აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

სივანტო პრაიმი

პროდუქტის კოდი: CT000001974
210.67
აირჩიეთ:
1 ლ.
100 მლ.
500 მლ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ფლუპირადიფურონი 200 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
წყალში ხსნადი კონცენტრატი

პროდუქტის აღწერა

ზრდასრული და მოუმწიფებელი მწუწნი მავნებელების კონტროლის ახალი სტანდარტი

სივანტო® პრაიმი მაღალსელექციური სისტემური მოქმედების ინსექტიციდია, რომელიც გამოყენებაში ძალზედ მოქნილია ფართო სპექტრის მწუწნი მავნებლების წინააღმდეგ, როგორებიც არიან: ბუგრები და ფრთათეთრები.

პრეპარატი ასევე ძალიან ეფექტურია ფქვილისებრი ცრუფარიანას, მენაღმეების, ციტრუსოვანთა ფსილას, ასევე ზოგიერთი ცხვირგრძელების, თრიფსების და ხოჭოების წინააღმდეგ.

უნიკალური რეცეპტის ფორმულაციის გამოყენებით, სივანტო® პრაიმი დაფუძნებულია სპეციალურად შემუშავებული ემულგატორის სისტემაზე, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა გამოყენებული აგროქიმიური ინდუსტრიის ფარგლებში.

მოქმედების მექანიზმი

პრეპარატის მოქმედი ნივთიერება გავლენას ახდენს მავნებლების ნერვულ სისტემაზე. შესხურების მეთოდით გამოყენების შემთხვევაში სივანტო® პრაიმი-ს აქტიური ნივთიერება შთაინთქმება ფოთლების და ღეროს მეშვეობით. ნიადაგის ან სხვა ალტერნატიული სუბსტრატის დამუშავებისას კი ფესვთა სისტემის წყალობით. მცენარეში აბსორბციის შემდგომ სივანტო® პრაიმი აკროპეტალურად (მცენარის ძირიდან წვეროსკენ), ღეროს გავლით გადაადგილდება ქსილემაში და ტრანსლამინარულად ნაწილდება მიმდებარე მცენარეულ უჯრედებში.

აღნიშნული ტრანსლამინარული გადაადგილების შედეგად პრეპარატის მოქმედი ნივთიერება წარმატებით მოქმედებს მწერებზე, რომლებიც საზრდოობენ ფოთლის ქვედა მხარეს, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც პრეპარატით დამუშავებულია მხოლოდ ფოთლის ზედაპირი.

უპირატესობები

  • თანამედროვე ინსექტიციდი უსაფრთხოების მაღალი პარამეტრებით, ძირითადი მწუწნი მავნებლების კონტროლისთვის
  • უსაფრთხოა ფუტკრებისთვის
  • პრეპარატის სელექციურობა უმეტეს ბენეფიციარებთან ხეხილსა და ღია გრუნტის ბოსტნეულის კულტურებში, იდეალურად ერგება მავნებლების წინააღმდეგ კომპლექსურ ბრძოლას
  • სწრაფი მოქმედება და მავნებლებისთვის საკვების მიწოდების მყისიერად შეწყვეტის უნარი, უზრუნველყოფს ვირუსული ვექტორის ეფექტურ კონტროლს
  • კულტურათა უსაფრთხოება და მოსავლის ყველა სტადიაზე პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა

გამოყენება

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა ლ/ჰა (სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა) დამუშავების დრო ლოდინის პერიოდი (დღე)
ვაზი ჭიჭინობელები, ფქვილისებრი ცრუფარიანა 0,25-0,5 (400-800) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 30
ვაშლი, მსხალი ბუგრები, ხერხიები, ფსილა, მძიმისებრი ფარიანა 0,6-0,9 (500-1500) 14
ბოსტნეული ფრთათეთრა, ბუგრი, კარტოფილის ფსილა, კოლორადოს ხოჭო 0,5-1,0 (ფოთლიდან), 1,5-2,0 (ნიადაგიდან); (200-400) 1
ხახვი თრიფსები 0,5-1,0 (200-400) 1
კიტრი (დახურული გრუნტი) ფრთათეთრა, ბუგრი 0,05-0,1 (800-1200) 1

 

ყურადღება!
ნიადაგიდან შეტანისას:

  • ფესვის ზონაში შეტანა უნდა მოხდეს წვეთოვანი მორწყვით, მიკრო გამაფრქვევლით ან მსგავსი მოწყობილობით!
  • სარგავი ორმო უნდა დასველდეს გადარგვამდე!
  • ნიადაგიდან შეტანის შემთხვევაში ლოდინის პერიოდი არის 45 დღე

 

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

სივანტო პრაიმი