ტრაქტორი CLAAS NEXOS
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ტრაქტორი CLAAS NEXOS

აირჩიეთ:
CLAAS NEXOS
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოდელი
NEXOS
მწარმოებელი
CLAAS
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

უფრო მძლავრი, ეფექტური და მანევრირებადი. ბაღებში და ვენახებში იდეალურად ადაპტირებადი NEXOS სრულყოფილად ერგება თქვენს საჭიროებებსა და სამუშაო მეთოდებს. სხვადასხვა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გთავაზობთ ფართო არჩევანს ტრაქტორებში და აღჭურვილობაში. თქვენი NEXOS-ი ყველა გამოწვევას მარტივად შეხვდება.

 

 

Claas-ის ტრაქტორები | NEXOS F-FB-VL-VE.

უპირატესობები

  • ოთხი ვარიანტი: F, FB, VL და VE სიმძლავრე 88-დან 100 ცხ.ძ-მდე.
  • ჰიდრავლიკური ტუმბოს სიმძლავრე 59 ლ/წთ ან სურვილისამებრ კომბინირებული ტუმბოს სიმძლავრე 85 ლ/წთ 3-ტუმბოს ჰიდრავლიკური სქემით
  • გადაცემათა კოლოფის ოთხი ვარიანტი, ელექტროჰიდრავლიკური REVERSHIFT მოდულის არჩევით და ორეტაპიანი TWINSHIFT Powershift სისტემით.
  • წინა გადაბმა ხელმისაწვდომია სურვილისამებრ , ინტეგრირებული წინა კარდანული გადაცემით.

როდესაც დგას შემდეგი ამოცანა , მანქანა გამოყენებულ იქნეს , ტვირთამწეობისათვის, კულტივაციისა და ტრანსპორტირებისათვის, შეეძლოს მუშაობა ხეხილისა და ვაზის ბაღებში - სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით , CLAAS-მა შეიმუშავა NEXOS-ის თანამედროვე ტრაქტორები, რომელიც პაუხობს ყველა ზემოხსენებულ გამოწვევას.

  • ოთხი ვარიანტი: F, (1,46 მ) FB (1,40 მ) , VL (1,26 მ) და VE (1,00 მ), (მინიმალური სიგანე წარმოდგენილი მეტრში)
  • ორი მოდელი, 240 და 230 - 100 და 88 ცხ. ძალით.
  • ჰიდრავლიკა მაქსიმალური სიმძლავრით 85 ლ/წთ

Nexos - პასუხობს ყველა გამოწვევას.

Nexos FB არ არის ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში.




  1. ოთხი მოდელი, სიმძლავრე 88-100 ცხ.ძ.
  2. მინ. საერთო სიგანე: NEXOS VE 1.00 მ, NEXOS VL 1.26 მ, NEXOS F 1.46 მ
  3. გადაცემათა კოლოფის ოთხი ვარიანტი.
  4. REVERSHIFT ტექნოლოგია - მეტი კომფორტისათვის
  5. მაქს. უკანა შემაერთებელის აწევის სიმძლავრე 3,1 ტ (VE მაქსიმუმ 2,6 ტ)
  6. კარდანული გადაცემის სიჩქარე: 540, 540 / 540 ECO ან 540 / 1000
  7. ოთხამდე ელექტრონული კონტროლის განყოფილება, რომელთაგან ორი კონტროლდება ELECTROPILOT სამართავი პულტით.
  8. წინა შემაერთებელი ინტეგრირებულია წინა კარდანით.
  9. კონდიციონერი კომფორტული სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად.
  10. აქტივირებული ნახშირის ფილტრი უზრუნველყოფს მძღოლის დაცვას, მოსავლის შესხურებისას. (1 ECE R 120-ის შესაბამისად)

 

 

მძლავრი კომბინაცია გამორჩეული გამწევი ძალა
წინ არსებული კეცვადი საკიდი სისტემა, ინტეგრირებული კარდანული გადაცემით, გვაძლევს საშუალებას მისაბმელი აგრეგატები გამოვიყენოთ კომბინაციური მეთოდით, ამგვარად მცირდება ფაზების რაოდენობა 24 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით შეგიძლიათ, აირჩიოთ სწორი სიჩქარე






შესანიშნავი ჰიდრავლიკური შესრულება მანევრირება
სამი ტუმბო და 85 ლ/წთ-მდე ჰიდრავლიკური სიმძლავრე საშუალებას, აძლევს NEXOS-ს დააკმაყოფილოს ყველა მოთხოვნა  NEXOS არის კარგად მანევრირებადი ყველა კონდიციაში

