აგრო-დრონი DJI Agras T40
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

DJI Agras T40 აგრო-დრონი

პროდუქტის კოდი: 00-00019585
34999.00
აირჩიეთ:
DJI Agras T40
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 25.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
DJI
ქვეყანა
ჩინეთი

პროდუქტის აღწერა

აგრო-დრონი - DJI Agras T40

ერთი დრონი ყველა კულტურისთვის

 

DJI AGRAS T40 აღჭურვილია რევოლუციური კოაქსიალური ორმაგი როტორული დიზაინით, რომელიც შესაძლებელს ხდის დრონმა იფრინოს 40 კგ წონით შესხურების შემთხვევაში და 50 კგ (70 ლიტრი მოცულობა) წონით გაფანტვის შემთხვევაში. დრონი აღჭურვილია ორმაგი ატომიზაციის შემსახურებელი სისტემით, DJI Terra, APAR რადარით და Binocular Vision სისტემით. მას შეუძლია შეასრულოს სხვადასხვა მისია, დაკვირვება, რუკების შედგენა, შესხურება თუ გაფანტვა, რაც გეხმარებათ მიაღწიოთ თქვენს მიზანს და მაქსიმალურ სიზუსტეს სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების შესრულებისას.

 

DJI Agras T40

  • 50 კგ ტვირთამწეობა გაფატვისას, ხოლო 40 კგ შესხურების რეჟიმში
  • APAR რადარი + Binocular Vison სისტემა
  • შესხურების სისტემა ორმაგი ატომიზაციით
  • შესაძლებელია შესხურება, გაფანტვა და რუკების შედგენა
  • მოდულები დაცულია მტვრისა და წყლისგან IPX6K რეიტინგით
  • EFI გენერატორი 15%-მდე საწვავი ეკონომიით

 

აგრო დრონის წარმადობა

  • 21.3 ჰა/სთ - მინდვრის კულტურებში
  • 4 ჰა/სთ - ხეხილის ბაღებში
  • 1.5 ტ/სთ - სასუქის გაფანტვის რეჟიმში

 

ტვირთამწეობის შესამჩნევი ზრდა კოაქსიალური ორმაგი როტორის წყალობით

AGRAS T40 აღჭურვილია კოაქსიალური ორმაგი როტორით რაც ზრდის ტვირთამწეობას დაახლოებით 30%-ით, 50 კგ-მდე. დრონის კეცვადი დიზაინი ამცირებს მის მოცულობას 70%-მდე.

 

T40 Coaxial Twin Rotor

 

შესხურების სისტემა - ორმაგი ატომიზაცია თანაბარი შესხურებისთვის

 

მაგნიტურად მბრუნავი იმპელერული ტუმბო

ახალი მაგნიტური გადაცემის წყალობით პესტიციდი სრულად იზოლირებულია ძრავისგან, რაც უზრუველყოფს დრონის დეტალების დაცვას კოროზიისგან და ხდის მას ულტრა-გამძლეს. სწრაფად და მარტივად იშლება ხელით, მარტივი წმენდისთვის.

 

ორმაგი ატომიზაციის ცენტრიდანული გამაფრქვეველი

ორმაგი აოტმიზაციის გამაფრქვეველი დისკი უზრუნველყოფს წვეთის დაშლა თანაბრ ზომებად, პესტიციდების უფრო ეფექტურად გამოყენებისთვის.

მაღალტექნოლოგიური ცენტრიდანული სარქველი იცავს გაჟონვისგან, სასუქების გადაჭარბებისგან და ამცირებს პესტიციდის ზედმეტი რაოდენობის შესხურებისგან, რაც იცავს გარემოს არასასურველი ზემოქმდებისგან.

 

T40 ორმაგი ატომიზაცია

 

გაუმჯობესებული გამფანტველი სისტემა საუკეთესო შედეგისთვის

T40-ის გამფანტველი სისტემა (ტვირთამწეობა 50 კგ)

  • რეალურ დროში აწონვა - დრონი აღჭურვილია წონის სენსორი, რომელიც რეალურ დროში აკონტროლებს გამფანტველ ავზში დარჩენილი სასუქის წონას
  • სწრაფი დაშლა და გასუფთავება - გამფანტველი სისტემის დაშლას სჭირდბა 3 წუთი, მარტივად ირეცხება წყლის ჭავლით

 

