პრევიკურ ენერჯი | Agrosphere
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

პრევიკურ ენერჯი

პროდუქტის კოდი: 00000000123
105.45
აირჩიეთ:
1 ლ
10 მლ.
500 მლ.
50 მლ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
პროპამოკარბჰიდროქლორიდი 530 გ/ლ, ალუმინის ფოსეთილი 310 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
წყალში ხსნადი კონცენტრატი
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

სისტემური მოქმედების ფუნგიციდი იცავს ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურებს პერონოსპოროზის ჯგუფის პათოგენებისა და ფესვთა სიდამპლეებისაგან

პრევიკურ® ენერჯი შეიცავს სისტემური მოქმედების უნარის მქონე პროკამოკარბჰიდროქლორიდს და აბსოლუტური სისტემური მოქმედების უნარის მქონე ალუმინის ფოსეთილს. პრეპარატის გამოყენება უზრუნველყოფს სრულ სისტემურ დაცვას და ასევე გააჩნია მცენარის ზრდის, განვითარებისა და იმუნიტეტის სტიმულირების უნარი.

პრეპარატი ეფექტურია ფესვის სიდამპლის, ჭრაქის და ასევე Phytophthora-ს გვარის ზოგიერთი პათოგენის წინააღმდეგ, დაავადების ადრეულ სტადიებზე.

მოქმედების მექანიზმი

პრევიკურ® ენერჯი-ს მოქმედი ნივთიერებები სწრაფად აღწევენ და გადაადგილდებიან მცენარის სისტემაში, რაც უზრუნველყოფს მცენარის სწრაფ და სრულ სისტემურ დაცვას. პრეპარატს ასევე გააჩნია მცენარის განვითარების სტიმულირების უნარი, განსაკუთრებით ზრდის ადრეულ ფაზებში. ეს თვისებები პრეპარატს შეუცვლელს ხდის სასათბურე მეურნეობებში, როგორც ბოსტნეული, ასევე დეკორატიული კულტურების ნიადაგის ან ჩითილების დამუშავებისას. პრევიკურ® ენერჯი გამოიყენება ღია გრუნტშიც, გადარგული ჩითილების გასაძლიერებლად.

რეზისტენტობა

რეზისტენტობა არ გამოვლენილა და პრეპარატის შემადგენელ კომპონენტთა განსხვავებული მოქმედების მექანიზმების არსებობა მომავალშიც გამორიცხავს რეზისტენტობის წარმოქმნას.

უპირატესობები

  • პრეპარატის ორივე მოქმედ ნივთიერებას გააჩნია მოქმედების იდენტური სპექტრი და განსხვავებული მოქმედების მექანიზმი, რაც იძლევა გაძლიერებულ ფუნგიციდურ ეფექტს
  • გარდა პათოგენზე პრეპარატის მოქმედ ნივთიერებათა სწრაფი მოქმედებისა იგი დადებით გავლენას ახდენს მცენარის ზრდაგანვითარების პროცესზე _ აძლიერებს იმუნიტეტს და ასტიმულირებს მის ზრდას
  • მოსახერხებელია გამოყენებისას _ მისი მოხმარება შესაძლებელია როგორც პირდაპირი შესხურების, ასევე ნიადაგის მორწყვის გზით

ყურადღება! ფიტოტოქსიურობის რისკის გამო არ გამოიყენოთ ხელოვნურ სუბსტრატზე (მინერალური ბამბა) დარგულ ჩითილებზე! სუბსტრატის ან სხვა ტექნოლოგიური ელემენტების ცვლილების შემთხვევაში აუცილებელია ჩატარდეს წინასწარი ტესტირება!

გამოყენება

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა ან კონცენტრაცია) გამოყენების ოპტიმალური ვადები დამუშავების ჯერადობა
პომიდორი, კიტრი (ღია და დახურულ გრუნტში) ფესვის სიდამპლე 3.0 წვეთოვანი მორწყვა 4
კიტრი, ნესვი, საზამთრო პერონოსპოროზი 2.5 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2
კიტრის, საზამთროს, პომიდვრის, ბადრიჯნის, სალათის, წიწაკის ჩითილები ბუნებრივ სუბსტრატზე ფესვის სიდამპლე 3 მლ/2 ლ წყალი/მ2, განმეორებით 3 მლ/2 ლ ხსნარი მ2, წიწაკისთვის 6 მლ/2 ლ წყალი მ2 მორწყვა დათესვის შემდგომ განმეორებითი მორწყვა პირველი გამოყენებიდან 7-10 დღის შემდეგ 2

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

პრევიკურ ენერჯი