ფალგრო აბი
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ფალგრო

პროდუქტის კოდი: 00-00022184
103.00
აირჩიეთ:
10 აბი
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ჰიბერელინის მჟავა (GA 3) 186.5 გ/კგ
პრეპარატული ფორმა
წყალში ხსნადი აბი
მწარმოებელი
Fine Agrochemicals
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი

პროდუქტის აღწერა

ფალგრო

ფალგრო აბი მცენარეთა ზრდის რეგულატორია, გამოიყენება მსხალზე, ტექნიკურ და სუფრის ვაზზე, ასევე დეკორატიულ მცენარეებზე.

 

თვისებები და მოქმედების მექანიზმი

 

ფალგრო აბი შეიცავს ჰიბერელინის მჟავას GA3, მცენარეთა ზრდის ბუნებრივი რეგულატორს, რომელიც მიღებულია ფერმენტაციის გზით, რომელიც ბუნებრივად გვხვდება მცენარის ბევრ სახეობაში. ჰიბერელინის მჟავა მოქმედებს ბევრ ბიოლოგიურ პროცესზე, ისეთზე როგორიცაა მცენარის ზრდა განვითარება, ყვავილობა, ნაყოფის გამონასკვა, სიმწიფის პერიოდი  და სხვა. წარმატებული წამლობისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს გამოყენების სწორი დრო.


გამოყენების რეგლამენტი

მსხალი

გამონასკვის გაუმჯობესებისთვის. გამოიყენება 1.2 აბი/100 ლ. წყალზე, ან 12 აბი/ჰა-ზე,  20-30%-ზე გაშლილი კვირტების ფაზიდან ყვავილობის ბოლომდე (BBCH 62-69). წყლის ხარჯვის ნორმა - 1000 ლ/ჰა. მუშავდება მთლიანი ვარჯი.

ვაზი

ტექნიკური და სუფრის ყურძნის წარმოებისთვის, მტევანზე მარცვლების სიმჭიდროვის შესამცირებლად (მტევნის გასათხელებლად), შესაბამისად ნაცრისფერი სიდამპლით (Botryotonia fuckeliana) დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად. გამოიყენება 1.6-3.2 აბი/100 ლ. წყალზე,ან 8-16 აბი/ჰა-ზე, 50%-ზე გაშლილი კვირტების ფაზიდან ყვავილობის ფაზის ბოლომდე (BBCH 53-65). წყლის ხარჯვის ნორმა - 500 ლ/ჰა.

დეკორატიული მცენარეები დახურულ გრუნტში ადრეული და ხშირი ყვავილობისთვის. გამოიყენება 6-16 აბი/100 ლ. წყალზე, ან 60-160 აბი/ჰა-ზე, ვეგეტაციური ზრდის პერიოდიდან ყვავილობის ფაზის დაწყებამდე. წყლის ხარჯვის ნორმა - 1000 ლ/ჰა.


გაფრთხილება: ჭარბი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის იერსახის ცვლილება და შეამციროს ყვავილობა მომდევნო წელს, ასევე გამოიწვიოს მცენარის მწვანე მასის გადაჭარბებული განვითარება. ერთი და იგივე ფართობზე პროდუქტის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ ერთხელ, ვეგეტაციის პერიოდში.

 

ფიტოტოქსიკურობა: პრეპარატი არ აზიანებს მცენარეს (არ არის ფიტოტოქსიკური) ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას.

 

შერევა: დაუშვებელია პროდუქტის შერევა სხვა მცენარეთა დაცვის საშუალებებთან.



ნივთიერების მომზადება გამოსაყენებლად

აბების რაოდენობას თავიდან ურევენ წყლის მცირე რაოდენობას სანამ არ წარმოიქმნება ნახევრად თხევადი მასა, რომელსაც შემდეგ საცერის გავლით ასხამენ შემასხურებლის ავზში, რომელიც ნახევრად შევსებულია საჭირო რაოდენობის წყლით. შემდეგ მუდმივი მორევით ამატებენ წყალს საჭირო რაოდენობამდე.

 

ლოდინის პერიოდი: არ საჭიროებს.

შემატყობინე როდის იქნება

ფალგრო