T40-ის გამფანტველი სისტემა

 

წინააღმდეგობებისგან თავის დაცვის მრავალხიანი სისტემა

APAR რადარი + Binocular Vision სისტემა

 

APAR, იგივე აქტიური ფაზური სიხშირის რადარი, Binocular Vision სენსორის სისტემასთან ერთად უზრუვნელყოფს დრონის დაცვას 360 გრადუსით. წინააღმდეგობები ფიქსირდება ყველა მიმართულებით 50 მეტრის დისტანციიდან, რის საშუალებითაც მუშაობს რელიეფზე მიდევნების და წინააღმდეობების თავიდან არიდების ჭკვიანი სისტემები.

 

T40 რადარები

 

 

რუკების შედგენა, შესხურება და გაფანტვა, ყველაფერი ერთში

AGRAS T40 აერთიანებს რუკების შედგენის, შესურების და გაფანტვის ფუნქციებს, ასევე მისი ულტრა-ფართო გაფართოების კამერა და რეგულირებადი კამერის სტაბილიზატორი საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ თქვენი სასურველი ხედი. მინდვრის კულტურებისა თუ ხეხილის ბაღების სურათები შეგიძლიათ გადაიღოთ რეალურ დროში და ლოკალური რუკები შეიძლება დააგენერიროთ დისტანციური მართვის პულტით D-RTK 2 მობილური სადგურის მეშვეობით. სისტემა აფიქსირებს ნაკვეთის საზღვრებს და წინააღმდეგობებს ავტომატურად, საფრენი მარშრუტების მარტივად დასაგეგმად, თქვენს მინდვრის კულტურების ნაკვეთებში თუ მთაგორიან ხეიხლის ბაღებში.

 

T40 სკანერი

 

სრულიად განახლებული დისტანციური მართვის პულტი, რუკების მარტივად და სწრაფად შესადგენად

8 ბირთვიანი პროცესორი წყალობით დრონს შეუძლია 10 წუთში დაასკანეროს 6.67 ჰექტარი და დააგენერიროს რუკა. მინიმუმამდე დადის არაეფექტური ფრენის მანძილი და იზრდება ეფექტურობა, მარშრუტის შედგენის ჭკვიანი სისტემის გამო. ფართო, 7 ინჩიანი, კაშკაშა ეკრანი გიჩვენებთ მკვეთრ და დეტალურ გამოსახულებას. პროგრამირებადი ფიზიკური ღილაკების დიდი რაოდნეობა ამარტივებს დრონის მართვას.

 

T40 დრონის პულტი

 

ულტრა-სწრაფი დატენვა

12000W მულტიფუნქციური ინვერტერ გენერატორი ახალი EFI ტექნოლოგიით და 15%-მდე საწვავის დაზოგვით. დამტენი სადგური გამოიმუშავებს 1500W გამომავალ ძაბვას რაც სავსებით საკმარისი როგორც ელემენტების დასატენად, ასევე მართვის პულტის, სითხის ტუმბოს, განათებების თუ სხვა კომპონენტების გამოსაყენებლადაც. 30000mAh ჭკვიანი ელემენტი, მარტივად გრილდება სპეციალური ვენტილატორიანი გამაგრილებელი მოწყობილობის საშუალებით.

 

D12000iE მულტიფუნქციური ინვერტორული გენერატორი

  • 30 ლიტრიანი საწვავის ავზით, ტენის 47 ელემენტს
  • 1500W გამომავალი ძაბვრა
  • 9 წუთიანი ზესწრაფი დატენვა

 

T40 ჭკვიანი ელემენტი

  • მოცულობა 30000 mAh
  • 11.5C გამოყენებისას, 6C დატენვისას
  • გარანტია 1500 დატენვის ციკლი

 

T40 დამტენი გენერატორი

 

DJI Agras ჭკვიანი ღრუბლოვანი სისტემა

AGRAS T40-ის მულტისპექტრულ კამერასთან, Mavic 3M-თან დაკავშირებით, შესაძლებელია თქვენს ნაკვეთში ცვლადი მონაცემების მიხედვით შეიტანოთ პესტიციდები თუ სასუქები, ზუსტი სოფლის მეურნეობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

T40 Cloud

 

კომპლექტაციაში არ შედის დამტენი, ელემენტები და სასუქის გამფანტველი სისტემა.

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

DJI Agras T40 აგრო-დრონი