ვერანგო პრაიმი
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ვერანგო პრაიმი

პროდუქტის კოდი: 00-00026329
1124.00
აირჩიეთ:
1
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ფლუოპირამი 400 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
სუსპენზიის კონცენტრატი
მწარმოებელი
Bayer
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

ვერანგო პრაიმი სკ 400

თხევადი ნემატოციდი, დაბალი ხარჯვის ნორმით. პრეპარატი შეიცავს SDHI ფლუოპირამს თხევადი ფორმით, რომელიც ძალიან აქტიურად იცავს ნათესებს ნემატოდებისგან, რომლებიც პარაზიტობენ მცენარეებზე.

 

მახასიათებლები

  • ნემატოდების სხვადასხვა სახეობის
    კონტროლი
  • მოსავლიანობის, შენახვისუნარიანობის და სასაქონლო იერსახის ზრდა.
  • სისტემური პრეპარატი ასკომიცეტების, დეიტერომიცეტების და ბაზიდომიცეტების კლასის სოკოების ფართო სპექტრის კონტროლისთვის.

მოქმედების მექანიზმი

ნემატოდები: სელექციურად ინჰიბირებს სასუნთ ჯაჭვს ნემატოდების მიტოქონდრიების მე-2 კომპლექსში (სუქცინატ რედუქტაზა). პათოგენები: ინჰიბირებს მიტოქონდრიული სასუნთქი არხის (SDHI) ენზიმ სუქცინატ დეჰიდროგენაზას (კომპლექსი II), რაც იწვევს ელექტრონების ტრანსპორტირების ბლოკირებას.

 

მოქმედების სიჩქარე

პირველი სიმპტომები შეიმჩნევა გამოყე ნებიდან 30 წუთის შემდეგ, ნემატოდების სრული პარალიჩი კი 1-2 საათის შემდეგ. როგორც ფუნგიციდი, ვერანგო® პრაიმი იწყებს მოქმედებას გამოყენებიდან 1 საათის შემდეგ.

 

ფიტოტოქსიკურობა

რეკომენდებული ხარჯვის ნორმებით გამოყენებისას ვერანგო® პრაიმი არ არის ფიტოტოქსიკური დასამუშავებელი კულტურების მიმართ. გამოყენების რეგლამენტის გათვალისწინებით გამოყენებისას კულტურული მცენარეები ავლენენ საკმაოდ მაღალ ტოლერანტობას პრეპარატის მიმართ.

 

თავსებადობა

ვერანგო® პრაიმი-ს შერევა შესაძლებელია უმეტეს ინსექტიციდთან და ფუნგიციდთან, იმ კონცენტრაციებით, რომლებიც შემოწმებულია წინასწარი ცდებით. ყველა შემთხვევაში, აუცილებელია შერევისას ხსნადობაზე და დალექვაზე შემოწმება.

 

გამოყენების რეგლამენტი

დახურული გრუნტი, სათბურები: ნიადაგში შეტანა სარწყავ წყალთან ერთად, დარწმუნდით, რომ ნიადაგი წინასწარ დატენიანებულია მინიმუმ 1-2 ლიტრი წყლით/მ2-ზე, რათა ხელი შეეწყოს პროდუქტის აქტივაციას და მცენარეების მიერ მის შეთვისებას.

წელიწადში, წარმოების ციკლის განმავლობაში, დასაშვებია მაქსიმუმ 2 დამუშავების ჩატარება.

თანმიმდევრულ დამუშავებებს შორის ინტერვალი 15-30 დღე. პირველი დამუშავება შესაძლებელია ჩითილების დარგვამდე 1-3 დღით ადრე, ან დარგვიდან 1-3 დღის შემდეგ, მეორე - მცენარეების გადარგვიდან 15-30 დღის შემდეგ. სამუშაო ნაზავის მოცულობა: 2000-6000 ლ/ჰა.

 

კულტურა სამიზნე ობიექტი ხარჯვის ნორმა მლ/ჰა დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა
პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი (სათბური, დახურული გრუნტი) გალიანი ნემატოდა (Meloidogyne spp.); ნაცარი (Leveillula taurica) 625 მლ/ჰა 1-2
კიტრი, ყაბაყი, საზამთრო, ნესვი (სათბური, დახურული გრუნტი) გალიანი ნემატოდა (Meloidogyne spp.); გოგროვნების ნაცარი (Sphaerotheca fuliginea) 625 მლ/ჰა 1-2

 

ღია გრუნტი: ნიადაგის დამუშავება შესაძლებელია დარგვამდე/თესვამდე ან დარგვის/თესვის შემდგეგ (ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით). ვერანგო® პრაიმი სკ 400 უნდა გამოიყენოთ წინასწარ მორწყულ ნიადაგზე, რათა ხელიშეეწყოს პროდუქტის აქტივაციას და მცენარეების მიერ მის შეთვისებას. ხარჯვის ნორმა და გამოყენების პერიოდი უნდა შეირჩეს ინფიცირების ხარისხის მიხედვით, ასევე მცენარის მდგომარეობის და ზომის გათვალისწინებით. დამუშავების შემდეგ, რეკომენდებულია ნიადაგის მორწყვა, უკეთესი შეთვისებისთვის. წელიწადში, წარმოების ციკლის განმავლობაში, შეიძლება ჩატარდეს მაქსიმუმ 1 დამუშავება.

კულტურა სამიზნე ობიექტი ხარჯვის ნორმა მლ/ჰა დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა
პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა გალიანი ნემატოდა (Meloidogyne spp.) 625 მლ/ჰა დამუშავება ჩითილების გადარგვიდან 1-3 დღით ადრე ან 1-3 დღის შემდეგ. სამუშაო ნაზავის მოცულობა: 2000 - 10000 ლ/ჰა.
საზამთრო, ნესვი, გოგროვნები გალიანი ნემატოდა (Meloidogyne spp.); ნაცარი (Erysiphe spp) 625 მლ/ჰა დამუშავება ჩითილების გადარგვიდან
1-3 დღით ადრე ან 1-3 დღის შემდეგ.
სამუშაო ნაზავის მოცულობა:
2000 - 10000 ლ/ჰა.
სტაფილო გალიანი ნემატოდა (Meloidogyne spp.) და სხვა ნემატოდები (Heterodera carotae, Pratylenchus penetrans, Tylenchorhynchus spp., Trichodorus spp.) 625 მლ/ჰა დამუშავება თესვამდე 0-10 დღით ადრე. შემდგომი ჩაკეთებით ნიადაგში 10-20 სმ სიღრმეზე შეტანით. სამუშაო ნაზავის მოცულობა: 200 - 1000 ლ/ჰა.
კარტოფილი(ნიადაგისდამუშავებათესვამდე) გალიანი ნემატოდა (Meloidogyne spp.); კარტოფილის მკრთალი ნემატოდა (Globodera pallida); კარტოფილის ოქროსფერი ნემატოდა (Globodera rostochiensis) 625 მლ/ჰა დამუშავება თესვამდე 0-3 დღით ადრე. შემდგომი ჩაკეთებით ნიადაგში 10-20 სმ სიღრმეზე შეტანით. სამუშაო ნაზავის მოცულობა: 200 - 800 ლ/ჰა.
კარტოფილი
(დამუშავება კვალში,
თესვის დროს)
625 მლ/ჰა დამუშავება კვალში, თესვისას. სამუშაო ნაზავის მოცულობა: 150 - 300 ლ/ჰა.

ლოდინის პერიოდი: 60 დღე

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

ვერანგო პრაიმი