ბეკანო
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ბეკანო

პროდუქტის კოდი: CT000004865
982.71
აირჩიეთ:
1 ლ
250 მლ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 6.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ინდაზიფლამი 500 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
სუსპენზიის კონცენტრატი
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

ბეკანო ხეხილში და ვენახში სარეველების საწინააღმდეგო ნიადაგიდან მოქმედი არასელექციური ჰერბიციდი

 

ბეკანო არის ახალი, ნიადაგიდან მოქმედი არასელექციური ჰერბიციდი, რომელიც ფართე სპექტრის სარეველების, აღმოცენებამდე კონტროლის უნიკალური საშუალებაა. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება _ ინდაზიფლამი ცელულოზის ბიოსინთეზის პროცესის ინჰიბიტორია. ალიონი®- გამოყენება ხარჯვის დაბალი ნორმით, გვაძლევს მოქმედების ხანგრძლივ ეფექტს _ დაახლ. 6 თვე. შესაბამისად, ჰერბიციდებით დამუშავების ჯერადობა მცირდება 3-4 დან 1-2 მდე! მოსახერხებელია გამოყენებაში _ შესხურების ჩატარება გვიწევს ძირითადი სამუშაოების (წამლობა და სხვადასხვა აგროტექნიკური ღონისძიებები) დაწყებამდე.

 

მოქმედების მექანიზმი

ბეკანო® მოქმედებს მხოლოდ ნიადაგიდან და არ მოქმედებს შეტანის მომენტში აღმოცენებულ სარეველებზე. ასეთ შემთხვევაში იგი გამოიყენება კომბინაციაში ჰერბიციდებთან, რომელთა მოქმედი ნივთიერებებია ამონიუმის გლუფოსინატი ან გლიფოსატი. ნაზავის კომპონენტების ხარჯვის ნორმები იგივეა, რაც მათი ინდივიდუალურად გამოყენებისას.

ბეკანო® მეტად ეფექტურია ზომიერად ტენიან მიწაზე _ სარეველების აღმოცენებამდე მოსული წვიმის ან მორწყვის შემდგომ.

პრეპარატის შეტანამდე სასურველია მცენარეული ნარჩენების მოცილება ნიადაგის ზედაპირიდან. ნარჩენების დატოვება ხელს შეუშლის პრეპარატ ბეკანო®-ს გრუნტის ზედაპირზე ხარისხიანად გადანაწილებას, "დამცავი ეკრანის" წარმოქმნას და შესაბამისად, პრეპარატის მოქმედების ეფექტურობის შემცირებას.

პრეპარატის შეტანის შემდეგ თავიდან აირიდეთ ნიადაგის დამუშავების ოპერაციები _ ამან შესაძლოა გამოიწვიოს „დამცავი ეკრანის“ მთლიანობის დარღვევა. ნიადაგის ზედაპირის თანაბარზომიერი დაფარვა უზურნველყოფს საიმედო ეფექტურობას.

გამოიყენება მხოლოდ მიწისზედა შესხურებით, არ შეიძლება მისი შეტანა არანაირი სარწყავი სისტემის მეშვეობით. მაქსიმალური ეფექტურობისათვის შემასხურებელზე უნდა იყოს დამაგრებული ბრტყელ-ჭავლური შემასხურებელი ბუნიკები. არ გამოიყენოთ ბუნიკები, რომელიც აფრქვევს წრიულად, შუაში სიცარიელით ან სხვა, რომელიც არ უზრუნველყოფს ზედაპირის თანაბარზომიერ დაფარვას.

ბეკანო®- გამოყენებიდან 24 თვის განმავლობაში დამუშავებულ ნაკვეთზე შესაძლოა გადაირგას მხოლოდ ის კულტურები, რომელზეც პრეპარატია რეგისტრირებული. ამავდროულად გასული უნდა იყოს ბოლო შეტანიდან არანაკლებ 12 თვე, ხოლო ნიადაგი დამუშავდეს (მოხვნა, დადისკვა, ღრმად გაფხვიერება) არანაკლებ 15 სმ. სიღრმეზე.

 

ყურადღება!

  • სტრესულ მდგომარეობაში მყოფი კულტურა (წაყინვები, გვალვა, მავნებლებით დაზიანება, დაავადებებით დასენიანება, ფესვების მექანიკური დაზიანება) შესაძლოა მგრძნობიარე იყოს პრეპარატ ალიონი ®-ს მიმართ
  • კულტურის დაზიანების თავიდან ასაცილებლად დაუშვებულია პრეპარატის ფოთოლზე, ფესვზე და ფესვის მწვანე ნაწილებზე მოხვედრა
  • არ გამოიყენოთ ქვიან ნიადაგებზე ღორღის 20-40%-ზე მეტი შემცველობისას, ამან შეიძლება შეამციროს პრეპარატის მოქმედების ეფექტურობა
  • არ გამოიყენოთ გადარგვიდან 3 სრული სავეგეტაციო სეზონის დასრულებამდე
  • არ გამოიყენოთ ნიადაგის დასკდომის შემთხვევაში (იწვევს პირდაპირ კონტაქტს ფესვებთან და კულტურის დაზიანებას)
  • თავიდან აიცილეთ ძლიერი ნალექების წინ დამუშავება

უპირატესობები

 

  • დამუშავების ჯერადობის შემცირება 3-4 დან- 1-2 მდე
  • სარეველების ძალიან ფართე სპექტრზე მოქმედება
  • რეზისტენტული სარეველების კონტროლი
  • ფერმერი მეტ ფოკუსირებას ახდენს სარგებელზე და ნაკლებს სარეველებზე
  •  

გამოყენება

 

კულტურა

გამოყენების პერიოდი

ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)

შენიშვნა

ვაშლი, მსხალი, ატამი, ნექტარინი, გარგარი, ქლიავი, ნუში, თხილი, ციტრუსი, ვაზი, ფისტა, ზეთისხილი, ბალი, ალუბალი, კომში

სარეველების აღმოცენებამდე

0.15-0.2

შეიტანეთ სრული ან ლენტისებრი დაფარვის მეთოდით

 

შემატყობინე როდის იქნება

ბეკანო