 

კონსტრუქცია და დიზაინი



სრულყოფილი დიზაინი

NEXOS საბაზისო კომპლექტაცია მომხმარებლის სურვილისდამიხედვით შეიძლება იყოს დამატებით აღჭურვილი, როგორც მექანიკური გადაცემათა კოლოფით, ასევე მართვადი საკიდით.
NEXOS გთავაზობთ გამოყენების მრავალნაირ შესაძლებლობებს და უფრო მეტ კომფორტს რევერსირების ჰიდრავლიკური მექანიზმის REVERSHIFT, დატვირთვით სისტემის გადართვის TWINSHIFT, ჰიდრავლიკური სისტემის მაქსიმალური სიმძლავრე 85 ლ/წთ-მდე, ოთხი ელექტრონული მართვის სექციით, კაბინის კონდიციონერით და აქტივირებული ნახშირის ფილტრით, წინა დაკიდების და წინა კარდანის წყალობით.
შესაბამისად შესაძლებელია NEXOS-ის ტრაქტორების კონფიგურაცია შეარჩიოთ საკუთარი საჭიროებისამებრ.

NEXOS VE1 - სიგანე 1077მმ - 1000მმ

NEXOS VL2 - სიგანე 1291მმ - 1260მმ5

NEXOS FB - სიგანე 1418მმ - არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში

NEXOS F - სიგანე 1482მმ - 1457მმ


საბურავები:

19.5 R 28 / 2 11.2 R 28 / 3 380/70 R 20 / 412.4 R 28

5მინიმალური სიგანე უკანა ამძრავით და პლატფორმის ვარიანტით

ძრავი და გადაცემათა კოლოფი



საუკეთესო ჰიდრავლიკური სიმძლავრე

არჩევანის სპექტრი

NEXOS განსაკუთრებული ჰიდრავლიკური შესაძლებლობებით და სხვადასხვა ტიპის ინტეგრირებული მისაბმელი აგრეგატებით, შექმნილია მრავალფუნქციური ოპერაციების შესასრულებალად.
ტრაქტორი სტანდარტულად აღჭურვილია 2 ჰიდრავლიკური ტუმბოთი, პირველი ტუმბო ამარაგებს 59ლ/წთ სიმძლავრით სარქველებს და უკანა დაკიდების სისტემას, მეორე კი საჭეს.

 

განსაკუთრებით მაღალი ჰიდრავლიკური მოთხოვნების მქონე მისაბმელი აგრეგატებისათვის, NEXOS-ზე შეიძლება დამონტაჟდეს 3-ტუმბოანი ჰიდრავლიკური წრედი, რომელიც აღწევს 85 ლ/წთ მიწოდების სიჩქარეს. ამ შემთხვევაში, მესამე ტუმბო ამარაგებს უკანა დაკიდების სისტემას დამატებით 26 ლ/წთ სიჩქარით.
შესაბამისად საჭე, სარქველები და უკანა დაკიდების სისტემა მარგადება დამოუკიდებლად , რაც შესაძლებელს ხდის დამატებითი ფუნქციის შესრულებას.

 

მექანიკური ან ელექტრონული კონექტორის სარქველები.


NEXOS შეიძლება აღჭურვილი იყოს ოთხამდე მექანიკური კონექტორის სარქველით, მათ შორის ერთი დინების კონტროლით. მაქსიმალური ეფექტისათვის მასზე ასევე შეიძლება დამონტაჟდეს ოთხი ელექტრონული კონექტორის სარქველი, რომელთა მუშაობა მარტივია ELECTROPILOT სამართავი პულტისა და ორი "როკერ" ტიპის ჩამრთველის გამოყენებით.
უმაღლესი დონის კომპლექტაციებში, ტრაქტორის უკანა მხარეს, გვხვდება რვა ჰიდრავლიკური მაკავშირებელი, ხოლო წინა მხარეს ექვსი, ასევე ექვსი - მისაბმელი აგრეგატისათვის.


შიდა ძალა


მაქსიმალური ტვირთამწეობით უკანა საკიდის, გადაბმის წერტილებში 3,1 ტ (VE -თვის მაქს. 2,6 ტ), NEXOS-ს შეუძლია ყველა მოწყობილობასთან მუშაობა. მოწყობილობების ზუსტი მართვისათვის, განსაკუთრებით ფერდობებზე, მოდელები VL და F, შეიძლება იყოს აღჭურვილი ჰიდრავლიკური ამწევი, დგარით და ჰიდრავლიკური გვერდითი სტაბილიზატორით.

