ტუტა პრო პრესს
სათბურში, პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის (Tuta absoluta) შეჯვარების საწინააღმდეგო საშუალება.
ტუტა პრო პრესს არის ბიოლოგიური კონტროლის ახალი საშუალება, რომელიც კომპანია M2i-ის ბიოკონტროლის კვლევებისა და განვითარების გუნდმა პროფესიონალი მომხმარებლებისათვის შექმნა.
პომიდვრის მენაღმე ჩრჩილი (Tuta absoluta) | |
| აზიანებს | პომიდორს და სხვა - ძაღლყურძენასებრ (კარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვა) მცენარეებს |
| მავნეობის სტადია | მუხლუხო |
| სამიზნე სტადია | ჩრჩილი |
| თაობების რაოდენობა | 12-მდე წელიწადში |
| მოქმედი ნივთიერება | (E, Z, Z)-3,8,11-ტეტრადეკატრიენილ აცეტატი; (E, Z)-3,8-ტეტრადეკადიენ-1-ილ აცეტატი |
გამოყენების წესი
ტუტა პრო პრესს არის პასიური, დიფუზორი, რომელიც სათბურში ნეიტრალურ არეზე უნდა განთავსდეს. სეზონის ბოლოს, აგროვდეს და გამოვიდეს სათბურიდან.
რეკომენდებული რაოდენობა
ტუტა პრო პრესსის 31-დან 46,5 გრამამდე მოქმედი ნივთიერების (ფერომონის) გამოყენებაა შესაძლებელი 1 ჰა-ზე, რომელიც 4-6 ცალი შეფუთვაა.
უნიკალური ფორმულაციის პროცესი
მიკროკაფსულაციის ტექნოლოგია დაპატენტებული M2i-ის მიერ, ეფუძნება ორგანული ნარევის (ნატურალური ცვილი, ნატურალური ზეთი და აქტიური ნივთიერება) დისპერსიას წყალხსნარში (წყალი და პოლიმერი). ამ პროცესის დასრულების შემდეგ ორგანული მასა, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებას (ფერომონს), გარშემორტყმულია პოლიმერის მიკროკაფსულებით.
