასხვა ტექნოლოგიების მეშვეობით, თქვენს მიერ, ჩვენი პროდუქტების ან სერვისების გამოყენების პროცესში.

  • თქვენგან ინფორმაცია მოგვეწოდება გარე გაყიდვებისა და კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის მეშვეობით
  • როდესაც სარგებლობთ ჩვენი ლოიალურობის ბარათით
  • თქვენგან ინფორმაციას ვიღებთ ჩვენს ვებ-გვერდზე, https://agrosphere.ge - ზე რეგისტრაციისას და ასევე მისი გამოყენების პროცესში
  • სოციალური მედიის არხების მეშვეობით, ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით ან ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით, რომელსაც იყენებთ ჩვენთან კომუნიკაციის დროს.
  • ასევე თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხორციელდება cookie ფაილების მეშვეობით.

პერსონალური ინფორმაციის შემადგენლობა:

ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ თქვენზე ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, IP მისამართი, მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ნომერი, ადგილმდებარეობა, სამსახურეობრივი სტატუსი, საქმიანობის სფეროს და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას რომელსაც თქვენ გადმოგვცემთ.
ვებ-გვერდს, agrosphere.ge, არ გააჩნია წვდომა ანგარიშსწორებისას გამოყენებულ საგადახდო ბარათებზე.
ბარათით ანგარიშსწორებისას ხდება გადამისამართება პარტნიორი ბანკის დაცულ გვერდზე, რომელიც მთლიანად პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის დაცვაზე.

"ქუქი" - (Cookies)

ჩვენ ვიყენებთ cookie ფაილების, რომლის მეშვეობითაც ვაკვირდებით ჩვენს ვებსაიტზე მომხმარებლის ქცევას, შედეგად გთავაზობთ საიტის საუკეთესო გამოცდილებას და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ჩვენს მიერ შეგროვებული  Cookie მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

მოწყობილობის ტიპი, ეკრანის რეზოლუცია , ოპერაციული სისტემა, IP მისამართი და ბრაუზერის შესახებ ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი შემოდის ჩვენს ვებგვერდზე.

ვებგვერდის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, რომელიც გაფრთხილებთ Cookie ფაილების მეშვეობით მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ, ღილაკზე დაჭერით „გასაგებია“ თქვენ თანხმობას აცხადებთ აღნიშნული მეთოდით თქვენს შესახებ შეგროვდეს ინფორმაცია.

მომხმარებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს რომ, თუ არ დაეთანხმებით „Cookie პოლიტიკას“ და არ დააჭერთ ღილაკს „გასაგებია“, მაგრამ ამავდროულად გააგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას - აღნიშნული ქმედება ჩაითვლება თქვენს თანხმობად „Cookie პოლიტიკის“ შესახებ.

შენიშვნა
Cookie ფაილების შეზღუდვას ან დაბლოკვას შეძლებთ თვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან.  


ამასთანავე გაცნობებთ რომ, ჩვენს მიერ თქვენთვის შემოთავაზებული კონკრეტული სერვისები, არ იმუშავებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით Cookie-ის ფაილებს.



„Facebook ავტორიზაცია“

ჩვენს ვებგვერდზე https://agrosphere.ge - ზე შესაძლებელია Facebook-ით ავტორიზაცია, ეს იმას ნიშნავს რომ, თუ თქვენ დარეგისტრირებული ბრძანდებით Facebook-ზე და დააჭერთ „Facebook-ით შესვლას“-ს, თქვენი ორივე პროფილი შეერთდება.

შენიშვნა
საიტზე სამუშაოს დასრულების შემდეგ სისტემიდან ავტომატური გამოსვლა არ განხორციელდება და სესიის დასრულებამდე მონაცემები მესამე პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ზემო აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მომხმარებელს ეკისრება.

„Google ავტორიზაცია“

ჩვენს ვებგვერდზე https://agrosphere.ge  - ზე შესაძლებელია Google-ით ავტორიზაცია, ეს იმას ნიშნავს რომ, თუ თქვენ დარეგისტრირებული ბრძანდებით Google -ზე და დააჭერთ „Google-ით შესვლას“-ს, თქვენი ორივე პროფილი შეერთდება.

შენიშვნა
საიტზე სამუშაოს დასრულების შემდეგ სისტემიდან ავტომატური გამოსვლა არ განხორციელდება და სესიის დასრულებამდე მონაცემები მესამე პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ზემო აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება მომხმარებელს.

 

ინფორმაციის კონფიდენციალურობა:

თქვენი მონაცემები იქნება დაცული და გამოყენებული მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციისთვის და ინფორმაცია გადაეცემა მესამე მხარეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ  შემთხვევებში.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენ, https://agrosphere.ge  ვიცავთ თქვენს კონფიდენციალურობას და მზად ყოფნას გამოვთქვამთ დავიცვათ თქვენი უფლებები, თქვენი პერსონალური მონაცემების კანონიერი დამუშავების და დაცვის მიმართულებთ.

