აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

მარცვლეულის კომბაინი CLAAS EVION 400

აირჩიეთ:
მარცვლეულის კომბაინი CLAAS EVION 400
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოდელი
EVION
მწარმოებელი
CLAAS
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

მარცვლეულის კომბაინი CLAAS EVION 400

მოსახერხებელი, მოქნილი და საიმედო.

 

სოფლის მეურნეობა ოჯახური საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც ძვირფასი ტრადიცია. ამიტომაც ახალი ტექნიკის შეძენა ყოველი ფერმერისთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მომენტია. EVION არის მოსახერხებელი, მოქნილი და საიმედო კომბაინი, რომელიც ფერმერებს თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს სთავაზობს.

EVION - დიდი ოჯახის ახალი წევრი.

 

 

EVION-ის ძლიერი მხარეები

  • მოხერხებულობა - მარტივი და ინტუიციური მართვა ყველასთვის. ყველა შეუძლია EVION-ით მოსავლის აღება, განსაკუთრებით რთულ პირობებშიც კი.
  • მოქნილობა - EVION მარტივად ერგება ყველანარი გარემოს და შენთან ერთად ეფექტურად უმკლავდება ყველანაირ გამოწვევას, მიუხედავად სასოფლო-სამეურნეო კულტურის ტიპისა და მოსავლის აღების პირობებისა.
  • საიმედოობა - კარგია როცა იცი, რომ თავისუფლად შეგიძლია ენდო EVION-ს თაობების განმავლობაში და მიიღო მისი მაღალი წარმადობის სარგებელი გამოყენების ყოველი წუთის განმავლობაში.

 

 

EVION ამარტივებს მოსავლის აღების პროცესს ყველასთვის.

რადგან მოსავლის აღებას სჭირდება მოხერხებულობა.

როდესაც ბევრი საქმეა გასაკეთებელი, მთელი ოჯახი ერთმანეთს ეხმარება, მათ შორის EVION-იც. მაქსიმალური მოხერხებულობისთვის შექმნილი და ინტუიციური მართვის სისტემით აღჭურვილი კომბაინის გამოყენება ყველას შეუძლია თავდაჯერებულად, თუნდაც რთულ პირობებში.

CMOTION-ის მრავალფუნქციური ბერკეტი და მარტივად გასაგებად მოწყობილი CEMIS 700 ტერმინალი ძალიან მარტივი სამართავია. CEMIS 1200 (არჩევითი) გეხამრებათ ყველა კულტურაში ზუსტი GPS-ითა და ქსელური დოკუმენტაციის საშუალებით. LED სამუშაო განათება, სრულად ავტომატური კონდიცირება და დაბალი ხმაურის დონე ქმნის სტრესისგან თავისუფალ სამუშაო გარემოს მუშაობას, როგორი პირობებიც არ უნდა იყოს.

 

 

EVION უმკლავდება ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

რადგან ეფექტურობას სჭირდება მოქნილობა.

 

ოჯახში იცი, რომ ყოველთვის შეგიძლია ერთმანეთის იმედი გქონდეთ. ყველა ერთმანეთს მხარს უჭერს, მათ შორის ახალი EVION-იც. ეს არის კომბაინი, რომელიც სწრაფად ეგუება მოსავლის აღების ახალ სიტუაციებს და თქვენთან ერთად ეფექტურად უმკლავდება მათ.

მოკლე გადაწყობის დრო და კომბინაციის ფართო შესაძლებლობები ნიშნავს, რომ ერთი კულტურიდან მეორეზე თითქმის მყისიერად შეგიძლიათ გადართვა. MULTICROP-ის სალეწი დოლურა მზადაა ნებისმიერი კულტურისთვის, ხოლო უნივერსალური სალეწი სისტემა უზრუნველყოფს ნამჯისა და მარცვლების უკიდურესად ნაზად დამუშავებას, თუნდაც მაღალი გამტარუნარიანობის დროს.

 

 

EVION-ს დააფასებს თაობები.

რადგან მომავალს სანდოობა სჭირდება.

 

როდესაც EVION თქვენს ოჯახს უერთდება, ეს გრძელვადიანია, რადგან მას ჩვენი ოჯახიდან რაღაც მოაქვს: მისი უფროსი ძმების, LEXION-ისა და TRION-ის გამოცდილი ტექნოლოგია. ეს უზრუნველყოფს, რომ EVION-ის იმედი თაობების განმავლობაში გქონდეთ.
CLAAS-ის ხარისხი თქვენი გრძელვადიანი მომსახურებისა და მაღალი გადაყიდვის ღირებულების გარანტიაა. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მაღალი ეფექტურობით, სტაბილური წარმადობით, საწვავის დაბალი მოხმარებით და დაბალი ექსპლუატაციის ხარჯებით თქვენი კომბაინის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ასევე კარგია იცოდეთ, რომ შეგიძლიათ დაეყრდნოთ CLAAS-ის დიდ სერვისის ქსელს, რომელიც ხელმისაწვდომია ყოველთვის, რათა მოგაწოდოთ ნაწილები, რომლებიც იდეალურად ერგება თქვენს მანქანას.

 

 
 
მოსავლის აღების გრძელი პერიოდი ძალიან მცირედ აღიქმება.

თავი იგრძენით ისე, როგორც საკუთარ სახლში.

 
EVION-ს თან ახლავს მრავალი მახასიათებელი, რომლებიც დიდი ხანია პოპულარულია კომბაინის ოპერატორებს შორის, მისი უფროსი ძმების, LEXION-ისა და TRION-ის შემთხვევაში. მაგალითად, შეუდარებელი CLAAS-ის კომფორტი და მოხერხებულობა, ან ინტელექტუალური მართვის სისტემა, რომელიც მარტივ წვდომას გაძლევთ კომბაინის ყველა ფუნქციაზე. კომბაინის მართვა იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერს შეუძლია მისი გამოყენება, თუნდაც რთულ პირობებში.
 
 
 

ტექნიკური მონაცემები

მოდელი გალეწვი სისტემა მეორადი სეპარაცია სალეწი დოლურის სიგანე (მმ) მარცვლეულის ავზის მოცულობა (ლ) ავზის დაცლის სიჩქარე (ლ/წმ)
450 MAXI სტანდარტული 5-კლავიშიანი 1420.00 8000.00 75-90
450 CLASSIC სტანდარტული 5-კლავიშიანი 1420.00  8000.00  75-90
430 MAXI სტანდარტული 5-კლავიშიანი 1420.00   6500.00 75-90
430 CLASSIC სტანდარტული 5-კლავიშიანი 1420.00   6500.00 75-90
 
 

 

იხილეთ მეტი claas.ge

შემატყობინე როდის იქნება

მარცვლეულის კომბაინი CLAAS EVION 400