GRP პანელის მოდულური წყლის ავზები - Meksis
GPR (მინაბოჭკოვანი პლასტიკის) პანელები იწარმოება ცხელი დაპრესვის ტექნოლოგიით, რა დროსაც პოლიესტერის არმირება ხდება მინაბოჭკოს გამოყენებით. ხარისხის კონტროლის პროცედურების სტანდარტების დაცვით, პანელები მზადდება 150°C ტემპერატურაზე.
ყალიბიდან ამოღებისთანავე, პანელს ორივე მხრიდან პრიალა, ერთგვაროვანი ზედაპირი აქვს. გადახვრეტისა და ზედაპირული დამუშავების სამუშაოები ტარდება ოთახის სპეციალურ პირობებში, რომელსაც ავტომატური სისტემები აკონტროლებს.
- რეზისტენტულია ინდუსტრიული და საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მიმართ
- გააჩნია მაღალი გამძლეობა და დაბალი წონა
- მარტივად შეიძლება დაიშალოს და თაცვიდან აეწყოს სხვა ლოკაციაზე
- შეესაბამება საკვებისა და სასმელი წყლის რეგულაციებს
- წყალთან კონტაქტში მხოლოდ GRP პანელია, ყველა ბოლტი და არმირება ავზის გარე მხრიდან ექცევა