ჩვენი ვებსაიტის, პროდუქტებისა თუ სერვისების გამოყენებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენი მონაცემების შეგროვების, გამოყენების და გაზიარების შესახებ მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ექვემდებარება განახლებას, იმ შემთხვევაში თუ რაიმე ცვლილება განხორციელდება საკანონმდებლო დონეზე, აქედან გამომდინარე, საჭიროა მისი გაცნობა გარკვეული პერიოდულობით. 

მონაცემების შეგროვების მიზეზი და მიზანი

ჩვენ ვიყენებთ თქვენ შესახებ შეგროვებულ მონაცემებს, რათა მოგაწოდოთ მომსახურება, გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქცია და სერვისები; გაგიწიოთ მხარდაჭერა და გამოგიგზავნოთ შეტყობინებები, შეთავაზებები და ინფორმაცია აქციების შესახებ, დავიცვათ ჩვენი და მომხმარებლის უფლებები, ინტერესები და მოქმედი კანონმდებლობა.

თქვენს მონაცემებს ჩვენ ვიყენებთ ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნებისათვის:

  • მომხმარებლის იდენტიფიკაცია ონლაინ საიდენტიფიკაციო სისტემების გამოყენებით;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის შესახებ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით თქვენთვის საუკეთესო შეთავაზების ფორმირება
  • https://agrosphere.ge - ის მართვა და გაუმჯობესება, საიტზე განთავსებული ქონთენთის ოპტიმიზირება იმ კუთხით, რომ მომხმარებელმა ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესში საუკეთესო გამოცდილება მიიღოს.
  • მარკეტინგული კვლევის მიზნებისთვის, რომლის საფუძველზეც ხორციელდება მომხმარებლისთვის მოთხოვნილებებისა და საჭიროებების დაკმაყოფილება.
  • ჩვენი კომპანიის, პროდუქტებისა და მომსახურების (ვებ-გვერდებზე, მობილური სერვისებით, ფოსტით, ელ-ფოსტით, ტელეფონით ან მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით) რეკლამირება, და ჩვენი შემოთავაზებების პერსონალიზაცია თქვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.

პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა

თქვენი პირადი მონაცემები ინახება მთელი პერიოდის განმავლობაში სანამ კომპანია გემსახურებათ.

ასევე, მომსახურების დასრულების შემდეგ, მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას https://agrosphere.ge ინახავს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

თქვენი უფლებები პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით: გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ შეგროვებული პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ აღნიშნული არ არის სწორი, არაზუსტია ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება მოხდა კანონის საწინააღმდეგოდ.

აღნიშნულის განსახორციელებლად დააჭირეთ ღილაკს „დააფიქსირეთ მოთხოვნა“, შეიყვანეთ ელ.ფოსტა რომლითაც რეგისტრირებული ბრძანდებით ჩვენს ვებსაიტზე, გაიარეთ ვერიფიკაცია, მონიშნეთ შესაბამისი ველი და დააფიქსირეთ მოთხოვნა.

აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, შევწყვიტოთ მონაცემების ზემოაღნიშნული სახით დამუშავება და წავშალოთ თქვენს შესახებ შეგროვებული ინფორმაცია, შევასრულოთ ყველა ის მოთხოვნა რასაც დააფიქსირებთ, მოთხოვნის დაფიქსირების დოკუმენტში.

შენიშვნა

  • ჩვენ ხელმძღვანელობთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენს შესახებ შეგროვებული პირადი ინფორმაცია.
    აღნიშნული ტიპის ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა კანონმდებლობებიდან, რომელიც დაკავშირებულია აღიშნულ საკითხთან.
  • ანგარიშის დახურვის/გაუქმების თანვე, თქვენ აღარ გექნებათ წვდომა https://agrosphere.ge -ის რომელიმე მომსახურებასთან, რომელიც საჭიროებს https://agrosphere.ge -ის ანგარიშის ქონას.
    თქვენ ასევე დაკარგავთ ყველანაირ წვდომას ინფორმაციასთან, რომელიც ინახებოდა თქვენს პირად ანგარიშში, ( მაგ. შესყიდვების ისტორია, თქვენი მისამართები, კალათში დამატებული პროდუქტები და სხვა) რადგან ისინი განადგურდება, თქვენი მოთხოვნისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
  • ანგარიშის დახურვის შემდეგ, შესაძლოა თქვენ კვლავ დაგიკავშირდნენ „აგროსფეროდან“, კერძოდ მიიღოთ ჩვენგან შეტყობინება ელ. ფოსტაზე, ტელ ნომერზე ან სხვა საშუალებით განხორციელდეს თქვენთან კომუნიკაციის დამყარება, ეს განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მიმართ გაქვთ ფინანსური ან სხვა ვალდებულებები.