იარაამპლიქს აქტისილი
ეს არის თხევადი პრეპარატი ფოთლოვანი გამოკვებისთვის, რომელიც შეიცავს ქოლინით სტაბილიზებულ ორთოსილიციუმის მჟავასა და კალციუმს. მისი მთავარი მიზანია დაეხმაროს მცენარეს, შეინარჩუნოს სიძლიერე და სიცოცხლისუნარიანობა რთულ, არახელსაყრელ პირობებში ზრდისას, რაც საბოლოოდ აუმჯობესებს მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას.
YaraVita ACTISIL-ის გამოყენება ასევე შესაძლებელია ფერტიგაციითაც (სარწყავი სისტემით შეტანა), რადგან მცენარე მას ფესვებიდანაც ძალიან კარგად ითვისებს.
ბიოსტიმულატორი, ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში მოსავლიანობის ასამაღლებლად, მინდვრის კულტურების მექანიკური სტრესის მიმართ მდგრადობის გასაძლიერებლად (ჩაწოლა), ასევე ნაყოფების სიმკვრივის გასაზრდელად და მერქნიანი მრავალწლიანი კულტურების, ბოსტნეულის, დეკორატიული და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ვარგისიანობის ვადის გასახარგძლივებლად შენახვისას.
| შემადგენლობა | (% წ/წ) | (გ/ლ) | |
| კალციუმი | Ca | 2 | 22.4 |
| სილიციუმი | Si | 0.45 | 5 |
| საერთ ორგანული ნახშირბადი | C(org) | 20.6 | 206 |
ხარჯვის ნორმა და პერიოდი
ხარჯვის ნორმა და გამოყენების მეთოდი დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოთხოვნასა და გამოკვების მდგომარეობაზე.
სტანდარტულ პირობებში და ფოთლოვანი გამოკვებისას:
| კულტურების ჯგუფი | შემავალი კულტურები | ხარჯვის ნორმა | დამუშავების დაწყების ფაზა | მაქს. ჯერადობა | ინტერვალი |
| ბოსტნეული | ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი, ბრასიკა, სტაფილო, ხახვი, წიწაკა, ყაბაყი, გოგრა, სალათი, ისპანახი | 1 ლ/ჰა | ყვავილობის ფაზაში | - | - |
| ბოსტნეული | მარწყვი, მწვანილი | 1 ლ/ჰა | ფოთლების ჩამოყალიბების ან ნაყოფების განვითარების სტადიაზე | 6-ჯერ | 15 დღე |
| ხეხილი, კენკროვნები და ვაზი | ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ალუბალი, გარგარი, ვაშლატამა, ატამი, მოცვი, ციტრუსი, ზეთისხილი, კომში, ყურძენი | 1 ლ/ჰა | ყვავილობის დასაწყისში | 6-ჯერ | 15 დღე |
| მარცვლეული და სხვა | ჭარხალი, სიმინდი, ბრინჯი | 0,25-1,0 ლ/ჰა | ღეროს დაგრძელების დაწყებისას | 4-ჯერ | 15 დღე |