ბელფერტი NPK 8-19-29-3(S)
გამოიყენება როგორც ძირითადი სასუქი სასოფლო-სამეურნეო კულტურების (პარკოსნებისა და მარცვლოვანი პარკოსნების) თესვის (დარგვის) წინ, ასევე მრავალწლოვანი პარკოსნების, მარცვლოვნებისა და ბოსტნეული კულტურების გამოსაკვებად, აზოტოვანი სასუქების დამატებით შეტანასთან ერთად. გაზაფხულზე შესაძლებელია მრავალწლოვანი ხეხილის, კენკროვანი და დეკორატიული მცენარეების განოყიერება.
| ნივთიერება | პროცენტული შემადგენლობა (%) |
| NH4 - აზოტი ამონიუმის ფორმით | 8±1 |
| P2O5 - ფოსფორის პენტოქსიდი | 19±1 |
| K2O - კალიუმის ოქსიდი | 29±1 |
| CaO - კალციუმის ოქსიდი | 0.6 |
| S - გოგირდი | 3±1 |
pH: 5.0-6.0
კულტურები, ნიადაგები და შეტანა
- მარცვლოვანი კულტურები
- ბოსტნეული
- კარტოფილი
- ხეხილი და კენკროვანი კულტურები
- დეკორატიული მცენარეები
- ყველა ტიპის ნიადაგი
- საბაზისო შეტანა
- მცენარეთა კვება