ფისტ გოლდი
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ფისტ გოლდი

პროდუქტის კოდი: 00-00026602
237.00
აირჩიეთ:
5 ლ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ადგილზე მიტანის მომსახურება: 11.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
პენდიმეთალინი 456 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
კაპსულირებული სუსპენზია
მწარმოებელი
UPL
ქვეყანა
ინდოეთი

პროდუქტის აღწერა

ფისტ გოლდი

ნიადაგიდან მოქმედი სელექციური ჰერბიციდი მრავალი სასოფლო-სამეურნეო კულტურის ნათესებში ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

გამოყენების რეგლამენტი

კულტურა სარეველა ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) რეკომენდაცია
ხორბალი, ქერი, სორგო მწყერფეხა (Digitaria sanguinalis),
დანდური (Portulaca oleracea),
ჯიჯლაყა (Amaranthus hybridus),
მეჩხერყვავილიანი ცენხრუსი (Chenchurus echinatus)
2,5 – 3,5 სარეველების წინააღმდეგ აღმოცენებამდე ნიადაგზე გამოყენება. სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა: 350-450 ლ/ჰა
ბრინჯი მიწის ნუში (Cyperus escaentus),
ბურჩხა (Echinacion colonum),
დანდური (Portulaca oleracea),
ნაცარქათამა (Chenopodium album)
3,0 – 3,5 სარეველების წინააღმდეგ აღმოცენებამდე ნიადაგზე გამოყენება. სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა: 390-490 ლ/ჰა
ხახვი, მწვანე ხახვი, სატაცური, ნიორი მწყერფეხა (Digitaria sanguinalis),
დანდური (Portulaca oleracea),
ჯიჯლაყა (Amaranthus hybridus),
მეჩხერყვავილიანი ცენხრუსი (Chenchurus echinatus)
2,5 – 3,5 სარეველების წინააღმდეგ აღმოცენებამდე ნიადაგზე გამოყენება. სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა: 350-450 ლ/ჰა

 

გამოყენების ინსტრუქცია

ხახვი: ფისტ გოლდი გამოიყენეთ კარგად მომზადებულ და გასუფთავებულ ნიადაგზე, რომელიც გაწმენდილია სარეველებისა და წინამორბედი კულტურის ნარჩენებისგან. გამოყენება ხახვის თესვის შემდგომ, აღმოცენებამდე.

გვალვიან პირობებში, ფისტ გოლდით დამუშავებიდან 3-7 დღის განმავლობაში გამოიყენეთ 5-10 მმ ირიგაცია.

 

სამუშაო ნაზავის მომზადება

პესტიციდის რეკომენდებული დოზა და მიმწებებელი შეურიეთ მცირე რაოდენობის წყალს ცალკე კონტეინერში, მცირე რაოდენობის წყალში გახსენით.

შემასხურებლის ავზი წყლით გაავსეთ ნახევრამდე და ჩართული აგრეგატორის პარალელურად დაამატეთ მომზადებული სამუშაო ნაზავი. განაგრძეთ მორევა და სრულად შეავსეთ წყლით შემასხურებლის ავზი. ერთ ჰა-ზე გამოსაყენებელი წყლის რაოდენობა უნდა შეადგენდეს 200-400 ლიტრს და დამუშავებისას უნდა გამოიყენოთ გამაფრქვეველი ბუნიკი. მომზადებული ჰერბიციდი იმავე დღეს გამოიყენეთ.

 

კალიბრაცია

შესასხურებელი აპარატი გამოყენებამდე უნდა დაკალიბრდეს. ნაზავის მოცულობა კარგად უნდა გადანაწილდეს, რომ თანაბრად დაიფაროს შესასხურებელი ზედაპირი. წამლობა დღის გრილ საათებში უნდა ჩატარდეს, მშვიდი ამინდის პირობებში.

 

კულტურების როტაცია

კულტურები რომელთა დათესვა შესაძლებელია დაუყოვნებლივ: ბამბა, ლობიო, ბარდა, სოია, არაქისი, მზესუმზირა და გადათესილი კულტურები. სხვა კულტურების დათესვა შესაძლებელია 6 თვის შემდეგ.

იმ შემთხვევაში, თუ დამუშავებული ფართობი რაიმე მიზეზით დაზიანებულია: ნიადაგის 15 სმ-მდე კულტივაციით: შესაძლებელია ხორბლის, ქერის, ბამბის, კარტოფილის, ლობიოს, სოიოს და ბარდის დათესვა, ხოლო სიმინდის, ლობიოს და ბარდას დათესვა კულტივაციის გარეშე.

 

ფიტოტოქსიკურობა

ფისტ გოლდმა შეიძლება გამოიწვიოს ფიტოტოქსიკურობა სუსტ და სტრესულ მცენარეებში, რაც გამოწვეულია დაავადებებით, გვალვით, ჭარბი ტენიანობით, ღრმად ჩათესვით, ნიადაგის მაღალი ან დაბალი pH-ით, მარილის მაღალი შემცველობით.

 

რეზისტენტობა

ფისტ გოლდი, მისი მოქმედების მექანიზმით კლასიფიცირდება, როგორც K1 ჯგუფის ჰერბიციდი.

მოქმედების ერთი და იგივე მექანიზმის მცენარეთა დაცვის საშუალებების განმეორებითი გამოყენება ხელს უწყობს რეზისტენტობის განვითარებას, ამიტომ რეზისტენტობის განვითარების შესაფერხებლად, არ გადააჭარბოთ ფისტ გოლდის ხარჯვის რეკომენდებულ ნორმებს წარმოების იმავე სეზონზე. თუ გამოყენების გამეორება აუცილებელია, გამოიყენეთ მცენარეთა დაცვის საშუალებეები მოქმედების განსხვავებული მექანიზმით (K1 ჯგუფის გარდა).

 

თავსებადობა

სხვა მცენარეთა დაცვის საშუალებებთან შერევა არ არის რეკომენდებული. თუ შერევა აუცილებელია, შერევამდე რეკომენდებულია თავსებადობაზე ცდის ჩატარება.

შემატყობინე როდის იქნება

ფისტ გოლდი