გაუჩო
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

გაუჩო

პროდუქტის კოდი: CT000001965
226.00
აირჩიეთ:
1 ლ.
100 მლ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ადგილზე მიტანის მომსახურება: 8.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
იმიდაკლოპრიდი 600 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
სუსპენზიის დენადი კონცენტრატი
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

თესლის შესაწამლი მაღალეფექტური ინსექტიციდი

 

IRAC კლასიფიკაცია

ჯგუფი 4 A ფუნგიციდი

 

გაუჩო® გახლავთ სისტემურ- კონტაქტური მოქმედების თესლის შესაწამლი პრეპარატი მარცვლოვანი კულტურებისთვის, კარტოფილის ტუბერებისთვის, მზესუმზირისთვის და სიმინდისთვის. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება იმიდაკლოპრიდი მიეკუთვნება ქლორნიკოტინილების ჯგუფს. გაუჩო® მავნებელების ორგანიზმში ბლოკავს ნერვულ იმპულსებს, იგი განსხვავდება ჩვეულებრივი პრეპარატებისგან ახალი მოქმედების მექანიზმით, რომელიც გამორიცხავს რეზისტენტობის წარმოქმნას.

პრეპარატის მოქმედება

გაუჩო®-თი დამუშავებული სათესლე მასალა სრულიად დაცულია ყველა ძირითადი ფოთლისა და ნიადაგის მავნებლისგან. მოქმედ ნივთიერებას ითვისებს ფესვები და გადაადგილდება ფოთლებისკენ, ნაწლავური და კონტაქტური ინსექტიციდი ზომიერად ნაწილდება ახალგაზრდა მცენარეში და ძალიან დაბალი ხარჯვის ნორმით უზრუნველყოფს ხანგრძლივ მოქმედებას მწუწნი და მღრღნელი მავნებლების წინააღმდეგ. ცდებით დადასტურებულია რომ პრეპარატს გააჩნია მასტიმულირებელი მოქმედების უნარი (ანტისტრესული ეფექტი).

უპირატესობები

  • მცენარის საუკეთესო დაცვა ვეგეტაციის დასაწყისში
  • ეფექტური სისტემური დაცვა ნიადაგის და მიწისზედა მავნებლებისგან
  • ხანგრძლივი ეფექტი
  • დამატებითი მასტიმულირებელი უნარი (ანტისტრესული ეფექტი)
  • ფიტოტოქსიკურობის არარსებობა
  • სათესლე მასალის საიმედო დაცვა შენახვისას

გამოყენება

კულტურა მავნე ობიექტი გამოყენების ნორმა (ლ/1 ტ თესლზე) გამოყენების მეთოდი და დამუშავების პერიოდი
საშემოდგომო ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი ბუგრები, რწყილები, ჭიჭინობლები 0.6 სათესლე მასალის შეწამვლა
კარტოფილი მავთულა ჭიები, კოლორადოს ხოჭო, ტუბერის ჩრჩილი, მაისის ხოჭო, ბუგრები 0.4 ტუბერების შეწამვლა
0.6 ბაზოს ფსკერის დარგვისწინა დამუშავება
სიმინდი მავთულა ჭია 5.0-7.0 სათესლე მასალის შეწამვლა
მზესუმზირა მავთულა ჭია 6.0-9.0 სათესლე მასალის შეწამვლა

შემატყობინე როდის იქნება

გაუჩო