დიზაინერი
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

დიზაინერი 5 ლ

პროდუქტის კოდი: 00-00026597
788.00
აირჩიეთ:
5 ლ
50 მლ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ადგილზე მიტანის მომსახურება: 11.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
სინთეტიკური ლატექსი 25.60%
პრეპარატული ფორმა
ზეთოვანი ემულსია
მწარმოებელი
DE SANGOSSE
ქვეყანა
საფრანგეთი

პროდუქტის აღწერა

დიზაინერი 5 ლ

დიზაინერი წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ ადიუვანტს / მიმწებებელს. ლატექსისა და სუპერ გამაფრქვევლის სრულყოფილი კომბინაცია – ზრდის ფუნგიციდებისა და ინსექტიციდების ეფექტურობას და ხელს უწყობს თქვენი მოსავლის პოტენციალის დაცვას.

მოქმედების მექანიზმი: დიზაინერი არ არის უბრალოდ ადიუვანტი ან მიმწებებელი. იგი მაღალტექნოლოგიურ Latex – Super Spreading საშუალებებს მიეკუთვნება.


  • სუპერ გავრცელება - მცენარის ფოთოლს, განსაკუთრებით კი ისეთ კულტურებს, როგორიცაა კომბოსტო, თხილი ან ვენახი, აქვს ცვილისებრი ნადები (კუტიკულა), რომელიც წყალს იგერიებს. დიზაინერი მკვეთრად ამცირებს სამუშაო ხსნარის ზედაპირულ დაძაბულობას. წვეთი ფოთოლზე მოხვედრისას აღარ ინარჩუნებს სფეროსებრ ფორმას, არამედ მომენტალურად იშლება და ფარავს მაქსიმალურ ფართობს. ეს საშუალებას აძლევს პესტიციდს, შეაღწიოს მცენარის ყველაზე რთულად მისაწვდომ ადგილებში (მაგ. მტევნის შიგნით ან მჭიდროდ განლაგებულ ფოთლებს შორის).

  • ლატექსის დამცავი ბადე - სინთეზური ლატექსის მვეობით, პრეპარატის სამუშაო ნაზავის გაშრობის შემდეგ, მცენარის ზედაპირზე წარმოიქმნება მიკროსკოპული, ელასტიური და ფოროვანი ბადე - აპკი. ეს აპკი აფიქსირებს პესტიციდის მოლეკულებს ფოთოლზე.

  • წვიმის მიმართ გამძლეობა და დამაგრება - დიზაინერი მცენარის ზედაპირზე პესტიციდის ძლიერ მიმაგრებას, მიკვრას უზრუნველყოფს. შესხურებიდან 30 წუთში, ხსნარის გაშრობისთანავე, პრეპარატი წვიმის მიმართ გამძლე ხდება. ძლიერი წვიმის დროსაც კი, ლატექსის ბადე წყალს საშუალებას არ აძლევს, აქტიური ნივთიერება ჩამორეცხოს.

  • აორთქლების კონტროლი და გამოშრობის პრევენცია - მაღალი ტემპერატურის პირობებში, სამუშაო ნაზავი ფოთოლზე ძალიან სწრაფად შრება, რაც ამცირებს პესტიციდის მცენარეში შეღწევადობის დონეს. დიზაინერი აკონტროლებს აორთქლების პროცესს, ინარჩუნებს წვეთს თხევად მდგომარეობაში შედარებით დიდხანს, რაც სისტემურ პრეპარატს დროს აძლევს, უკეთესად შეაღწიოს მცენარის ქსოვილში.

  • წამლობისას პრეპარატის წვრილი ნაწილაკების მცირედი ქარში იფრქვევა და იკარგება. დიზაინერი აუმჯობესებს სამუშაო ხსნარის სიბლანტეს ისე, რომ წვეთები უფრო თანაბარი ზომის ხდება. ეს ამცირებს პრეპარატის ქარის მიერ გაფრქვევას და უზრუნველყოფს მცენარეზე მოხვედრას.



თავსებადობა: არ გამოიყენება ჰერბიციდებთან.


გამოყენების წესი:

სამუშაო ნაზავის მომზადება:

ყურადღებით მიჰყევით შემდეგი ოპერაციების თანმიმდევრობას: დიზაინერის ბოთლი გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ

 

  • ¾ ავზის გაავსეთ წყლით და დაიწყეთ მორევა
  • დაამატეთ პესტიციდის რეკომენდებული რაოდენობა
  • გაავსეთ ავზი
  • შემდეგ დაამატეთ დიზაინერის რეკომენდებული რაოდენობა
  • განაგრძეთ მორევა შესხურების დროს

 

გამოყენების ინსტრუქცია:

დიზაინერის გამოყენება შესაძლებელია 0.014%-იანი ნაზავის მაქსიმალური კონცენტრაციით ყველა კულტურაზე, სახელმწიფოში რეგისტრირებულ ყველა ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან ერთად.

 

სარგებელი:

  • პრეპარატით წამლობის წვიმისადმი გამძლეობა 15-ჯერ იზრდება;
  • საგრძნობლად აუმჯობესებს მცენარის ზედაპირის დასველებას და დაფარვას, რაც პრაქტიკულად უმნიშვნელოვანესია კონტაქტური პესტიციდების გამოყენებისას;
  • აუმჯობესებს პესტიციდებით მკურნალობის მთლიან ეფექტურობას.
  • ზრდის დეპონირებას.
  • ფუზარიუმის კონტროლი ხორბალში
  • გამოიყენება ყველა სასოფლო-სამეუნრეო შემასხურებლით, მათ შორის, დრონით წამლობისას.
  • არ აქვს ლოდინის პერიოდი
  • დაშვებულია ორგანულ მეურნეობებში

 

ბიო სერტიფიცირებულია

 

სერტიფიცირებულია ორგანულ მეურნეობებში გამოსაყენებლად - იხ. ბიო-სერტიფიკატი

შემატყობინე როდის იქნება

დიზაინერი 5 ლ