უკანა საკიდი სისტემა NEXOS-ის ორივე მოდელში, როგორც კაბინიანში ასევე უკაბინოშიც, შეიძლება შეგვხვდეს მექანიკური ან ელექტრო ჰიდრავლიკური მართვით TCE 6.


კომბინაციები


წინ არსებული კეცვადი საკიდი სისტემა,ინტეგრირებული კარდანული გადაცემით, გვაძლევს მისაბმელი აგრეგატების კომბინაციური გამოყენების მრავალმხრივ საშუალებას.
ეს ნიშნავს რომ შესაძლებელია ტრაქტორზე ერთდროულად დამონტაჟდეს, სხვადასხვა ტიპისა და ფუნქციური დატვირთვის მისაბმელი აგრეგატები.
აღნიშნული ფაქტი გვეხმარება შევამციროთ სამუშაო დრო, დავზოგოთ დანახარჯები შედეგად ავამაღლოთ ეფექტურობა.

ძრავი, ძლიერი კომბინაცია


ბრუნვების რაოდენობა - საჭიროების შესაბამისად.


კარდანული გადაცემის სიჩქარე და ძალა, საშულებას გვძლევს ნებისმიერი სამუშაო შევასრულოთ შეუფერხებლად. მაღალი მაბრუნი მომენტის ძრავის გამო, მაქსიმალური კარდანული გადაცემის სიჩქარე მიიღწვა დაბალ ბრუნზე 1,950 ბრ/წთ, რაც საწვავის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

ხოლო 540 ECO რეჟიმში, კარდანული გადაცემის სიჩქარე, 1650 ბრ/წთ-ზე გამომუშავდება.

აღნიშნული მიდგომა საშუალებას გვაძლევს მარტივი სამოშაოების შესრულების დროს (მაგ. სასუქის შეტანა) დავზოგოთ საწვავის მოხამრება და არ დავხარჯოთ ზედმეტი რესურსები.

ამძვრელ ლილვის რბილ და ჰარმონიულ მუშაობას უზრუნველყოფს ჰიდრავრიკული ან ელექტრო ჰიდრავლიკური მექანიზმი.

NEXOS ცილინდრები (რაოდენობა) კუბური მოცულობა (სმ3) ძრავის გამომავალი ნომინალური სიჩქარე ECE R 120 (kW/Hp)
240 F, VL 4 4500 74/100
230 F, FB, VL, VE 4 3200 65/88



გადაცემათა კოლოფი, რომელიც შენს აღფრთოვანებას იწვევს


გადაცემათა კოლოფის ოთხი ვარიანტი

  • 12V/12R მექანიკური რევერსირებით
  • 24V/24R მექანიკური რევერსირებით და მექანიკური დამკლები რედუქტორით
  • 24V/24R მექანიკური რევერსირებით და ორსაფეხურიანი დატვირთვით სისტემის გადართვით TWINSHIFT
  • 24V/12R ჰიდრავლიკური რევერსირებით REVERSHIFT და TWINSHIFT

24 გადაცემა უზრუნველყოფს საჭირო სიჩქარეს, ყველა ტიპისათვის 340 მ/ს - ს ნომინალური, ბრუნვის სიხშირისას. სისტემა TWINSHIFT გვაძლევს, საშუალებას დავწიოთ ნებისმიერი გადაცემა მართვის, ბერკეტზე გამწევი ძალვის შეწყვეტისა და გადაბმულობის გარეშე. NEXOS გადაცემათა კოლოფი , შემუშავებულია იმგვარად რომ გამოიმუშავოს მაქსიმალური ენერგია და შეამციროს საწვავის დანახარჯი.


ოთხივე წამყვანი თვალის გააქტიურება შესაძლებელია ღილაკზე თითის, დაჭერით. საბურავების ზედმეტი ცვეთის თავიდან, აცილებისათვის აღნიშნული ფუნქცია ავტომატურად ირთვება/ითიშება 14 კმ/სთ აჩქარებისას.
მეტი უსაფრთხოებისათვის , დამუხრუჭების დროს ოთხივე წამყვანი თვალი ირთვება და ოთხივე ამუხრუჭებს, რაც თქვენი უსაფრთხოების გარანტიაა და საშუალებას გაძლევთ ყოველთვის შეძლოთ ტრაქტორის გაჩერება


რევერსიული სვლის მოდულის REVERSHIFT წყალობით ოპერატორს თავისუფლად შეუძლია დაივიწყოს გადაბმულობის სატერფული



1. REVERSHIFT ბერკეტი სწრაფი და კომფორტული მანევრებისთვის განსაკუთრებულად პრაქტიკული გადაწყვეტილებაა


2. გადაბმულობის ღილაკი ინტეგრირებულია ბერკეტში , გადაცემათა მარტივი გადართვისათვის.

