200 ლიტრიანი მკლავებიანი საწამლი L206
განკუთვნილი მცირე ტრაქტორებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ტუმბოს სჭირდება მხოლოდ 1.4 ცხენის ძალა, საწამლის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტრაქტორით. ტრაქტორზე ემაგრება 3 წერტილოვანი დაკიდების სისტემით. გაფრქვევის მაქსიმალური სიგანე 6 მეტრია.
ტექნიკური მონაცემები:
- 3 წერტილოვანი დაკიდების სისტემა (კატეგორია 1)
- კარდანის ბრუნთა რიცხვი - 540 ბრ/წთ
- წონა ნეტო - 110 კგ.
- წარმადობა 60 ლ/წთ.
- მაქსიმალური წნევა - 15 ბარი.
- ავზის მოცულობა 200 ლ.
- სამუშაო სიგანე - 6 მ. (3 სექცია)
- სამუშაო სიჩქარე 3 – 9 კმ/სთ
- გაბარიტები: სიგრძე – 102 სმ, სიგანე – 217 სმ, სიმაღლე – 125 სმ.
არ მოყვება კარდანი, მისი შეძენა შეგიძლიათ ცალკე!