აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

დაბრუნების პოლიტიკა

ნებისმიერ მომხმარებელს, ფიზიკურ პირს, შეუძლია ისარგებლოს, „აგროსფეროს“ ონლაინ მაღაზიაში  https://agrosphere.ge - ზე, შეძენილი ნივთის/მომსახურების დაბრუნების უფლებით, ნივთის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ქვემოთ მითითებული წესების დაცვით.

ნივთის დაბრუნების ღირებულების გადახდას უზრუნველყოფს მომხმარებელი.

იმ შემთხვევაში, თუ ნივთ(ებ)ს ჩაბარების მომენტში აღენიშნებათ რაიმე სახის ხარვეზი, მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა დააფიქსიროს პრეტენზია კომპანიის ქოლ-ცენტრში ან გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ვებგვერდზე „დაბრუნების პოლიტიკა“ მითითებული წესების მიხედვით.

 

დაბრუნების პირობები და პროცესი

მომხმარებელმა დაბრუნების მოთხოვნის დასაფიქსირებლად აუცილებელია შეავსოს დაბრუნების ფორმა, რომელიც განთავსებულია https://agrosphere.ge/ მთვარ გვერდზე - ღილაკი „დაბრუნების პოლიტიკა“.
ნივთის დასაბრუნებლად მომხმარებელმა  უნდა დააკლიკოს აღნიშნულ ღილაკს, შევიდეს გევრდზე, დეტალურად გაეცნოს წესებს და დააჭიროს „დაბრუნების ფორმას“ - მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად გამოაგზავნოს მოთხოვნა.

📝 დაბრუნების ფორმის შევსება

 

ვადები

  • მომხმარებელს შეუძლია ონლაინ შეძენილი პროდუქცია დააბრუნოს 14 კალენდარულ დღეში, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე.
  • დაბრუნების ფორმის შევსების შემდეგ მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუმეტეს - 7 კალენდარული დღის ვადაში ნივთი გამყიდველს დაუბრუნოს, საკუთარი ხარჯებით. (აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპანია არ არის ვალდებული დაიბრუნოს ნივთი).
  • თუ მომხმარებელი არ შეავსებს დაბრუნების ფორმას ნივთის შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში - დაკარგავს მისი დაბრუნების უფლებას.

პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

  • ონლაინ მაღაზიის საწყობი - თბილისი, კახეთის გზატკეცილი 155
  • თბილისის სერვისცენტრი - თბილისი, კახეთის გზატკეცილი 153
  • გურჯაანის სერვისცენტრი - ქ. გურჯაანი, თავისუფლების ქ. 66
  • აფენის სერვისცენტრი - ლაგოდეხი, სოფ. ჭაბუკიანი (აფენის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია)
  • ყვარლის სერვისცენტრი - ყვარელი, მეურნეობის დასახლება
  • თელავის სერვისცენტრი - ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. მე-2 შესახვევი
  • მარნეულის სერვისცენტრი - მარნეული. სოფ. წერეთელი, მარნეული-სადახლოს გზატ. მე-5 კილომეტრი

პროდუქტის დაბრუნება ხორციელდება იმ მისმართზე, რომელიდანაც, მოხდა პროდუქტის მიწოდება მომხმარებლისათვის.

 

დასაბრუნებელი ნივთების მიღების საათებია:

  • ორშაბათი - 10:00 - 18:00 სთ.
  • სამშაბათი - 10:00 - 18:00 სთ.
  • ოთხშაბათი - 10:00 - 18:00 სთ.
  • ხუთშაბათი - 10:00 - 18:00 სთ.
  • პარასკევი - 10:00 - 18:00 სთ.

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს რომ ნივთის დაბრუნება დროის სხვა მონაკვეთებში ვერ განხორციელდება

 

ტრანსპორტირება

კომპანია ნივთის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) თავისი რესურსით უზრუნველყოფს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
  • პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
  • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა.

ნივთის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა ანაზღაურდეს გადახდილი თანხის მხოლოდ ნაწილი.

ნივთის დაბრუნებისას აუცილებელია ნივთს თან ახლდეს კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის ნივთის ჩაბარების დროს გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის ყუთი და სხვ.)

ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით (თუ ასეთი არსებობს)

ნივთი დაბრუნებას არ ექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში (ჰიგიენური ნივთები, 30 ლარამდე ნივთები და სხვ.)

დაბრუნება დაუშვებელია თუ:

  • გამყიდველმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია.
  • საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
  • მიწოდებულია ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
  • მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
  • საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
  • საქონელზე ან მომსახურება, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
  • გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზოგი კატეგორია არ ექვემდებარება დაბრუნებას, შესაბამისად, ასეთ ნივთებზე დაბუნების ფორმას ვერ შეავსებს მომხმარებელი დაბრუნების ღილაკზე დაჭერით.
  • მომხმარებელმა დაბრუნების ფორმა უნდა შეავსოს საკუთარი პროფილიდან https://agrosphere.ge/ ვებსაიტის მეშვეობით.

 

ანაზღაურების წესი

კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის თანხის დაბრუნება ხორციელდება „დაბრუნების ფორმის“ შევსებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, თუ ზემო აღნიშნული წესების საფუძველზე დადგინდა კომპანიის კომპანიის ვალდებულება, თანხის დაბრუნების შესახებ.

ანაზღაურების მეთოდები განისაზღვრება, მყიდველსა და კომპანიას შორის შეთანხმების საფუძველზე.

 

განვადებით შესყიდული ნივთის დაბრუნების წესი

განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება  შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის თანხმობით ზემოაღნიშნული დაბრუნების წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

 

აქციით შესყიდული ნივთის დაბრუნების წესი

აქციით შესყიდული პროდუქცია დაბრუნდება კონკრეტულად იმ თანხის ოდენობით, რაც მომხმარებელმა გადაიხადა პროდუქციის შეძენის მომენტში. 

 

📝 დაბრუნების ფორმის შევსება