მარტივი წყალში ხსნადი სასუქი - კრისტა მგს - მაგნიუმის სულფატი მცენარეებისთვის
YaraTera™ KRISTA™ MgS არის წყალში სრულად ხსნადი, გოგირდის და მაგნიუმის შემცველი სასუქი. წარმოდგენილია წვრილი კირსტალური ფხვნილის სახით, წყალში იხსნება სწრაფად და არ ტოვებს ნარჩენებს. განკუთვნილია ფერტიგაციისთვის - წვეთოვანი სისტემა, დაწვიმება სპრინკლერები და სხვა სარწყავი დანადგარები.
მაგნიუმი - კათიონის ბალანსი - მცენარეში ან ნიადაგში კალიუმის მაღალი დონე მნიშნელოვნად ამცირებს: მაგნიუმის ეფექტურობას, მოსავლიანობასა და მის ხარისხს. სხვა კათიონებს, როგორიცაა ამონიუმი, კალციუმი, წყალბადი (დაბალი pH-ი) და ალუმინი, ასევე შეუძლიათ შეამცირონ მაგნიუმის ხელმისაწვდომობა.
ფოტოსინთეზი - მაგნიუმი არის ქლოროფილის ძირითადი კომპონენტი, რომელიც აუცილებელია ფოტოსინთეზისთვის.
თავსებადობა - KRISTA™ MgS -ის შერევა შესაძლებელია ყველა წყალში ხსნად სასუქთან, გარდა კალციუმის ხსნადი სასუქებისა.
მაღალი სიწმინდე - არ შეიცავს ქლორს, ნატრიუმს და მძიმე მეტალებს
| ნივთიერება | პროცენტული შემადგენლობა (%) | |
| Mg - მაგნიუმი | 9.6 | |
| MgO - მაგნიუმის ოქსიდი | 16 | |
| S - გოგირდი | 13 | |
| SO3 - გოგირდის ტრიოქსიდი | 32 | |