ვენახის თვითმავალი კომბაინი PELLENC OPTIMUM
OPTIMUM ხაზის მოსავლის ამღები ტექნიკის სახით PELLENC გთავაზობთ საუკეთესო ტექნოლოგიებს, რომლებიც ხელმისწვდომია სხვადასხვა ვერსიებში, თქვენი საჭიროებების მიხედვით, ინოვაციური გამწევი მანქანა და მოსავლის ამღები აგრეგატი გთავაზობთ ვაზის მოყვანის ახალ მიდგომას. ის აერთიანებს საუკეთესო წარმადობას, მოსავლის მაღალ ხარისხს და მართვის სიმარტივეს. თქვენ მოსავალს იღებთ სწრაფად და საუკეთესოდ, მაქსიმალურ კომფორტში: თქვენ ხდებით გაცილებთ ეფექტიანი დიდი ხნით. PELLENC Multifunction კონცეფციის წყალობით, თქვენ მაქსიმალურად იყენებთ გამწევ მანქანას, თქვენს ვენახში ჩასატარებელი სხვადასხვა ოპერაციებისთვის.
გამწევი მანქანა OPTIMUM

ნამდვილად საეთესო კომფორტი
- კაბინა არის ფართო, კონდიცირებული და კარგად აღჭურვილი (Bluetooth, USB პორტები, მრავალრიცხოვანი სათავსოები, მათ შორის მაცივრის განყოფილება და სხვა).
- გათბობადი და ვენტილირებადი GRAMMER* პნევმატური სავარძელი
- პანორამული ხილვადობა მწკრივში შესვლის ოპტიმალური ხილვადობით
- მრავალი რეგულირებადი პარამეტრი (სავარძელი, მკლავის საყრდენები, საჭის სვეტი...)

სრული კონტროლი თქვენს ხელში
- თქვენი მოსავლის ამღები კომბაინის კონტროლი ძალიან მარტივია. EASY TOUCH და EASY DRIVE კონტროლის ინტერფეისები საგულდაგულოდ არის შექმნილი, რომ იყოს მაღალ ინტუიციური, რაც ამ კომბაინს მარტივად სამართავ მანქანად აქცევს ნებისმიერი ადამიანისთვის.
- მას აქვს ოპერატორის დახმარების ფუნქციების მთელი რიგი (ავტომატური ხელის მუხრუჭი, ინკლინომეტრი, სიჩქარის შემზღუდველი, მანევრირების კამერები HD ეკრანზე გამოსახულებით და სხვა).

შეუდარებელი მარტვის სიმარტივე
- EASY TURN 95° საჭის სისტემა უზრუნველყოფს განსაკუთრებულად მოკლე მობრუნების რადიუსს და მანევრირებას.
- ადგილზე მობრუნება, რათა პირდაპირ ერთი მწკრივიდან მეორეზე გადახვიდეთ მოუხერხებელი მანევრირების გარეშე.
- დაბალი სიმძიმის ცენტრი უკეთესი სტაბილურობისთვის ფერდობებზე და დახრილ რელიეფზე.

შთაბეჭდავი მუშაობა
- მძლავრი და ხანგრძლივი გამძლეობის PERKINS STAGE 5 ძრავი.
- უწყვეტი სრულამძრავი თვლები (TPI 2 მოცურების საწინააღმდეგო სისტემა).
- მაქსიმალური გამძლეობა და ეკონომიურობა: EASY POWER სისტემა ავტომატურად არეგულირებს ძრავის სიჩქარეს აგრეგატების და გამწევი მანქანის საჭიროებების შესაბამისად.
- PELLENC მრავალფუნქციური კომბაინები: გამოყენებადია მთელი წლის განმავლობაში.
- მარტივი და სწრაფი წვდომა ყველა ტექნიკური მომსახურებისა და შეზეთვის წერტილზე.
- თქვენ შეგიძლიათ ეფექტურად გააგრძელოთ მუშაობა ღამით მისი მრავალი 100% LED განათების წყალობით, მათ შორის 2 საჭის განათების ჩათვლით.