 


მოვლის მოკლე დრო


ვენტილაცია

კაბინის ვენტილაცია და გაგრილება ხდება მარტივად, ყველა მასალა რომელიც გამოყენებულია კაბინაში, გამოირჩევა სიმტკიცით, ასევე არის რეზისტენტული დაჭუჭყიანების მიმართ და სუფთავდება მარტივად. 


მყისიერი მომზადება


აქტიური სეზონის პერიოდში , როდესაც NEXOS -ს დიდი დატვირთვით მუშაობა უწევს მაგ: გადაადგილდება ხელილის ბაღებში, პლანტაციების ვიწრო რიგებში, სიცხესა და მტვერში.
ასეთ დროს მნიშვნელოვანია ყველა დეტალი გამართულად მუშაობდეს და საჭიროების შემთხვევაში, მარტივად, უმოკლეს დროში მოხერხდეს სხვადასხვა ელემენტის შემოწმება, გასუფთავება და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება.

ძრავის განყოფილების ხუფი, მაქსიმალური გახსნის საშუალებას იძლევა,ხელის ერთი მოძრაობით მარტივად.
ასევე მარტივია ჰაეერის ფილტრის შემოწმება და გაწმენდვა.

საჭიროების შემთხვევაში მარტივად ხსნისთ რადიატორს და ასეუფთავებთ.
ეს ყველაფერი გვეხმარება ვიმუშაოთ კომფორტულად და დავზოგოთ სამუშაო დრო.

კაბინა


დაისვენეთ მუშაობისას

კომპაქტური ექსტერიერი, ფართო ინტერიერი

დიდი ფანჯრების წყალობით NEXOS უზრუნველყოფს შესანიშნავ წრიულ ხილვადობას. განსაკუთრებით, ამოზნექილი ფანჯრები კაბინის უკანა მხარეს გვაძლევს საშუალებას კარგად დავათვალიეროთ მისაბმელი აგრეგატები და სამუშაო სივრცე. მართვის სისტემის ყველა ელემენტის ოპტიმალურად განთვასებისა და ზუსტი ფუნქციონალური დანიშნულების გამო NEXOS_ს შეუძლია კომფორტულად და უპრობლემოდ იმუშაოს ხანგრძლივი დროით დღის განმავლობაში. ინსტრუმენტთა პანელი გვაწვდის ზუსტ ინფორმაციას NEXOS-ის მუშაობის სტატუსზე, მათ შორის მის სიჩქარეზე, ძრავის სიჩქარეზე და უკანა კარდანის სიჩქარეზე, ასე რომ თქვენ მუდმივად გაქვთ ინფორმაცია ტრაქტორის გამართულად მოუშაობის შესახებ.

უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობა

კაბინიანსა და უკაბინოს შორის ვერსიების არჩევნის
გამო, NEXOS შეიძლება იყოს გამოყენებული
სხვადასხვა პირობებში.
დიდი, ფართო კარები და
ასასვლელი საფეხურები, მოცურებისაგან დაცვით, გეხმარებათ
უსაფრთხოდ და მოხერხებულად ჩაჯდეთ ტრაქტორში. გასახსნელი
წინა და უკანა ფანჯარა უზრუნველყფფს ბუნებრივ
ვენტილაციას. სიცხეში ან მტვერიან გარემოში კი, კონდიციონერი იზრუნებს თქვენს გაგრილებაზე.


მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების შემთხვევაში მომხმარებლის უსაფრთხოებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფილტრი აქტივირებული ნახშირით. ჰერმეტულად დაცული კაბინა და მძლავრი ვენტილაცია, ყოველთვის ოპტიმალურად იცავს მძღოლს ქიმიური საშუალებებისაგან, მცანერეების ინტენსიური დამუშავების პირობებშიც კი.

ორივე ვერსიისათვის, კაბინიანისა და უკაბინოსათვის NEXOS გვთავაზობს მძღოლის კომფორტულ პნევმატურ სავარძელს. ასევე შესაძლებელია საჭის რეგულაცია და მოარგოთ ის სავარძლის პოზიციას საკუთრი სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

იხილეთ მეტი claas.ge

შემატყობინე როდის იქნება

ტრაქტორი CLAAS NEXOS