ბალახისა და ბუჩქების ტრიმერი 9885-20
სრული კომპლექტი თქვენი დეკორატიული მცენარეების ფორმირებისთვის. GARDENA-ს ლითიუმის ელემენტებზე მომუშავე ტრიმერს 9885-20-ს მოყვება როგორც 8 სმ- სიგანის ბალახის საკრეჭი, ასევე 12 სმ სიგანის ბუჩქების საკრეჭი სეგმენტური პირი. წონა გახლავთ მხოლოდ 550 გრამი, რაც ძალიან ამარტივებს მის გამოყენებას, თუ გავითვალისწინებთ მის ერგონომიულ დიზაინსაც, თქვენი ეზოსა და ბუჩქების მოვლა მხოლოდ სასიამოვნო პროცესი იქნება. ელემენტის მაქიმალური ხანგრძლივობა 50 წუთია, LED ნათურა კი ელემენტის დატენვის სტატუსს გიჩვენებთ. იტენება USB-C სადენით, რომელიც კომპლექტი მოყვება.