მაქსიმალური უსაფრთხოება
- წნევითი და გაფილტრული მე-4 კატეგორიის ROPS (გადაბრუნებისგან დამცავი კონსტრუქცია) კაბინა.
- სავარძელს აქვს უსაფრთხოების ღვედი და ოპერატორის დეტექტორი (დაკავშირებული ხელსაწყოები მყისიერად ჩერდება, თუ მძღოლი სავარძლიდან გადმოდის).
- 5 გადაუდებელი გაჩერების ღილაკი, სტრატეგიულად განლაგებული კომბაინის გარშემო.
- ავტომატური ხელის მუხრუჭი.
- დახრილობის და გადახრის ვიზუალიზაცია EASY TOUCH კონსოლზე.
- 3-მდე მანევრირების კამერა.
მოსავლის ამღები აგრეგატი

ოპერატორის დახმარების ფუნქციები
- ნიადაგის რელიეფის დეტექტორი იძლევა მოსავლის აღების საშუალებას, რაც შეიზლება დაბალ სიმაღლეზე. მაღალ-დაბალი რელიეფის მიხედვით ავტომატურად იმართება კომბაინის სიმაღლე, ვიბრაციული მექანიზმი იმართება კაბინიდან, ასევე მონიტორზე ჩანს მოსავლის შემგროვებელი ბუნკერის შევსების დონე, ერთი თითის დაჭერით ხდება ბუნკერების დაცლა....
- ACTIV' სისტემა ავტომატურად ასწორებს მოსავლის ამრებ აგრეგატს მწკრივის მიმართ და ოპტიმიზაციას უკეთებს ვიბრაციის ეფექტურობას.

მოსავლის აღების რევოლუციური სისტემა
- დახარისხების კონვეიერის ინოვაციური დიზაინი საშუალებას იძლევა დახარისხება დაიწყოს ყურძნის ჩამოვარდნის მომენტიდან, რაც მოსავლის მოსავლიანობას 5%-მდე ზრდის.
- კონვეიერის დიზაინი უზურნველყოფს მის დიდ წარმადობას, კონვეიერის ბრუნვის სიჩქარის მხოლოდ ნახევარია საჭირო უფრო ფართო, სხვა სახის კონვეირებთან შედარებით.
- კონვეიერის ქვედა დამბერი ვენტილატორები წარმოქმნიან ძლიერ ჰაერის ნაკადს, რათა უზრუნველყონ კონვეიერის დაცვა ფოთლების მიწებებისგან.
- L-ფორმის კონვეიერის ღიაა უკანა მხრიდან უცხო სხეულების მოსშორებლად და გაჭედვის თავიდან ასაცილებლად. მას შეუძლია მუშაობა მიწის ზედაპირის დონეზე Hardox ფოლადის დამცავი კორპუსის წყალობით.

დახარისხების შეუდარებელი დონე
- მოსავლის დამხარისხებელი აშორებს ფოთლებს და ამვდროულად უზრუნველყოფს ყურძნის ნაღვენთი წვენის შენარჩუნებას
- SELECTIV'PROCESS 2* კლერტგამცლელი და დამხარისხებელი: გაასუფთავეთ და დაახარისხეთ თქვენი მოსავალი პირდაპირ ავზში, იმგვარად, რომ ეს აღარ დაგჭირდებათ მოგვიანებით ღვინის საწარმოში

წარმადობის მხრივ ყველაფერი უკეთესია
- ბაზარზე ერთერთი ყველაზე დიდი მოცულობის ავზები: ეს მოსავლის აღების მაღალი სიჩქარის გარანტიას იძლევა, დანაკარგის გარეშე, თუნდაც ძალიან მაღალმოსავლიან ვენახებში.
- 4000 ლიტრიანი ჯამური მოცულობა, ავზების ერთდროული დაცლის საშუალებით.

მარტივი ექსპლუატაცია
- მოსავლის ამღები აგრეგატის ახალი დიზაინი ზრდის ცვეთადი ნაწილების სიცოცხლის ხანგრძლივობას.
- მოსავლის ამღები აგრეგატის ყოველდღიური შეზეთვა ცენტრალიზებულია 9 წერტილში.
- დისტანციური მართვის პანელი იძლევა შემწოვი ვენტილატორების, დახარისხების მაგიდების და კლერტგაცლელის უკუმოძრაობის საშუალებას სწრაფი და ეფექტური გაწმენდისთვის: 20-დან 45 წუთამდე მოდელის მიხედვით.
- წყლის მიმღები მილი ფართო პლატფორმიდან მარტივი გაწმენდისთვის, სადაც ოპერატორს შეუძლია უსაფრთხოდ მუშაობა.
ყურძნის მოსავლის აღების რევოლუციური პროცესი

- კონვეიერის დაჭიმულობის მაჩვენებელი
- სორტირება მაშინვე, როგორც კი მარცვალი ჩამოვარდება
- L-ფორმის კონვეიერი უკანა ღია მხარით
- ქვედა დამბერი ვენტილატორი
- კონვეიერის დამჭიმი ბერკეტი