კონდორ შილდი
კონდორ შილდი "ცოცხალი" პროდუქტია, შექმნილი Trichoderma koningii TK7-სგან, სასარგებლო მიკროორგანიზმისგან, რომელიც ფესვებს სხვადასხვა სტრესის გადატანაში ეხმარება. ტრიქოდერმა საპროფიტი სოკოა, რომელიც პირდაპირ რიზოსფეროზე სახლდება და აუმჯობესებს მცენარის განვითარებას.
- სწრაფად ახდენს რიზოსფეროსა და ნიადაგში კოლონიზაციას, ტოვებს რა მცენარეზე დასახლებულ მავნე სოკოებს რესურსისა და სივრცის გარეშე
- მოლეკულურ დონეზე მოქმედებით აძლიერებს მცენარეს.
- ტრიქოდერმას მიერ წარმოქმნილი აუქსინების, სიდეროფორებისა და სხვა სასარგებლო მეტაბოლიტების მეშვეობით აუმჯობესებს მცენარის ზრდას.
- აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას და სიცოცხლისუნარიანობას.
- ზრდის მცენარის მდგრადობას ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა ფუზარიოზი, სკლეროტინია, ბოტრიტისი, ფიტოფტორა, პითიუმი და ვერტიცილიოზი.
ხარჯვის ნორმა: 0,5-2 კგ/ჰა
გამოიყენეთ მცენარის გადარგვიდან ან ვეგეტაციის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ წვეთოვანი სისტემით ან მექანიკური მორწყვით. მეორე წამლობა 4 კვირის შემდეგ. მნიშვნელოვანია, მოერიდოთ წამლობას ექსტრემალური ტემპერატურის პირობებში.