აირონმაქს პრო
IP MAX გრანულების მიღება სასიცოცხლო ორგანოებს რკინით გადატვირთავს. რკინის ასეთი ჭარბი რაოდენობა მთლიანად არღვევს კალციუმის მეტაბოლიზმს. IP MAX აფერხებს საჭმლის მონელების პროცესს. მავნებელი კვებას თითქმის დაუყოვნებლივ წყვეტს. რამდენიმე დღეში კი კვდება.
სამიზნე მავნებლები: ლოკოკინა და ლოფორთქინა
უპირატესობები:
- გაფრქვევადობა- თანაბარი კალიბრაცია, მტვრის არარსებობა, დაბალი მტვრევადობა, მაღალი ერთეული მასა და სიმკვრივე;
- მიმზიდველობა -აირონმაქსი მიიზიდავს ლოკოკინასა და ლოფორთქინას, რათა დროულად შეჭამოს გრანულა და სწრაფად მოკვდეს. საყუარას სუნი პრეპარატში აადვილებს მავნებლის აღმოჩენას და ზრის პრეპარატის ეფექტურობას;
- დაბალანსებული გემო - პრეპარატის ეფექტურობისთვის, მავნებელმაგრანულა უნდა შეჭამოს (ლეტალური დოზა). იგი არ ჭამს ზედმეტად ბევრ პრეპარატს, რადგან ლეტალური შედეგის მისაღებად საკმარისი რაოდენობით აღწევს ორგანიზმში.
- ხანგრძლივი მდგრადობა -აირონმაქსის გრანულები, როგორც კოლზაქტივის ფორმულაცია, ხანგრძლივ წვიმიან პირობებს უძლებს და მცენარეს დიდი ხნით იცავს მავნებლისგან.
- სწრაფი ეფექტი -აირონმაქს პრო კარგად და სწრაფად იცავს მცენარეს, სხვა მსგავსი პესტიციდებისგან განსხვავებუთ, რომლებიც უფრო ნელა წამლავენ ლოკოკინას.
გამოყენება:
წამლობის დრო: პრეპარატის გაფრქვევა დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი.
წამლობის დოზირება: დაბალი რისკი - 5კგ/ჰა; საშუალო რისკი - 6 კგ/ჰა; მაღალი რისკი - 7 კგ/ჰა.
დოზა მავნებლის გავრცელების სიხშირის მიხედვით უნდა შეირჩეს. აირონმაქს პრო ძალიან ეფექტურად აკონტროლებს ლოკოკინებს თუ მცენარის დაზიანებამდე შევიტანთ. შესაძლოა, პროდუქტის გამოყენება რამდენჯერმე გახდეს საჭირო, დამოკიდებულია, მავნებლის გავრცელების სიხშირეზე.
როდის შევიტანოთ ტექნიკურ კულტურებში?
- თესვისას;
- ვეგეტაციის ნებისმიერ ფაზაში, სანამ მდგომარეობა კრიტიკული არ გახდება;
- მავნებლის პოპულაციის არსებობისას, თესვამდე შეტანა რეკომენდებულია.
როდის შევიტანოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურებში?
- დარგვამდე;
- დარგვის შემდეგ.
მოერიდეთ გრანულების მცენარის საკვებ ნაწილზე მობნევას. გამოიყენეთ კალიბრირებული გამაფრქვეველი. საჭიროა, გავრცელების არეალში თანაბრად გადანაწილდეს შესაბამისი დოზა. მოერიდეთ გრანულების მტვრევას.
დაშვებულია ორგანულ მეურნეობებში გამოსაყენებლად.
ლოდინის პერიოდი: 0 დღე