აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

iSCOUT® - მწერების მონიტორინგი დისტანციურ რეჟიმში

5100.00 - 5600.00
აირჩიეთ:
iSCOUT®
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
Pessl Instruments
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

iSCOUT® - მავნებლების სრული კონტროლი

მავვნებლების დისტანციური მონიტიროინგი გიზოგავთ დროს და გეხმარებათ რესურსების ოპტიმიზირებაში - აწარმოებთ მეტს ნაკლები რესურსებით.

 

iSCOUT® ეს არის ხაფანგი მწერებისათვის წებოვანი ფირფიტით, რომელსაც ჩაშენებული აქვს შემდეგი ელექტრონული მოწყობილობები: ფოტო-მონიტორინგის სისტემა, მოდემი და მზის პანელი ელექტროენერგიის უწყვეტობისათვის. iSCOUT®-ის ტექნიკური კონსტრუქციისა და პროგრამული უზრუნველყოფის ერთობლიობით, შესაძლებელი გახდა სხვადასხვა აგროკულტურასა თუ სამრეწველო წარმოებაში არსებული მწერების დისტანციურ რეჟიმში მონიტორგი. ეს უკანასკნელი, ხელს უწყობს ფერმერებს დაზოგონ დრო და ოპტიმალურად გამოიყენონ რესურსები, რაც გულისხმობს ნაკლები რესურსით მეტის წარმოებას (Produce More with Less). 

iSCOUT®-ის მეშვეობით ფერმერებს შეუძლიათ დააკვირდნენ მწერებს მათი გამოჩენის პირველივე ეტაპიდან, დროულად განახორციელონ IPM სტრატეგიები და საჭიროების შემთხვევაში შესაფერის დროს დაიწყონ მწერების მასიური დაჭირა. 

 

iScout App

მავნებლების მონიტორინგი

 

iSCOUT®-ის სიმსუბუქიდან გამომდინარე, მისი მოთავსება მინდორში ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი. ფოტო-მონიტორინგის სისტემა თავის მხრივ აღჭურვილია რამდენიმე კამერით, რომელიც წებოვანი ფირფიტის ფოტოებს მაღალი რეზოლუციით (10MP) იღებს. GPRS-ის მეშვეობით ფოტოები იგზავნება FieldClimate-ის პლატფორმაზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ხდება მისი ანალიზი და მავნებლების ავტომატური ამოცნობა. შედეგად ვიღებთ მართკუთხედებად დაყოფილი ფირფიტის ფოტოებს, რომელზეც შესაძლებელია დაჭერილი მწერების დანახვა. ასევე ვიღებთ შემაჯამებელ მონაცემებს მწერების დღიურ რაოდენობასთან დაკავშირებით და კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების გავრცელების სტატისტიკას სეზონის განმავლობაში.  შედეგების ნახვა შესაძლებელია ვებ ან მობაილ აპლიკაციებში.

 

iScout sticky paper with Pheromone

iSCOUT® ხაფანგის საჭირო რაოდენობა განისაზღვრება მიწის საერთო ფართობისა და მწერთა მიზნობრივი ჯგუფის მიხედვით. გამომდინარე იქედან, რომ მწერების გავრცელება მინდორში არ არის ჰომოგენური ხასიათის, დიდი ფართობის მიწებზე რეკომენდებულია რამდენიმე სახის iSCOUT® ხაფანგის გამოყენება.

თუ ერთსა და იმავე ლოკაციაზე მიმდინარეობს რამდენიმე სახეობის მწერის მონიტორინგი, შესაძლებელია სხვადასხვა  iSCOUT® ხაფანგის ინსტალაცია. მწერების მრავალფეროვნებიდან და მათი მახასიათებლებიდან გამომდინარე, არსებობს რამდენიმე სახის iSCOUT® ხაფანგი. კერძოდ:

 

iSCOUT® ფერომონი

iScout ფერომონიკონკრეტული ფერომონების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სახეობის მწერის დაჭერა, მაგალითად: ვაშლის ნაყოფჭამია, ბამბის ხვატარი, ტუტა აბსოლუტა და სხვა. iSCOUT® ფერომონში მოთავსებულია მეტალის ფირფიტა, რომელზეც თავსდება წებოვანი ფურცელი კონკრეტული ფერომონით.

 

 

 

 

 

 

 

iSCOUT® ხილის ბუზი

iScout ხილის ბუზი iSCOUT® Fruit Fly-ის გამოყენებით შესაძლებელია Fruit Fly-ის დაჭერა. iSCOUT®-ის შესასვლელი დაფარულია სამ მილიმეტრიანი ბადით, რათა ხაფანგში ვერ შევიდნენ უფრო დიდი ზომისა და არასამიზნე ჯგუფის მწერები. სატყუარასთვის განკუთვნილი ავზი და მეტალის ფირფიტა წებოვანი ქაღალდით ასევე შედის iSCOUT® Fruit Fly-ის შემადგენლობაში. იმისათვის რათა მოხერხდეს უფრო დიდი ზომის მწერების დაჭერა და მათზე დაკვირვება, შესაძლებელია შესასვლელში განთავსებული ბადეების მოხსნა.

 

 

 

 

 

 

iSCOUT® ხოჭო

iScout ხოჭო iSCOUT® ხოჭოს მეშვეობით შესაძლებელია ისეთი ხოჭოების დაჭერა, როგორიც არის აზიური ფაროსანა და სხვა. კონსტრუქციის შემადგენლობაში შედის მეტალის ფირფიტა შავი, პირამიდული ფრთებით და დახურული გვერდითა შესასვლელებით. ხაფანგში ქვედა მხრიდან შეღწევის შემდეგ, მწერი ეწებება ფირფიტაზე და ვეღარ ტოვებს ხაფანგს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

iSCOUT® ფერადი ხაფანგი

iScout ფერადი ხაფანგიiSCOUT® ფერადი ხაფანგის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა ფერის წებოვანი ხაფანგის მონიტორინგი. მოწყობილობის შემადგენლობაში შედის მაღალი რეზოლუციის კამერა და წებოვანი ფირფიტის დამჭერი.

  • ლურჯი წებოვანი ფირფიტა: თრიფსები (frankliniella occidentalis, trips tabaci, …)
  • ყვითელი წებოვანი ქაღალდი: ფრთათეთრა
  • თეთრი წებოვანი ქაღალდი: ვაშლის ხერხია, ქლიავის ხერხია, ჟოლოს ხოჭო.

 

 

 

 

iSCOUT®-ის საპრეზენტაციო ვიდეო

 

 

 

 

ტექნიკური მახასიათებლები

 

მეხსიერება

1 GB

ინტერნეტ კავშირი

LTE class 1

GPS მიმღები

კი

ხაფანგის ზომები საკონტროლო ნაწილის გარეშე

20 სმ (სიგრძე) x 15.5 სმ (სიგანე) x 17 სმ (სიმაღლე)

წონა საკონტროლო ნაწილის გარეშე

0.93 კგ

ინფორმაციის გადაცემის ინტერვალი

მაქსიმუმ 3-ჯერ დღის განმავლობაში (ჩვეულებისამებრ, დღეში ერთხელ)

ელემენტის ტიპი

დატენვადი ტყვია-მჟავა ტიპის ელემენტი 6V, 12 Ah

მზის პანელის ზომები

17.5 x 17.5 სმ, 7.2 Volt, 333 mA

კამერა

10 MP

 

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

iSCOUT® - მწერების მონიტორინგი დისტანციურ რეჟიმში