აკრამაიტი
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

აკრამაიტი

პროდუქტის კოდი: 00-00017298
287.47
აირჩიეთ:
1 ლ
10 მლ
100 მლ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ბიფენაზატი (იზოპროპილი-2-(4-მეტოკსიბიფენილი- 3-ილ) ჰიდრაზინოფორმიატი) 480 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
სუსპენზიის კონცენტრატი
მწარმოებელი
Arysta Life Science
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი

პროდუქტის აღწერა

აკარიციდი აკრამაიტი

 

აკრამაიტი 480 სკ არის სელექტიური აკარიციდი ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპას  (Tetranychus urticae) და წითელი აბლაბუდიანი ტკიპას (Tetranychus cinnabarinus) წინააღმდეგ ბრძოლისთვის ღია სივრცეში.

 

სუსპენზიის კონცენტრატი (სკ) 


მოქმედი ნივთიერება: ბიფენაზატი (იზოპროპილი-2-(4-მეტოკსიბიფენილი- 3-ილ) ჰიდრაზინოფორმიატი) 480 გ/ლ
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ავიაშესხურებით.

 

გამოყენების ინსტრუქცია 


აკრამაიტი 480 სკ პრეპარატი გამოიყენება შემდეგ კულტურებზე: პომიდორი, წიწაკა, კიტრი, ბადრიჯანი,  ზუკინი, საზამთრო და ნესვი, ასევე მარწყვი. უშუალოდ კულტურის ფოთლებზე შესხურებისას აკრამაიტი 480 სკ გვაძლევს საშუალებას სწრაფად დავამარცხოთ მავნებლები, კონტაქტური მოქმედების და შემდგომი ნარჩენი ეფექტის ხარჯზე.  
აკრამაიტი 480 კს ებრძვის ყველა მოძრავ ფორმას და გააჩნია გარკვეული ოვიციდური მოქმედება ბალახისმჭამელი ტკიპების წინააღმდეგ. 

 

გამოყენების რეგლამენტი 

 

კულტურა 

მავნე ობიექტი

ხარჯვის
ნორმა 

(ლ/ჰა) 

ლოდინის პერიოდი 

პომიდორი, წიწაკა , კიტრი, ბადრიჯანი,  ყაბაყი, საზამთრო, ნესვი ტკიპები

0,2 - 0,25 

1 დღე 

მარწყვი 

0,2 - 0,25 

-

 

 

გამოყენების ტექნოლოგია


გამოიყენეთ მხოლოდ ღია სივრცეში, ჩვეულებრივი გაფრქვევით, ტრაქტორის გამოყენებით ან ხელით, რათა მოხდეს ყველა ფოთლის დაფარვა, როგორც კი შეამჩნევთ ტკიპების მიერ გამოწვეულ ინფექციას. 

მარწყვზე პრეპარატი ანადგურებს ჩვეულებრივ და წითელ აბლაბუდიან ტკიპას. ჩაატარეთ მაქსიმუმ ორი დამუშავება ყოველწლიურად, დამუშავებებს შორის 7 დღიანი ინტერვალით, მაქსიმალური დოზით 0,25 ლ/ჰა და გაფრქვევის მოცულობით 1000 ლ/ჰა. 
სხვა კულტურებზეც პრეპარატი ასევე ანადგურებს ჩვეულებრივ და წითელ აბლაბუდიან ტკიპას. ჩაატარეთ მხოლოდ ერთი დამუშავება წელიწადში, მაქსიმალური დოზით 0,375 ლ/ჰა და გაფრქვევის მოცულობით 1000-1500 ლ/ჰა. 
გასაფრქვევი ხსნარის მოცულობა დამოკიდებულია დასამუშავებელი მცენარეების ზომაზე. რეკომენდებულია მცირე მოცულობით გაფრქვევა, თუ ინფექციის ხარისხი დაბალია, ხოლო ნათესებს აქვს ცოტა ფოთოლი; და გაფრქვევის მაღალი მოცულობა თუ ინფექციის ხარისხი მაღალია, ხოლო კულტურას გააჩნია ხშირი ფოთლები. აუცილებელია მოხდეს ფოთლების სრული დაფარვა.  

თავსებადობა:  

 

არ არის რეკომენდებული აკრამაიტი 480 სკ -ს შერევა სხვა პრეპარატებთან

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

აკრამაიტი